ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 22 – 28 სექტემბერი

ეს კვირა განსაკუთრებული მოვლენით იწყება: ორშაბათს (22 სექტემბერი) შემოდგომის ბუნიობის დღეა. ამ თარიღის შემდეგ მზე ციური სფეროს ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან სამხრეთ ნახევარსფეროში გადავა და მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ღამე დღის სინათლეზე გრძელი იქნება. ამ დღეს შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ ყველაფრისგან გათავისუფლებაზე, რაც ხელს გვიშლის და ენერგიას გვაცლის, როგორიცაა დაავადებები, ფუჭი ურთიერთობები და ა. შ. ნუ ელით მაღალ პროდუქტიულობას, ეს დრო უფრო ძალების აღდგენისთვისაა.

უფრო დეტალურად, ასტროლოგები აცხადებენ, რომ ამ კვირაში ცაზე ოთხი მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ყალიბდება. გასულ კვირაში, 18-19 სექტემბერს, მერკურმა ნეპტუნთან ოპოზიციის წერტილი და ურანთან და პლუტონთან ტრინი გაიარა – შედეგად, ერთდროულად ციური გავლენის უკიდურესად წინააღმდეგობრივი სურათი ჩამოყალიბდა.

ამ კვირაში, 23-24 სექტემბერს, მზე იმავე წერტილს გაივლის და იმავე ასპექტებით (ნეპტუნთან ოპოზიცია და ურანთან და პლუტონთან ტრინი). ამან შეიძლება შექმნას ისეთივე ბუნდოვანი სიტუაცია იმ ადამიანების ენერგიისა და სწრაფვებისთვის, რომლებზეც შეიძლება ამ ასპექტებმა იქონიოს გავლენა. პირადი თავისუფლებისა და შემოქმედების მოთხოვნილება შეიძლება დეზორიენტირებული იყოს ილუზიებით, ამიტომ შესაძლოა ქმედებები არასწორი მიმართულებით განხორციელდეს. შეიძლება აქტუალური გახდეს ძალაუფლების, გავლენისა და ფიზიკური განვითარების თემები – არსებობს შანსი, დაამყაროთ პირადი სპორტული რეკორდები ან მოიგოთ შეჯიბრებები. კარგი დროა გამომგონებლების შემოქმედებისა და ფანტაზიისთვის, საინჟინრო მიღწევებისა და სამეცნიერო აღმოჩენებისთვის.

 24 სექტემბერი, მარსი-პლუტონის კვადრატი – ეს ასპექტი დაკავშირებულია ენერგიის მატებასთან იმ ადამიანებში, რომლებზეც შეიძლება ამ ასპექტმა გავლენა მოახდინოს. იმდენი ენერგიის გენერირება შეიძლება, რომ მთავარი პრობლემა შეიძლება იყოს კითხვა, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს სწორად და საით უნდა მიმართოთ ეს ენერგია. გამოუყენებელი ენერგიის ნაკადი შეიძლება აგრესიად, ექსტრემალურ ქცევად გარდაიქმნას, რომელსაც შესაძლოა ტრავმა მოჰყვეს. ჭარბი ენერგიის დახარჯვა რეკომენდებულია სპორტულ დარბაზებში, სპორტულ შეჯიბრებებსა და ინტენსიურ ფიზიკურ შრომაში.

სასარგებლოა, ასევე, ისეთ აქტივობებში ჩართვა, რომლებიც ხელს უწყობს გონების გაწმენდას და სტაბილურობის აღდგენას. მედიტაცია, ბუნებაში სეირნობა და საყვარელ ადამიანებთან მშვიდი საუბრები – ეს ყველაფერი საუკეთესო პრაქტიკებია. ეს კვირა მოითხოვს საკუთარ თავზე ზრუნვას, პრიორიტეტების გარკვევას და მზადყოფნას, თავიდან მოიშოროთ ის, რაც ხელს გიშლით. ახლა ის დროა, რომ პოზიტივით აღიდგინოთ ძალები.

ვერძი

სასურველი იქნება, თუ ზომიერად შეაფასებთ თქვენს მონდომებას და მეტ ყურადღებას მიაქცევთ საქმიან პროექტებს. გადაჭარბებულმა აჩქარებამ შეიძლება სერიოზული ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. უმჯობესია ყველაფერი აუჩქარებლად, მაგრამ კარგად გააკეთოთ, ვიდრე სწრაფად, მაგრამ დაუდევრად. ნუ მოგერიდებათ, აქტიურად დაიცვათ თქვენი უფლებები და თავდაჯერებულად იმოქმედოთ, რადგან თქვენი ქმედებები თქვენს სურვილებს ასახავს. გაიარეთ კონსულტაცია კოლეგებთან, მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან. პარასკევს მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება გავლენას მოახდენს თქვენს მომავალზე, მაგრამ მისი დადებითი გავლენის უზრუნველსაყოფად მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გასწიოთ.

შაბათ-კვირას საყვარელი ადამიანებისგან სასიამოვნო სიურპრიზებს ელოდეთ.

სასიკეთო დღეები: 22, 27.

არასასიკეთო დღე: 25.

კურო

ამ კვირაში შესაძლოა მკვეთრად გაიზარდოს თქვენი კონტაქტების რაოდენობა და ინფორმაციით დაიტვირთოთ. ამან შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს, რადგან ყველაფრის ნდობა სარისკოა. მოგიწევთ შუალედური პოზიციის პოვნა. ოთხშაბათს შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. უნდა ელოდოთ მომგებიან შეთავაზებებს ან ძველი კავშირების საშუალებით შემოსავლის გაზრდის შანსს. ურთიერთობებში შესაძლებელია მსუბუქი ეჭვიანობა, მაგრამ ეს მხოლოდ თქვენს გრძნობებს გააძლიერებს. ყურადღება მიაქციეთ დიეტას – თქვენს ორგანიზმს სჭირდება მსუბუქი, მაგრამ ნოყიერი საკვები.

შაბათ-კვირას ეცადეთ, ძველი და არასაჭირო ნივთები მოიშოროთ.

სასიკეთო დღეები: 22, 24.

არასასიკეთო დღე: 25.

ტყუპი

ეს კვირა კომუნიკაციით იქნება გამორჩეული. გექნებათ ბევრი შეხვედრა, დისკუსია და შეთანხმება. ახალი ნაცნობობა შეიძლება პერსპექტიული აღმოჩნდეს არა მხოლოდ სამსახურისთვის, არამედ პირადი ცხოვრებისთვისაც. მთავარია, თავი აარიდოთ ნაჩქარევი დაპირებების მიცემას. ორშაბათი და ოთხშაბათი შეიძლება საკმაოდ იმპულსური დღეები აღმოჩნდეს, მაგრამ თქვენი მხრიდან გარკვეული ძალისხმევის შემთხვევაში ყველაფერი კარგად დასრულდება. ხუთშაბათს წარმატება ელოდება მათ, ვინც შემოქმედებით საქმიანობაშია ჩართული. ეცადეთ, გარკვეული დრო დაუთმოთ ჰობის – ეს დაგეხმარებათ ენერგიის აღდგენაში.

კარგი იქნება, შაბათ-კვირას მეტი დრო გაატაროთ ოჯახთან ერთად. კვირას კარგ ამბებს ელოდეთ.

სასიკეთო დღეები: 25, 26.

არასასიკეთო დღე: 24.

კირჩხიბი

ამ კვირაში სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ. ღირს ახალ სფეროში სწავლის შესაძლებლობის გამოყენება, ინიციატივის გამოჩენა თქვენი წარმატების უზრუნველსაყოფად. ეცადეთ, თავი აარიდოთ ხელმძღვანელების მხრიდან ზედმეტი ყურადღების მიპყრობას. აკონტროლეთ თქვენი ამბიციები; ინტუიცია დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ურთიერთობებში მოთმინება გამოიჩინეთ. კვირის ბოლოსკენ ბავშვებმა შეიძლება თავიანთი პრეტენზიები გამოთქვან. უფრო მეტიც, რაც უფრო უფროსია ბავშვი, მით უფრო მეტი პრეტენზია ექნება. მოგიწევთ თქვენი ზოგიერთი პრინციპის გადახედვა და გარემომცველ რეალობაზე აღქმის შეცვლა.

შაბათ-კვირა შესაფერისია საყოფაცხოვრებო საკითხების გადასაჭრელად, მაგ. რემონტისთვის.

სასიკეთო დღეები: 23, 28.

არასასიკეთო დღე: 24.

ლომი

ამ კვირაში შეიძლება გადამწყვეტი და აქტიური ქმედებების განხორციელება დაგჭირდეთ, განსაკუთრებით საქმიან სფეროში. თქვენი ინტელექტი და ახალი ცოდნის შეძენის სურვილი დიდად შეუწყობს ხელს თქვენს პროფესიულ ზრდას. კოლეგებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობები წარმატებული იქნება და კონფლიქტის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. კვირის ბოლოს სასურველია ქალაქგარეთ გასვლა ან მოკლე მოგზაურობა, რათა დაისვენოთ და ენერგია აღიდგინოთ. უფრო ხშირად წადით კომპრომისზე და წვეულების სული და გული დიდი ძალისხმევის გარეშე გახდებით.

შაბათ-კვირას გექნებათ შანსი, საყვარელი ადამიანები თქვენი იდეებით მოხიბლოთ.

სასიკეთო დღეები: 22, 25.

არასასიკეთო დღე: 26.

ქალწული

კვირის დასაწყისში შესაძლოა ბევრი საზრუნავი გქონდეთ და უმნიშვნელო, მაგრამ არც ისე სასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ, თუმცა რაც უფრო მეტ მხარდაჭერას გაუწევთ გაჭირვებულებს, მით უფრო პოზიტიური იქნება ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში. სამსახურში ახალი მიდგომების დანერგვა კარგი შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ. ოთხშაბათიდან მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაითვალისწინოთ და ყურადღებით დაგეგმოთ საქმეები. მოერიდეთ კონფლიქტებს და ენდეთ თქვენს ინტუიციას. სასურველი შედეგის მიღწევამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა, ამიტომ დროს ნუ დაკარგავთ და იზრუნეთ ყველაზე სასწრაფო საკითხის მოგვარებაზე. პარასკევი იდეალურია პაემნისთვის ან მეგობრებთან შეხვედრისთვის.

შეეცადეთ, შაბათ-კვირა ბუნებაში გაატაროთ – საუკეთესო დასვენება და განტვირთვა იქნება. სეირნობა და მეტი ძილი სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.

სასიკეთო დღეები: 23, 26.

არასასიკეთო დღე: 22.

სასწორი

ამ კვირაში წარმატება ელის მათ, ვინც შრომისმოყვარეა. მოერიდეთ დაპირებებს, რომელთა შესრულებაც რთულია. ყურადღება უნდა გაამახვილოთ საკითხის ფინანსურ მხარეზე და უფრო ახლოს დააკვირდეთ, ვინ არიან თქვენ გარშემო: გულუხვი თუ ძუნწი ადამიანები. შესაძლოა, გზად არაერთი დაბრკოლება შეგხვდეთ, მაგრამ მეგობრები დაგეხმარებიან მათ გადალახვაში. გამოიყენეთ თქვენი კომუნიკაბელურობა და ინტელექტი და ენდეთ ინსტინქტებს. ფრთხილად იყავით საზოგადოებრივ ტრანსპორტში შესაძლო ქურდობის გამო. პირად ცხოვრებაში ჰარმონია დაბრუნდება და შესაძლებელია სასიამოვნო პაემნები.

შაბათ-კვირას ეცადეთ, თავი აარიდოთ არასაჭირო ხარჯებს.

სასიკეთო დღეები: 23, 26.

არასასიკეთო დღე: 24

მორიელი

ამ კვირაში კარგად უნდა დაფიქრდეთ და გააანალიზოთ სიტუაცია. ზოგჯერ საკმაოდ მოწესრიგებულ ცხოვრებისეულ რუტინაში ქაოსის ელემენტების შეტანაც ღირს, – ასე უფრო საინტერესოა. სამსახურში აღიარება, პატივისცემა და ურთიერთგაგება გელით. მოემზადეთ მრავალი შეხვედრისა და სატელეფონო ზარისთვის. კოლეგები და თქვენი უფროსებიც კი მოგმართავენ რჩევის ან დახმარებისთვის. როგორც შეგიძლიათ, დაეხმარეთ, მაგრამ საკუთარ თავზე იმაზე მეტს ნუ აიღებთ, ვიდრე ძალა შეგწევთ. ახლობლებს თქვენი მზრუნველობა და ყურადღება სჭირდებათ.

შაბათ-კვირას ფრთხილად იყავით ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

სასიკეთო დღეები: 25, 28.

არასასიკეთო დღე: 26.

მშვილდოსანი

კარგი დროა თქვენი მდგომარეობის შესაფასებლად, საჩუქრების საყიდლად და ვალების დასაფარად; შესაძლოა სესხის ვადაზე ადრე დაფარვაც კი შეძლოთ. ნუ ჩაერთვებით სხვების პრობლემებში, უმჯობესია საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე გაამახვილოთ ყურადღება. რაიმე ახლის შესწავლა თავდაჯერებულობას შეგმატებთ. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, მოგზაურობები და საინტერესო შემოთავაზებები. შაბათი დღე მეგობრებთან ერთად ან სასიამოვნო გარემოცვაში გაატარეთ. ეცადეთ, რეალისტი იყოთ და საყვარელი ადამიანებისგან ზედმეტად ბევრს ნუ მოითხოვთ.

შაბათ-კვირას მოახერხეთ და დრო დაუთმეთ ფიზიკურ აქტივობას – სპორტი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

სასიკეთო დღეები: 25, 27.

არასასიკეთო დღე: 24.

თხის რქა

ამ კვირაში სამსახურსა და პირად ცხოვრებაში შეძლებთ ირგვლივ მყოფების ორგანიზებას საკუთარი მიზნების მისაღწევად. თუ სამსახურის შეცვლის შეთავაზებას მიიღებთ, განსაკუთრებით სამშაბათს, ნუ იჩქარებთ პასუხის გაცემას და კარგად დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა ეს. გახსოვდეთ, რომ ახლა ძლიერი პოზიცია გიკავიათ, ამიტომ ბევრი რამის მიღწევის ძალა გაქვთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ხუთშაბათისთვის გადადეთ, მიეცით საკუთარ თავს დრო, რომ კარგად დაფიქრდეთ. პირად ცხოვრებაში ყველაფერი მშვიდადაა, მაგრამ საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა არ დაგავიწყდეთ!

შაბათ-კვირას შეეცადეთ, ძალები აღიდგინოთ – ივარჯიშეთ ან გაერთეთ თქვენთვის სასურველ გარემოში.

სასიკეთო დღეები: 23, 26.

არასასიკეთო დღე: 25.

მერწყული

ეს კვირა კარგი დროა შედეგების შეჯამებისთვის, მათ შორის, შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების სახით. ექსპერიმენტები ახლა არასასურველია, უმჯობესია დადასტურებულ მეთოდები გამოიყენოთ. მოერიდეთ ახალ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებას; უფრო გონივრულია ძველი კავშირების გამოყენება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შემდეგ კვირამდე გადადეთ. ემოციები აკონტროლეთ, კამათი მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას. პირად ცხოვრებაში მცირე არასტაბილურობაა შესაძლებელი, ამიტომ მნიშვნელოვანია საუბრისას გულწრფელი და გახსნილი იყოთ.

შაბათ-კვირას არ დაგავიწყდეთ ფიზიკური აქტივობა – ის სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

სასიკეთო დღეები: 22, 26.

არასასიკეთო დღე: 24.

თევზები

ვარსკვლავები ამბობენ, რომ იღბალი მზადაა, თავისი კაშკაშა ღიმილი შემოგაგებოთ. თქვენთვის ახალი ჰორიზონტები გაიხსნება, შეძლებთ ახალი საზღვრების დაწესებას, პერსპექტიული გეგმების შემუშავებას და საიმედო პარტნიორების პოვნას, მაგრამ როდესაც სანუკვარ ოცნებებს ისრულებთ, გახსოვდეთ, რომ ბრმად არ უნდა მიჰყვეთ თქვენს სურვილებს, მათ შეიძლება გზას აგაცდინონ. წინააღმდეგობა გაუწიეთ ცდუნებებს, რომლებიც გელოდებათ. პირადი ურთიერთობები ჰარმონიულია.

შაბათ-კვირას მეგობრებთან ან დიდი ხნის უნახავ ახლობლებთან შეხვედრა სასიამოვნო მრავალფეროვნებას და სიახლეებს შემატებს თქვენს ცხოვრებას.

სასიკეთო დღეები: 24, 25.

არასასიკეთო დღე: 23.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close