
ქართველმა მოციგურავე ნიკა ეგაძემ ინგლისის ქალაქ შეფილდში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.
მოკლე პროგრამის შემდეგ, რომელიც უმაღლეს დონეზე შეასრულა, ნიკა ეგაძე პირველ ადგილზე იყო 91.28 ქულით. თავისუფალ პროგრამაში კი 181.72 მიიღო და ჯამში 273 ქულით ევროპის ჩემპიონი გახდა.
შეფილდში მიმდინარე ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა, აგრეთვე, საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა – ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ.
იმავე დღეს, 17 იანვარს მეექვსე ადგილი დაიკავეს რიტმულ ცეკვებში საქართველოს ნაკრების წევრებმა დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა, რომლებმაც თავისუფალი პროგრამა წარადგინეს. წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილზე იყო და ეს პოზიცია გაიუმჯობესა.
ნიკა ეგაძის მოკლე პროგრამა:
ნიკა ეგაძის თავისუფალი პროგრამა:



