საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ – არ გამოგრჩეთ ფლორენციაში საქართველოს საკონსულოს გასვლითი მომსახურება!

იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური, ოლქის შემოვლის ფარგლებში, გეგმავს გასვლითი საკონსულო მომსახურების ორგანიზებას ქ. ფლორენციაში საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ტოსკანის რეგიონში ცხოვრობენ და დოკუმენტების მოწესრიგება სურთ (ჩამონათვალი იხ. ქვემოთ).
მოქალაქეთა მიღება გაიმართება კვირას, 2025 წლის 19 ოქტომბერს, 10:00-იდან 16:00 სთ-მდე.
მისამართი: Via dei Serragli 102 Firenze (სამრევლო ტაძრის დარბაზი)
შეხვედრაზე საკონსულოს წარმომადგენლები ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს (ცნობები, ბიომეტრიული პასპორტი, ელ. პირადობის მოწმობა, დასაბრუნებელი მოწმობა, დოკუმენტის თარგმანი და სხვა). მოქალაქეებს, ასევე, ექნებათ შესაძლებლობა საკონსულოს წარმომადგენლებს სამართლებრივ საკითხებზე გაესაუბრონ.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულოს:
ტელ.: +39 3338879123
ელ-ფოსტა: [email protected]
ვინაიდან 19 ოქტომბერი კვირა დღეა, საკონსულო რეკომენდაციას აძლევს მოქალაქეებს, მომსახურების საფასური წინასწარ გადაიხადონ.
პასპორტის და პირადობის ელექტრონული მოწმობის შემთხვევაში აუცილებელია წარადგინოთ პასპორტის 2 ფოტო (დაბეჭდილი და დისკზე ჩაწერილი).
იხილეთ მომსახურების შესაბამისი ქვითრები:
Nulla osta – ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ:
https://drive.google.com/…/1OuOhsPjx…/view…
დასაბრუნებელი მოწმობა:
https://drive.google.com/…/1uaeuQw…/view…
თარგმანი:
https://drive.google.com/…/1QokHqKUy5CwV8AUd06y…/view…
ბიომეტრიული პასპორტი:
https://drive.google.com/…/1_jehCv504CdIPsPSxr5…/view…
არასრულწლოვანის ბიომეტრიული პასპორტი:
https://drive.google.com/…/1UqoNmXlvetMPV44gaJN…/view…
პირადობის ელექტრონული მოწმობა:
https://drive.google.com/…/1z4Zr6dyB2uo1rcd1NqU…/view…
ცნობის გაცემა – სხვადასხვა:
კომენტარები