მიგრაციამსოფლიოქართველები უცხოეთში

აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც შესაძლოა ვიზის ვადას გადააცილეს

აშშ-ის საელჩო საქართველოში ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც შესაძლოა ვიზის ვადას გადააცილეს.

„აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს, რათა მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გადაამოწმონ, რამდენი ხნით შეუძლიათ დარჩენა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ვადის გადაცილებას.

აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახური (CBP) ქვეყანაში შესვლისას განსაზღვრავს, რამდენ ხანს აქვს მოქმედი ვიზის მფლობელს აშშ-ში დარჩენის უფლება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქმე ისაა, რომ საერთაშორისო ვიზიტორისთვის აშშ-ში დარჩენის ვადა არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როდემდე აქვს ვიზას ვადა – ქვეყანაში კანონიერად ყოფნის ვადას განსაზღვრავს საიმიგრაციო ოფიცერი ვიზიტორის აშშ-ში ჩასვლისას. იმის გასაგებად, რამდენ ხანს გაქვთ აშშ-ში დარჩენის უფლება, შეამოწმეთ თქვენს I-94 ფორმაში მითითებული „Admit Until“ თარიღი.

როდესაც ადამიანი შეერთებულ შტატებში რჩება იმ ვადაზე მეტხანს, რომელიც მითითებულია მის ფორმა I-94-ში (ჩასვლა/გამგზავრების ფორმა), ეს არის რეალურად ვადის გადაცილება (Overstay).

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს კანონიერად ყოფნის ვადის გადაცილებას?

Overstay-ს შეიძლება მოჰყვეს ვიზის გაუქმება, აგრეთვე, დეპორტაცია. უარეს შემთხვევაში კი შესაძლოა აშშ-ში ხელახლა შესვლა აგეკრძალოთ და თქვენ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

საელჩოს ცნობით, დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე.

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close