ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 24 – 30 ნოემბერი

ამ კვირაში ცაზე ექვსი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ყალიბდება. 23-24 ნოემბერს მზე პლუტონთან სექსტილშია, რაც ენერგეტიკული პოტენციალის, ფიზიკური ძალის, გამძლეობისა და პროდუქტიულობის გამაძლიერებელი ფაქტორია. ამ ასპექტის ზეგავლენის ქვეშ მყოფ ადამიანებს შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ სპორტულ შეჯიბრებებსა და ბიზნესში.
24-25 ნოემბერს – მერკური-ვენერას შეერთება სოციალურად ორიენტირებული ასპექტია, რომელიც გონებასა და გრძნობებს აკავშირებს. სიყვარული შესაძლებელია მხოლოდ გონების მიერ შეფასებისა და მოწონების შემდეგ, წინააღმდეგ შემთხვევაში გრძნობები იბლოკება. ეს შესანიშნავი დროა მხატვრული და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ეს ასპექტი ხელს უწყობს ბიზნესს, ფინანსურ ოპერაციებს და ყველაზე მომგებიანი შესაძლებლობების ძიებას.
26-27 ნოემბერს ვენერა-იუპიტერის ტრინი, სიკეთის მომტანი პლანეტების ჰარმონია, ხელს უწყობს ახალი, მნიშვნელოვანი ჰორიზონტის გახსნას. უპირველეს ყოვლისა, სიყვარული და პარტნიორობა შეიძლება განვითარდეს და აყვავდეს. ამ ასპექტის გავლენით რომანტიკული შეხვედრა, პირველი პაემანი და ქორწილი მომავალში წარმატებულ განვითარებასა და კეთილდღეობას გვპირდება. იგივე ეხება ბიზნესპროექტების დაწყებასაც.
26-27 ნოემბერს ვენერა-სატურნის ტრინი ხელს უწყობს გრძნობების სიღრმესა და სიმკაცრეს, ასევე სიყვარულში ერთგულებას. ფინანსურ და ქონებრივ საკითხებში დომინირებს მომჭირნეობა, ეკონომიურობა და დაზოგვისკენ მიდრეკილება, ვიდრე ხარჯვა.
30 ნოემბერი, ვენერა-ურანის ოპოზიცია – ამ ასპექტმა შეიძლება გამოიწვიოს გრძნობების ხანმოკლე აფეთქება, ერთი ნახვით სიყვარული და წარმავალი ვნებები. ასევე 30 ნოემბერს, ვენერა-ნეპტუნის ტრინი სიმბოლურად გამოხატავს მიწიერ და ზეციურ სიყვარულს შორის ჰარმონიას. აშკარაა იდეალური სიყვარული, სინაზე, მზრუნველობა და თანაგრძნობა. ამ ასპექტს ასევე შეუძლია ხელოვნებისადმი გატაცების გაღვივება.
ვენერა კვირის ექვსი ასპექტიდან ხუთშია ჩართული. ამან შეიძლება მთელ კვირას განსაკუთრებული ელფერი შესძინოს, ხაზი გაუსვას სიყვარულის, პარტნიორობისა და ფინანსური შესაძლებლობების თემებს.
ვერძი
ამ კვირაში შესაძლოა სამსახურში თქვენი ინიციატივა მიიღონ, თუმცა ყურადღებით იყავით დეტალების მიმართ – სწრაფი პასუხები მნიშვნელოვანია, მაგრამ აჩქარება მხოლოდ ზედმეტ უსიამოვნებას შექმნის. მნიშვნელოვანი დოკუმენტები მოაწესრიგეთ და ნუ გადადებთ ამ კვირაში გადასაჭრელ პრობლემებს. სამწუხაროდ, ისინი თავისით არ გაქრებიან.
პირად ცხოვრებაში შანსია, დიდი ხნის განმავლობაში გადადებული დიალოგი შედგეს, გულწრფელობა თქვენი მეგობარი იქნება. ჯანმრთელობას რაც შეეხებს, ნუ უგულებელყოფთ მცირე დაღლილობასაც კი – თქვენს სხეულს დასვენება სჭირდება.
სასიკეთო დღეები: 27, 30.
არასასიკეთო დღე: 28.
კურო
ამ კვირაში თქვენი შემოსავალი შეიძლება სტაბილური იყოს, მაგრამ ხარჯები კონტროლს მოითხოვს. თუ რაიმეს შეძენას ან ინვესტიციას გეგმავდით, ახლა დროა შეაფასოთ რისკები და სარგებელი. ოთხშაბათს დაწყებული პროექტები წარმატებული იქნება, არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა. ინტელექტუალური ძალისხმევა და ინფორმაციასთან მუშაობა განსაკუთრებულ წარმატებას მოგიტანთ. ხუთშაბათს შესაძლოა ზედმეტად ფიცხი და გაღიზიანებული იყოთ, რამაც შეიძლება გააფუჭოს თქვენი კომუნიკაცია მეგობრებთან.
რომანტიკულ ურთიერთობებში იყავით მოქნილი, განსაკუთრებით, თუ თქვენი პარტნიორი ან საყვარელი ადამიანი თქვენს ყურადღებას ითხოვს – პატარა ჟესტმაც კი შეიძლება კავშირი გაამყაროს.
სასიკეთო დღეები: 24, 25.
არასასიკეთო დღე: 29.
ტყუპი
ეს კვირა ახალ იდეებს და მოულოდნელ შთაგონებას გთავაზობთ. შესაძლოა წარმოიშვას განათლებასთან ან მოკლე მოგზაურობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ კვირაში შეგიძლიათ გადახედოთ თქვენს პრიორიტეტებს და არსებული რეალობიდან გამომდინარე, უფრო სწორად დაალაგოთ. სამსახურში სასარგებლოა ჩარჩოებიდან გასვლა: არატრადიციული მიდგომა მენეჯმენტის ყურადღებას მიიპყრობს. შეგიძლიათ მარტივად გადააბაროთ ზოგიერთი ნაკლებად მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა სხვებს, რათა ესოდენ საჭირო დრო და ენერგია გამოგითავისუფლდეთ. ეცადეთ, შეინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე და შეასრულოთ მხოლოდ ის ვალდებულებები, რომლებსაც ნამდვილად თქვენად მიიჩნევთ.
პირად ცხოვრებას რაც შეეხება, მეგობართან საუბარმა შეიძლება ახალი პერსპექტივა გაგიხსნათ. დააკვირდით თქვენს ნერვულ სისტემას – გარემოს შეცვლა სიმშვიდეს მოგიტანთ.
სასიკეთო დღეები: 24, 29.
არასასიკეთო დღე: 26.
კირჩხიბი
ამ კვირაში გარემოებები შეიძლება მოითხოვდეს, რომ კონცენტრირებული იყოთ და ახლებურად აზროვნებდეთ. ეცადეთ, გადაჭარბებულად არ შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები, რადგან თქვენი პარტნიორები შესაძლოა უფრო ძლიერ პოზიციაში იყვნენ. ახლა კომპრომისზე წასვლის დროა. კვირის ბოლოს დაძლიეთ სიზარმაცე და ნუ გაუშვებთ ხელიდან წარმატების შანსს.
შაბათ-კვირას მარტოობის ან საოჯახო საქმეების გადაფასების მოთხოვნილება გექნებათ. სახლი და საყვარელი ადამიანები მნიშვნელოვან დასაყრდენად იქცევიან – შესაძლოა რემონტის დაგეგმვა, ოჯახური ცხოვრების გადახედვა ან საყვარელი ადამიანის დახმარება.
სასიკეთო დღეები: 27, 30.
არასასიკეთო დღე: 29.
ლომი
ეს კვირა საინტერესო მომენტებს გპირდებათ: შესაძლოა საჯარო როლი შემოგთავაზონ, ან შეიძლება თქვენი ნიჭის დემონსტრირება მოგინდეთ. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა თქვენი ნიჭის ან ლიდერობის დემონსტრირებისთვის. ურთიერთობებში სასარგებლოა მაყურებლის როლიდან გამოსვლა და ინიციატივის საკუთარ თავზე აღება, რაც ნაყოფს გამოიღებს. სამსახურში მოერიდეთ უეცარი ნაბიჯების გადადგმას, უმჯობესია წინ წახვიდეთ თქვენთვის ყველაზე კომფორტული ტემპით. ნუ მიიღებთ ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად და მოერიდეთ სიტუაციების დრამატიზებას როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში.
ვარსკვლავები იმპულსური ხარჯებისგან თავის შეკავებას გირჩევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მომენტალური აღელვება არასაჭირო ხარჯებად გადაიქცევა. უმჯობესია, შაბათ-კვირა სახლში, ოჯახთან ერთად გაატაროთ.
სასიკეთო დღეები: 25, 30.
არასასიკეთო დღე: 28.
ქალწული
ქალწულებისთვის 2025 წლის 24-30 ნოემბრის პერიოდი შეიძლება შინაგან დისციპლინას და ანალიზს მოითხოვდეს. დოკუმენტაციასთან და დეტალებთან მუშაობა უმნიშვნელოვანესი იქნება. თუ დაუმთავრებელი საქმეები გაქვთ, მოაწესრიგეთ ისინი. სამსახურში დიდი ხნის დაგეგმილი პროექტები სრულდება. თქვენი უნარი, სწრაფად შეაფასოთ სიტუაცია და მისი კონტროლი ხელში აიღოთ, ყველას გულწრფელ აღფრთოვანებას დაიმსახურებს. კვირის მეორე ნახევარი უფრო მშვიდი იქნება. შესაძლოა შორეული ნათესავებისგან დიდი ხნის ნანატრი ამბები მიიღოთ. ნუ იტყვით უარს მეგობრების სტუმრად მიწვევაზე.
სასიყვარულო სფეროში ვარსკვლავები გპირდებიან მნიშვნელოვან და გულწრფელ საუბარს, რომელიც დიდი ხანის წინ უნდა გამართულიყო, მაგრამ გადადეთ. მოთმინებით მოეკიდეთ თქვენს პარტნიორს: თქვენი ჩვეული სკრუპულოზურობა შეიძლება კრიტიკად აღიქმებოდეს.
სასიკეთო დღეები: 24, 28.
არასასიკეთო დღე: 27.
სასწორი
ამ კვირის დასაწყისი საკმაოდ დატვირთული იქნება, მაგრამ შაბათ-კვირისთვის აურზაური ჩაცხრება და შეძლებთ, მაქსიმალურად დაისვენოთ კარგ კომპანიაში. ორშაბათს შესაძლოა ფუჭი საუბრების სიმრავლემ შეგაწუხოთ, ყურადღება მიაქციეთ თქვენს ნათქვამ თითოეულ წინადადებას, ირგვლივ მყოფები შეიძლება ზედმეტად მგრძნობიარენი იყვნენ თქვენი სიტყვების მიმართ, მაშინაც კი, თუ ვინმეს შეურაცხყოფა აზრადაც არ გაგივლიათ. ნუ უგულებელყოფთ კოლეგების მოსაზრებებს, თუ სწრაფი კარიერული წინსვლა გსურთ.
შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც გააფართოებს თქვენს ჰორიზონტს ან ახალი პროექტისთვის შთაგონებას მოგცემთ. სხვადასხვა ადამიანთან საერთო ენის პოვნის უნარი წარმატებას მოგიტანთ როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში. ფინანსურად შესაძლებელია პატარა, მაგრამ სასიამოვნო საჩუქრები ან მოულოდნელი ბონუსები. სიყვარულში იყავით პროაქტიული და თქვენი გრძნობების გამოხატვისა ნუ შეგეშინდებათ.
სასიკეთო დღეები: 26, 27.
არასასიკეთო დღე: 30.
მორიელი
ამ კვირაში პრობლემების უმეტესობა თავისით მოგვარდება და ბევრი რამ მაშინვე გამოსწორდება. წარმატებული მოგზაურობა სავარაუდოა, ხოლო შეხვედრები სასიამოვნო იქნება. ოთხშაბათს შესაძლოა თქვენი ფარული შესაძლებლობები გამოვლინდეს. ხუთშაბათი რადიკალური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას გპირდებათ. პარასკევს შესაძლოა მოულოდნელად საინტერესო იდეები წარმოიშვას. ეცადეთ, ისინი პირდაპირ არ უგულებელყოთ, რადგან ზოგიერთი მათგანი შეიძლება სასარგებლო იყოს.
თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება, მაგრამ მოერიდეთ გაუაზრებლად რამის ყიდვას – მაგ., რაიმე პროდუქტის ან ნივთის ყიდვას მხოლოდ იმიტომ, რომ ფასდაკლებაა, თუმცა რეალურად სულაც არ გჭირდებათ. პირად ცხოვრებაში ენდეთ თქვენს ინტუიციას, ის სწორი გადაწყვეტილების მიღებამდე მიგიყვანთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ თქვენს შვილებს, მათ თქვენი რჩევა და მხარდაჭერა სჭირდებათ.
სასიკეთო დღეები: 26, 28.
არასასიკეთო დღე: 29.
მშვილდოსანი
ეს კვირა მშვილდოსნებისთვის ახალი აღმოჩენებისა და თავგადასავლების დროა. შესაძლოა მოგზაურობა დაგეგმოთ ან სრულიად ახალი პროფესიის შესწავლა დაიწყოთ. სამსახურში ნუ შეგეშინდებათ ჩარჩოებიდან გამოსვლისა – ეს წარმატებას მოგიტანთ. თუ ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ, რომ თქვენი ფინანსები სანდო ხელში აღმოჩნდება, ნუ განახორციელებთ საეჭვო ინვესტიციებს. ეცადეთ, არ დააგვიანოთ, შეასრულეთ თქვენი ვალდებულებები და იყავით პუნქტუალური. ოთხშაბათს თითქმის ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარებას შეძლებთ. პარასკევს ღირს, მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და ოჯახს.
სიყვარულში გამოიჩინეთ მსუბუქი დამოკიდებულება და იუმორის გრძნობა, ეს თქვენს ურთიერთობებს გააძლიერებს და სილაღეს შესძენს.
სასიკეთო დღეები: 26, 28.
არასასიკეთო დღე: 24.
თხის რქა
ამ კვირაში საოცარი შეხვედრები და სახალისო ინციდენტები კალეიდოსკოპივით გაიხსნება, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოწყენილობამ შეგაწუხოთ. გამოიყენეთ ეს დრო და შანსი არა მხოლოდ გართობისთვის, არამედ ბიზნესისთვისაც. ბიზნესს შეგიძლიათ მომავლის საფუძველი ჩაუყაროთ: გრძელვადიანი პროექტი ან სერიოზული ვალდებულება. შეიძლება ბევრი სასარგებლო რჩევა მოისმინოთ. ახლა ნებისმიერი საინტერესო და უჩვეულო ღონისძიების ორგანიზებას შეძლებთ. ეს კარგი კვირაა მომგებიანი კონტრაქტების ხელმოწერისა და სამსახურის შესაცვლელად.
თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება, მაგრამ შესაძლებელია მოულოდნელი ხარჯები. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან, ეს თქვენს კავშირს გააძლიერებს. შაბათ-კვირას მიიღეთ ძველი მეგობრების მიწვევა, საქმე მოიცდის, მეგობრებთან კი კარგ დროს გაატარებთ, რაც განტვირთვასა და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
სასიკეთო დღეები: 27, 30.
არასასიკეთო დღე: 25.
მერწყული
ეს კვირა მერწყულს ახალ იდეებსა და შთაგონებას მოუტანს. თქვენი არატრადიციული აზროვნება განსაკუთრებით მოთხოვნადი იქნება, რაც ორიგინალური გადაწყვეტილებების პოვნაში დაგეხმარებათ. სამსახურში იყავით ღია თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. შესაძლებელია მცირე, მაგრამ სასიამოვნო ფინანსური მოგება. ხუთშაბათს და პარასკევს უმჯობესია თავი აარიდოთ ხანგრძლივ და საქმიან მოგზაურობებს, რადგან თქვენს მოლოდინებს არ გაამართლებს. კვირის ბოლოს ფრთხილად იყავით, თქვენ გარშემო შესაძლოა შურისა და ინტრიგების ტალღა აგორდეს – თავი შორს დაიჭირეთ საეჭვო ტიპებისგან. საყვარელ ადამიანთან იყავით გულწრფელი და გახსნილი, ეს თქვენი პარტნიორის უფრო ღრმად გაგებაში დაგეხმარებათ.
სასიკეთო დღეები: 26, 29.
არასასიკეთო დღე: 28.
თევზები
ვარსკვლავები თევზებს ჰარმონიისა და შინაგანი სიმშვიდის კვირას ჰპირდებიან. დრო დაუთმეთ თქვენს ჰობისა და შემოქმედებითობას. პროფესიულ ცხოვრებაში ყურადღება მიაქციეთ დეტალებს და მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას. შეეცადეთ, ნაკლები ილაპარაკოთ და უფრო მეტად მოუსმინოთ, კამათში მონაწილეობის დროსაც კი ნეიტრალური პოზიცია შეინარჩუნეთ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება, მაგრამ მოერიდეთ სარისკო წინადადებებს.
პირად ცხოვრებაში ენდეთ თქვენს ინტუიციას, ის ბედნიერებისკენ მიმავალ გზას გიჩვენებთ. კარგი იქნება, თუ შაბათ-კვირას სახლის ზოგადი დალაგებისთვის დროს გამონახავთ.
სასიკეთო დღეები: 25, 27.
არასასიკეთო დღე: 24.
თამთა გურული




კომენტარები