საზოგადოებასაქართველო

თბილისის საპატიო მოქალაქე კიდევ 30 ადამიანი გახდა

თბილისობასთან დაკავშირებით თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 30 ადამიანს მიენიჭა.

საპატიო თბილისელები გახდნენ: ზურაბ თურმანიძე (ექიმი, ქირურგი, სამხედრო-სამედიცინო აკადემიის წევრი, კორესპოდენტი, იუნესკო-ს ხალხური მედიცინის ევროპის საერთაშორისო კომისიის წევრი); თინათინ მღვდლიაშვილი (პოეტი, მხატვარი); ჯენარო ქრისტესაშვილი (ექიმირეპროდუქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი); ნოდარ ჩხარტიშვილი (ბიოლოგი, მეცნიერი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი); ბაკურ კიღურაძე (არქიტექტორი, მეცნიერი); ოთარ გაბელაშვილს (ინჟინერი, სამთოგეოლოგი); გივი ჭიჭინაძე (ინჟინერი, მომღერალი, პოლიტიკოსი); თენგიზ გუგეშაშვილი (ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თოდუას კლინიკის თორაკო-აბდომინალური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი); გოგა პიპინაშვილი (თეატრისა და კინოს მსახიობი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დასის წევრი); თომზირ ცომაია (სპორტსმენი, ტანმოვარჯიშე); თინა მგალობლიშვილი (დიქტორი, მსახიობი); დავით ევგენიძე (კომპოზიტორი, პიანისტი); ზურა აბაშიძე (დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი); არჩილ გოგელია (მოფარიკავე, ჟურნალისტი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი); თეიმურაზ ჩიგოგიძე (ექიმი-უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი); ვლადიმერ (ვახტანგ) ვეფხვაძე (გამომცემელი, მეცენატი); გიორგი ბურჯანაძე (ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი); ლაუზ (რეზო) ჭანიშვილი (ქორეოგრაფი-ქორეოლოგი, მოცეკვავე, დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის საპატიო თავმჯდომარე); ნუგზარ კვაშალი (მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ანსამბლ „ივერიის“ სოლისტი, ანსამბლ „ხომლის“ წევრი); რომან (რომა) რცხილაძე (მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი); თინათინ ბუკია (ექიმი, პედაგოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი); ნოდარ მითაგვარია (ბიოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი); ნანული აბესაძე (მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი); მანანა თოდაძე (მომღერალი, მსახიობი); ნანული სარაჯიშვილი (კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი); ლეილა მუმლაძე (მუსიკოსი, პედაგოგი); თამაზ მოლაშვილი (მუსიკოსი, პედაგოგიური მოღვაწეობის 65-წლიანი სტაჟით); ნიკოლოზ შენგელაია (მხატვარი); მალხაზ დოლიძე (პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, ტექნიკურმეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი); ჯიმი ყიფიანი (იურისტი).

საპატიო თბილისელები სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დაჯილდოვდნენ – თბილისის მერმა, კახა კალაძემ თითოეულ მათგანს დედაქალაქის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადასცა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close