ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 9 – 15 თებერვალი

ახალი კვირა ზოდიაქოს ყველა ნიშანს დინამიკურ ცვლილებებს ჰპირდება როგორც საქმეებში, ისე ფიქრებში და ურთიერთობებში. ზამთრის ბოლო თვის ეს პერიოდი ხელსაყრელია გააზრებული გადაწყვეტილებების მისაღებად, თქვენი ცხოვრების ორგანიზებისა და ურთიერთობების გასაძლიერებლად. პლანეტების გავლენით, ამ კვირაში მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ წვრილმანებს, რადგან ისინი დიდი ცვლილებების საწინდარია; ასტროლოგების რჩევები კი დაგეხმარებათ წარმატებით გადაიტანოთ უკვე კარგად მობეზრებული ზამთრის ეს პერიოდი და საფუძველი ჩაუყაროთ მომავალ გამარჯვებებს.

ამ კვირაში ცაზე ოთხი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ჩამოყალიბდება. 11 თებერვალი, მარსი-სატურნის ნახევარკვადრატი ორ საპირისპირო ძალას შორის ბრძოლას აღნიშნავს: მარსი სიმბოლურად გამოხატავს მოქმედების, მოძრაობის ენერგიას, ხოლო სატურნი შეზღუდვებთან და დაბრკოლებებთან ასოცირდება. შედეგად, ამ ასპექტმა შეიძლება სერიოზული სირთულეები გამოიწვიოს, რომლებიც დაბრკოლებების გადალახვასთანაა დაკავშირებული. ეს რთული დღეებია ბიზნესსაქმიანობისთვის, განსაკუთრებით ისეთისთვის, რომელიც დიდ ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს. პოზიტიური პროგრესის მიღწევა და პრობლემების მოგვარება ძალიან რთულია და დიდი ენერგია სჭირდება. თუ დრო საშუალებას გაძლევთ, ამ პერიოდში უმჯობესია თავი შეიკავოთ აქტიურობისგან, რადგან სხვა დროს საქმეები ამგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიდის.

11 თებერვალი, ვენერა-იუპიტერის კვადრატი – ეს ასპექტი დიდწილად გავლენას ახდენს პირად ცხოვრებაზე და შეიძლება მიუთითებდეს გარკვეულ იმედგაცრუებაზე. ამ ასპექტის გავლენით ადამიანს შესაძლოა გაზვიადებული წარმოდგენა შეექმნას საკუთარ შესაძლებლობებზე. ასეთ არაადეკვატურ თვითშეფასებას კი შეიძლება წარუმატებლობა მოჰყვეს ცხოვრებისეულ რეალობაში. ამ ასპექტმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს მატერიალური მოთხოვნილებების გაზრდა და თანხის უკონტროლო ხარჯვა. შეიძლება გაჩნდეს ძვირად ღირებული ნივთებისა და სამკაულების შეძენის სურვილი პრესტიჟისა და პოპულარობის მიზნით.

12 თებერვალი, მარსი-ნეპტუნის ნახევარკვადრატი – ეს დამანგრეველი ასპექტია, რომელმაც შეიძლება მისი გავლენის ქვეშ მყოფ ადამიანს არასწორი და ფუჭი ქმედებებისკენ უბიძგოს. ამ ასპექტის გავლენით კრიტიკული განსჯა სუსტდება და შესაძლებელია უკონტროლო ქცევა.

12 თებერვალი, მერკურისა და აღმავალი კვანძის შეერთება – ამ ასპექტს კი შეუძლია გააძლიეროს ინტელექტუალური აქტივობა, ინფორმაციის დამუშავება და სოციალური კონტაქტები. შესაძლებელია მოულოდნელი მოგზაურობები და ახალი ნაცნობობა. სწავლა და იდეების გაცვლა წარმატებულია.

ვერძი

მარსი, თქვენი მმართველი, კვირის დასაწყისში ზრდის თქვენს მოტივაციას და სურვილს, სიტუაცია აკონტროლოთ, თუმცა ყველაფერი პირველივე ცდაზე არ გამოგივათ. გააზრებული ნაბიჯები წარმატების გასაღებია. თქვენი ენერგია გადამდებია, მაგრამ ნუ იჩქარებთ სხვისი დავალებების შესრულებას. კვირის შუა რიცხვებიდან იღბალი ხელს უწყობს მათ, ვინც გრძელვადიან გეგმებს ადგენს. თუ დოკუმენტების ხელმოწერა გჭირდებათ, ყველაფერი რამდენჯერმე გადაიკითხეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მნიშვნელოვანი დეტალი გამოგრჩეთ.

კვირის ბოლოს გარკვეულმა ცვლილებებმა შეიძლება ხელი შეუწყოს თქვენი გეგმების შესრულებას და პროფესიული საკითხების გადასაჭრელად კარგი საფუძველი შეიქმნას.

სასიკეთო დღეები: 12, 15.

არასასიკეთო დღე: 13.

კურო

ამ კვირაში წარმოუდგენლად გაგიმართლებთ და თქვენი შეფერხების ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელი იქნება, რაც მხოლოდ თქვენს პოპულარობას გააორმაგებს. მოსალოდნელია მოლაპარაკებები ან დისკუსიები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ფინანსურ სტაბილურობაზე. მოერიდეთ ემოციურ ნიადაგზე ინვესტიციების ჩადებას, იმოქმედეთ ფხიზლად. კვირის შუა პერიოდი შესანიშნავია სახლში ცვლილებების შესატანად, კომფორტის შესაქმნელად და საყვარელ ადამიანებთან კავშირების გასამყარებლად. პარასკევი სახლთან დაკავშირებული შესყიდვების ან ინვესტიციების დროა.

შაბათ-კვირას გაინებივრეთ თავი მარტივი სიამოვნებით – დრო დაუთმეთ საყვარელ საქმიანობას სახლში.

სასიკეთო დღეები: 11, 13.

არასასიკეთო დღე: 9.

ტყუპი

ამ კვირაში მზად ხართ ახალი გამოწვევების მისაღებად, რაც საშუალებას მოგცემთ მონაწილეობა მიიღოთ მრავალფეროვან პროექტებში და გაუმკლავდეთ ყველაზე უჩვეულო საკითხებს, რომლებზეც არასდროს გიფიქრიათ. იდეების სიმრავლე დაგეხმარებათ ლიდერად ჩამოყალიბებაში, ამასთანავე, თქვენს ორგანიზაციულ უნარებსაც გამოავლენთ. მიიღებთ სოლიდურ მოგებას, თქვენი პირადი ცხოვრება კი სიხარულით იქნება სავსე, რაც თვითშეფასებას გაგიზრდით.

წინასწარ დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობები, რათა თავიდან აიცილოთ ნებისმიერი გართულება.

სასიკეთო დღეები: 9, 14.

არასასიკეთო დღე: 11.

კირჩხიბი

ამ კვირაში საინტერესო შეხვედრები და მოკლე მოგზაურობა გელოდებათ. დიდი ალბათობით, ახალ საქმიან წინადადებას მიიღებთ, მაგრამ ნუ იჩქარებთ მასზე დათანხმებას. კვირის დასაწყისში შესაძლებელია დაღლილობა დაგეუფლოთ, ამიტომ თავს გაუფრთხილდით. ნუ მოგერიდებათ კოლეგებისთვის დახმარების თხოვნა. რეკომენდებულია პროაქტიულობა და შეუპოვრობა თქვენი გეგმების განსახორციელებლად. ფინანსურად ეს კვირა ხელსაყრელია ვალების დასაფარად და ხარჯების გადახედვისთვის. პარასკევს მოსალოდნელია დადებითი ცვლილებები პირად ცხოვრებაში.

შაბათ-კვირას შეიძლება სურვილი გქონდეთ, მთელი თავისუფალი დრო სამსახურის საქმეებს დაუთმოთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ დასვენება და განტვირთვაც გჭირდებათ.

სასიკეთო დღეები: 11, 15.

არასასიკეთო დღე: 12.

ლომი

მზე მხარს უჭერს თქვენს თავდაჯერებულობას, მაგრამ სატურნთან მისი ოპოზიცია მიანიშნებს, რომ მნიშვნელოვანია ირგვლივ მყოფების მოსაზრებებს მოუსმინოთ. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს და ნუ გადაიტანთ ყურადღებას წვრილმანებზე, ეს დაგეხმარებათ თქვენი მიზნების უფრო სწრაფად მიღწევაში. შესაძლოა დაგჭირდეთ ახალი ცოდნისა და უნარების შეძენა. გამოიჩინეთ ინიციატივა, მაგრამ ნუ მოითხოვთ შეუძლებელს საკუთარი თავისგან. აკონტროლეთ თქვენი ფინანსები – შესაძლებელია დაუგეგმავი ხარჯები.

კვირის ბოლოს სასურველია ქალაქგარეთ გასვლა ან მოკლე მოგზაურობა დასასვენებლად და ენერგიის აღსადგენად.

სასიკეთო დღეები: 13, 14.

არასასიკეთო დღე: 10.

ქალწული

თქვენს ცხოვრებაში დადებითი ცვლილებებისთვის ხელსაყრელი პერიოდი ახლოვდება. მერკური დაგეხმარებათ აზრების მოკრებასა და ყველაფრის თავის ადგილზე დაყენებაში. ეს კარგი დროა გეგმების გადასახედად, ხარჯების დასაზუსტებლად და მომავლისთვის რეზერვების მოსამზადებლად. თქვენი ფინანსური მდგომარეობა თანდათან დასტაბილურდება. გუნდური მუშაობა უკეთეს შედეგს გამოიღებს, ვიდრე მარტო მოქმედება.

კვირის ბოლოსთვის მეტი თავისუფალი დრო გექნებათ, თქვენი სამსახური და სოციალური ცხოვრება ნაკლებად დატვირთული იქნება. თუ ახლავე დაგეგმავთ, ძალიან წარმატებული მოგზაურობა გელოდებათ.

სასიკეთო დღეები: 11, 15.

არასასიკეთო დღე: 13.

სასწორი

ეს კვირა ხელსაყრელია როგორც თქვენს ურთიერთობებში, ისე ბიზნესში წესრიგის დასამყარებლად. შესაძლოა პარტნიორობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები წარმოიშვას. კვირის შუა პერიოდი ხელსაყრელია კონტრაქტებისა და ერთობლივი იდეების განსახილველად. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნაჩქარევად – ყველაფერი მოგვარდება თავის დროზე. ფინანსური კუთხით უმჯობესია სიფრთხილე გამოიჩინოთ და თავი აარიდოთ დიდ ხარჯებს.

კვირის ბოლო ხელსაყრელი დროა მეგობრული შეხვედრებისთვის. ასევე, სასურველია სახლის მოვლა, გენერალური დასუფთავება და ძველი ნივთებისგან გათავისუფლება.

სასიკეთო დღეები: 10, 14.

არასასიკეთო დღე: 11.

მორიელი

ამ კვირაში ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და შეძლებთ რთული საკითხები გადაჭრათ, დიდი ხნის წინ დაწყებული პროექტები დაასრულოთ. რეკომენდებულია ძველი იდეების გადახედვა, შესაძლოა ზოგიერთი მათგანის გამოყენება სასარგებლო იყოს. ფინანსების თვალსაზრისით უმჯობესია თავი აარიდოთ იმპულსურ ინვესტიციებსა და სესხებს. შესაძლებელია მივლინებები, შეხვედრები მეგობრებსა და ბიზნესპარტნიორებთან. სავარაუდოა შემოქმედებითი მიღწევები, მოუსმინეთ ინტუიციას და ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება.

შაბათ-კვირას რეკომენდებული არ არის რაიმე გარიგების დადება, რადგან წარმატების შანსი, პრაქტიკულად, ნულს უტოლდება.

სასიკეთო დღეები: 10, 12.

არასასიკეთო დღე: 11.

მშვილდოსანი

ეს კვირა ხელსაყრელია სწავლისთვის, თვითგანვითარებისთვის და გრძელვადიანი პროექტების დასაწყებად. შეგიძლიათ ელოდოთ დინამიკურ სამუშაო გარემოს და ახალი გეგმების განხილვას. იყავით ღია და გახსნილი თანამშრომლობისთვის, მაგრამ სიფრთხილე გმართებთ იმ დაპირებებთან, რომელთა შესრულებაც რთულია. კვირის მეორე ნახევარში შესაძლებელია დამატებითი შემოსავლის ან ნახევარ განაკვეთზე სამუშაოს შემოთავაზებები. არ გამოტოვოთ ახალი რაღაცების სწავლის შესაძლებლობა – ეს მომავალში წარმატებას მოგიტანთ.

ეცადეთ, შაბათ-კვირა საკუთარ თავს მიუძღვნათ და კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 11, 14.

არასასიკეთო დღე: 12.

თხის რქა

ამ კვირაში თქვენი იდეების განსახორციელებლად აუცილებლად დაგჭირდებათ თანამოაზრე ადამიანების დახმარება. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას, რაც დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ შეცდომები. თქვენი პასუხისმგებლობა და ყურადღება კარგ ნაყოფს გამოიღებს. ეს კვირა ხელსაყრელია სამუშაო პროცესების ანალიზისთვის, დოკუმენტების დახარისხებისა და ბიუჯეტის დაგეგმვისთვის. ნუ იჩქარებთ შედეგის სწრაფად მიღებას – ნელი პროგრესი ახლა უფრო საიმედო იქნება.

შაბათ-კვირას ეცადეთ, თავი აარიდოთ ნათესავებთან კამათს. მოერიდეთ ორმხრივ პრეტენზიებსა და კრიტიკას.

სასიკეთო დღეები: 9, 12.

არასასიკეთო დღე: 11.

მერწყული

ამ კვირაში შეეცადეთ, გათავისუფლდეთ ძველი სტერეოტიპებისა და შეხედულებებისგან, რომლებიც ხელს გიშლიან ცხოვრებაში. ხუთშაბათს მოიკრიბეთ ძალა და დაასრულეთ რთული სამუშაო, ხანგრძლივი პროექტი, ან მოაგვარეთ დიდი ხნის პრობლემა. სამსახურში გადადით მიმდინარე პროექტების სამოქმედო გეგმებზე და ნუ შეგეშინდებათ თქვენი იდეების კოლეგებთან განხილვა. ფინანსებში მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს – ყოველი ნაბიჯი გააანალიზეთ. მიჰყევით გეგმას, მაგრამ სპონტანური მოქმედებებისთვისც დატოვეთ ადგილი.

შაბათ-კვირას მოემზადეთ ძველ მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანებთან მოულოდნელი შეხვედრებისთვის.

სასიკეთო დღეები: 9, 15.

არასასიკეთო დღე: 13.

თევზები

ეს კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თევზებისთვის: წინა რიგში წამოიწევს საკუთარ თავზე და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვის აუცილებლობა. ეცადეთ, ძველი პროექტები დაასრულოთ, რათა თავიდან აიცილოთ მათი შემდეგ ეტაპზე გადატანა და გაჭიანურება. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტად ბევრს, თორემ მოტივაციის დაკარგვის რისკი გექნებათ. ფინანსურ მხარეს რაც შეეხება, შესაძლებელია მოულოდნელი მცირე შემოსავლები, მაგრამ მოერიდეთ არასაჭირო ხარჯებს. ეძებეთ შთაგონება ხელოვნებასა და ბუნებაში – ეს ძალასა და ჰარმონიას მოგცემთ.

ეს დღეები აშკარა წარმატებას მოგიტანთ პირად ცხოვრებაში, მოგზაურობასა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაში.

სასიკეთო დღეები: 11, 14.

არასასიკეთო დღე: 13.

თამთა გურული

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close