
საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა, რომელსაც კონკურსზე ლუ დელეზი (Lou Deleuze) წარმოადგენდა.
ფრანგმა კონკურსანტმა შეასრულა სიმღერა Ce Monde და ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა და 248 ქულით გაიმარჯვა.
საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მესამე ადგილზე გავიდა. ანიტა აბგარიანმა ჟიურისგან 121 ქულა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 55 (მთლიანობაში 176 ქულა).
მეორე ადგილი კი უკრაინამ დაიკავა – სოფია ნერსესიანმა შეასრულა სიმღერა „Motanka“ და 177 ქულა დააგროვა (98+79).
საბავშვო ევროვიზიას საქართველომ მეორედ უმასპინძლა. კონკურსში 18 ქვეყანა მონაწილეობდა.
საქართველო საბავშვო ევროვიზიის 4-გზის გამარჯვებულია, ისევე როგორც (ახლა უკვე) საფრანგეთი.
მოუსმინეთ ლუ დელეზის საკონკურსო სიმღერას, რომელმაც მას გამარჯვება მოუტანა:
ანიტა აბგარიანი მე-15 ნომრად წარდგა მაყურებლის წინაშე.
ნახეთ ანიტას შთამბეჭდავი გამოსვლა საბავშვო ევროვიზიის სცენაზე:
ნუცა ყაველაშვილი




კომენტარები