ჯანმრთელობარჩევები

რა არის ომესამი და როგორ შეიძლება დაგვეხმაროს ბავშვებში ADHD-სთან გამკლავებაში

ომეგა-3-ის, როგორც ნუტრიცული დანამატის, სასარგებლო თვისებები ყველასთვის ცნობილია, თუმცა, რადგან ის ძირითადად თევზის ქონში გვხვდება, მისი მოხმარება, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის, შეიძლება არასასურველი იყოს. ომესამი ბავშვებისთვის ომეგა-3-ის უფრო მიმზიდველ და არომატულ ვარიანტს გვთავაზობს.

როგორც ომესამის ოფიციალურ ვებგვერდზე არის აღნიშნული, მისი პროდუქტები შეიცავს მაღალი ხარისხის კონცენტრირებულ ზღვის თევზის ქონს, შესაბამისად, სასარგებლო ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს.

ომესამი სხვადასხვა ფორმით შეიძლება შეგვხვდეს ფარმაცევტულ დახლებზე, მათ შორის, პსპ-ს სააფთიაქო ქსელში, მაგალითად: ომესამი ჟელი, ჯუნიორი, კარდიო, სიროფი, ომესამი D3 1000 და სხვა.

ამ პროდუქტებიდან სპეციალურად ბავშვებისთვის იწარმეობა ომესამი ჯუნიორი დასაღეჭი კაფსულებით, ასევე ომესამი სიროფი, რომელსაც ჟოლოს გემო აქვს ან ომესამი ჟელი – ჟელიბონის მსგავსი ფაქტურის მქონე პროდუქტი. 

პრეპარატის გამოყენების სასარგებლო შედეგები შეინიშნება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ტვინისა და მხედველობის ფუნქციებზე, ზოგადად, იმუნურ სისტემაზე. მისი გამოყენება ასევე შეიძლება რევმატოიდული დაავადებების ან სახსრების და სხვა ანთებითი პროცესების დროს.

ომესამი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე, ამიტომ გთავაზობთ ბავშვებისთვის განკუთვნილი პროდუქტების მიღებისა და დოზირების ინსტრუქციას:

  • ომესამი ჯუნიორი 6 წელზე უფროსი ბავშვებისთვის – მიიღეთ დღეში ერთი კაფსული.
  • ომესამი სიროფი 1 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებულია 2,5 მლ; 1-7 წლამდე ბავშვებისთვის კი – 5 მლ; ხოლო 7 წლის და უფროსი ასაკისთვის მიიღეთ 10 მლ.
  • ომესამი ჟელი 3-6 წლამდე ბავშვებისთვის – დღეში 1-2; 6-12 წლამდე ბავშვებისთვის – 1-3; ხოლო 12 წლისა და უფროსი ბავშვებისთვის – 1-5.

დოზის გადაჭარბება და მოხმარების გახანგრძლივება არ არის რეკომენდებული. მედიკამენტის შესაძლო გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები ძირითადად მსუბუქი სახისაა.

რა არის ADHD და რა სიმპტომები აქვს მას?

ADHD, იგივე ყურადღების დეფიციტის/ჰიპერაქტივობის დარღვევა, ძირითადად აწუხებთ ბავშვებს, თუმცა ის შეიძლება გახანგრძლივდეს ზრდასრულ ასაკშიც. ADHD – აერთიანებს სხვადასხვა განგრძობით სიმპტომებს, რაც ხელს უშლის მის მქონე პირს ყოველდღიურ ცხოვრებაში. პრობლემები დაკავშირებულია ყურადღების გაფანტულობასთან, ჰიპერაქტიუობასა და იმპულსურ ქმედებებთან. ADHD ძირითადად დიაგნოზად ყალიბდება ადრეულ ასაკში, 12 წლამდე ბავშვებში.

ADHD-ის დიაგნოზირება მარტივი არ არის, ამიტომ რეკომენდებულია ექიმთან საფუძვლიანი კონსულტაცია. ADHD-ის სიმპტომები სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს. ზოგს უფრო ძლიერად აქვს გამოხატული ყურადღების დეფიციტთან დაკავშირებული სიმპტომები, ზოგს კი – ჰიპერაქტიურობისა და იმპულსურობის სიმპტომები. ყურადღების დეფიციტის მთავარი სიმპტომებია, მაგალითად: ყურადღების ადვილად გაფანტვა; რაღაცების ადვილად დავიწყება ან ნივთების კარგვა; შრომატევადი საქმეების ბოლომდე არშესრულება. ჰიპერაქტიურობისა და იმპულსურობის ნიშნებია, მაგალითად: მოუსვენრობა განსაკუთრებით მშვიდ და წყნარ გარემოში; გადაჭარბებული საუბარი; კონცენტრირების შეუძლებლობა სხვადასხვა საქმის კეთებისას.

შეიძლება ამ სიმპტომების მოკლე ჩამონათვალზე ბევრი თქვენი ნაცნობი ბავშვი გაგახსენდათ, თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ მათ ყველას ADHD აქვთ. სიმპტომები შეიძლება სრულიად ნორმალური იყოს გარკვეული ასაკის ბავშვებისთვის, ასევე, მსგავსი სიმპტომები შეიძლება ADHD-ის მაგივრად ჯანმრთელობის სხვა პრობლემებით იყოს გამოწვეული. ADHD-ის არსებობის გონივრული ეჭვის შემთხვევაში შემდგომი სამოქმედო გეგმა ყოველთვის უნდა იყოს სპეციალისტთან კონსულტაცია.

ADHD-ის მკურნალობისთვის სპეციალისტმა შეიძლება დანიშნოს სხვადასხვა მედიკამენტი და თერაპია. ერთ-ერთი თერაპიული კომპონენტი შეიძლება იყოს ბავშვის კვების რაციონი. ზოგადად, რეკომენდებულია კვების მონიტორინგი სიმპტომებთან ერთად, რომ თქვენს ექიმს უფრო ვრცელი ინფორმაცია ჰქონდეს. ჯანსაღ დიეტასთან ერთად შეიძლება, ასევე, დაინიშნოს კვებითი დანამატები, როგორიც არის ომეგა-3.

როგორ გვეხმარება ომესამი ADHD-სთან გამკლავებაში

უშუალოდ ADHD-ის სიმპტომების დასაძლევად წარმოებულ მედიკამენტებს ვერ ჩავანაცვლებთ ომესამით, თუმცა როგორც დანამატი საშუალება, ის სასარგებლოა სიმპტომების დამარცხებაში მოსახმარებლად.

ომეგა-3-ის გამომუშავება ჩვენს ორგანიზმს თავისით არ შეუძლია, მისი მიღება დამოკიდებულია ჩვენს კვებაზე. ომეგა-3, მიღების შემდეგ, ვრცელდება და უერთდება უჯრედებს სხეულის სხვადასხვა ქსოვილში, განსაკუთრებით მარაგდება თვალების, ტვინისა და გულის უჯრედული ქსოვილები. ომეგა-3 უჯრედებში მის მსგავს მოლეკულებთან შედის კონკურენციაში, რომ უფრო მიიპყროს უჯრედის ყურადღება. ამ პროცესის შედეგად უჯრედების კომუნიკაცია უფრო დაბალანსებული ხდება. ფართო მასშტაბით კი ის მთელი სხეულის სიჯანსაღეს უწყობს ხელს.

სხვადასხვა კვლევა გვაუწყებს, რომ ომეგა-3 ახალისებს ტვინის ქსოვილში ნეირომედიატორების (ერთგვარი შიკრიკი ტვინის უჯრედებს შორის) ფუნქციას. დაუბალანსებელმა ნეირომედიატორებმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სახის, როგორც შედარებით მსუბუქი, ისე საკმაოდ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები. ერთ-ერთი ნეირომედიატორი არის დოფამინი.

დოფამინთან დაკავშირებული უჯრედების ქსელი და მათი საკომუნიკაციო გზები დოფამინის მოლეკულებს იყენებენ შესაბამისი ფუნქციონირებისთვის. დიდ მასშტაბზე ისინი განკარგავენ ჩვენს განწყობას, მოტორულ ფუნქციებს და ყურადღებას. ომეგა-3 მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტვინის ქსოვილში იმ უჯრედების განვითარებასა და გადარჩენაში, რომლებიც დოფამინს იყენებენ. ზოგი კვლევის მიხედვით, მკვეთრი კავშირი ვლინდება ADHD-ის სიმპტომებსა და დოფამინური ინტერაქციების ქსელს შორის. ომესამი (ომეგა-3) მართალია უშუალოდ დოფიმინით არ ამარაგებს ჩვენი ტვინის უჯრედებს, თუმცა ის აუმჯობესებს დოფამინის „სამუშაო გარემოს“ და შეიძლება მისი გამოყენება სასარგებლო გამოდგეს ADHD-ის სიმპტომების დაძლევაში.

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close