
იმ ფონზე, რომ პროდუქციის ფასები სტაბილურად იზრდება, რიგითი იტალიელი მომხმარებელი სულ უფრო ხშირად ეძებს, რომელ სუპერმარკეტებშია შესაძლებელი პროდუქციის ყიდვა გაცილებით იაფად, ისე რომ ხარისხი და შემადგენლობა იგივე იყოს.
ეს ისეთი მარტივი და ნათელი საკითხი არ არის, როგორც შეიძლება გეგონოთ. Altroconsumo-ს ახალი კვლევის თანახმად, წლიური ხარჯების ეკონომიამ შეიძლება წელიწადში 3700 ევრომდე მიაღწიოს 4-სულიანი ოჯახისთვის იმ შემთხვევაში, თუ სავაჭრო ობიექტებს სწორად აირჩევენ. Altroconsumo-ს 36-ე, ყოველწლიური კვლევა იტალიის 67 ქალაქში, 1150 ობიექტში (სუპერმარკეტები, ჰიპერმარკეტები და დისკაუნტერები) ჩატარდა დაახლოებით 1,6 მლნ ფასის ანალიზით და მოიცვა 125 სახეობის კვების პროდუქტი, ნივთები სახლისა და პირადი ჰიგიენისთვის, აგრეთვე, პროდუქტი შინაური ცხოველებისთვის.
ბოლო წლებში იტალიაში სამომხმარებლო კალათის ინფლაციის ტემპი დაჩქარდა და საკვებსა და სხვა ყოველდღიურ აუციელებლ ნივთებზე გაწეულმა ხარჯმა შეიძლება ოჯახის ბიუეჯტის 19% შეადგინოს, ამიტომ სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალური ხდება სავაჭრო ობიეტების სწორად შერჩევა.
2024 წლის მარტიდან 2025 წლის მარტამდე პროდუქტების ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ +2.2% იყო. შედარებისთვის:
სუპერმარკეტები – +2.4%
დისკაუნტერები – +2.1%
ჰიპერმარკეტები – +1.9%
მაგრამ დინამიკაში 2021 წლიდან პროდუქტები საშუალოდ 25%-ით გაძვირდა:
დისკაუნტერებთან – 26%-ით
სუპერმარკეტებში – 24%-ით
ჰიპერმარკეტებში – 23%-ით
ამრიგად, მაღაზიის სწორად არჩევას შეუძლია რადიკალურად შეცვალოს თქვენი ბიუჯეტის სტრუქტურა.
ზემოაღნიშნული კვლევა აჩვენებს, რომ სავაჭრო ობიექტებში, სადაც ყველაზე უფრო ხელსაყრელი ფასებია, საჭირო პროდუქციის ყიდვა 4-სულიან ოჯახს (რომლის საშუალო წლიური ხარჯი 9276 ევროა წელიწადში ISTAT-ის მიხედვით) 3700-მდე ევროს დაზოგვის შესაძლელობას აძლევს. მნიშვნელოვან თანხას დაზოგავენ წყვილები და მარტოხელა ადამიანებიც.

რომელ სავაჭრო ობიექტებშია ყველაზე ხელმისაწვდომი ფასები: საუკეთესო სუპერმარკეტების რეიტინგი
„კვარცხლბეკის“ პირველ საფეხურზეა Eurospin-ი – ფასდაკლებების ქსელი, რომელიც მომხმარებელს მაქსიმალურ ფასდაკლებებსა და ხარჯების 40%-იან შემცირებას ჰპირდება (ქვეყნის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით). Eurospin-ი აბსოლუტური ლიდერია დანაზოგების მხრივ. მას მოსდევენ Aldi და Lidl-ი.
შერეული შესყიდვებისთვის (ბრენდები + კერძო ბრენდები + ძირითადი საქონელი) რეიტინგი ოდნავ განსხვავებულია:
- Famila
- Famila Superstore
- Coop
- Conad
დისკაუნტერების სეგმენტში კვლავ ლიდერობს In’s Mercato, რომლის დანაზოგი წელიწადში 2838 ევრომდეა.
თუ მხოლოდ ბრენდირებულ პროდუქტებს ანიჭებთ უპირატესობას, ამ მხრივ Famila კვლავ პირველ ადგილზეა (506 ევრომდე თანხის დაზოგვა წელიწადში).
წინა პოზიციებზე არიან, ასევე: Esselunga, Ipercoop, Spazio Conad.
კერძო ბრენდები (სუპერმარკეტების ბრენდით წარმოებული საქონელი):
პირველი ადგილი – Carrefour (წელიწადში დაზოგავთ 3 308 ევრომდე);
მე-2 და მე-3 ადგილები – Spazio Conad და Conad.
Eurospar-ი კი ამ რეიტინგში ბოლო ადგილზეა: ყველაზე მაღალი ფასები ამ მაღაზიაში ფიქსირდება.
სად არის ხელსაყრელი პროდუქციის შეძენა – გეოგრაფიის მიხედვით
ქალაქები ყველაზე მაღალი დანაზოგით (თუ სწორად აირჩევთ სავაჭრო ობიექტს):
კომო – 1386 ევრომდე;
ბოლონია, რომი – 1300 ევროზე მეტი;
ფლორენცია – 970 ევრომდე;
მილანი – ოდნავ ნაკლები, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი დანაზოგია.
ნეაპოლი და კაზერტა კი ის ქალაქებია, სადაც მაღაზიის არჩევანი თითქმის არ მოქმედებს საფულეზე: აქ დანაზოგი წელიწადში 50 ევროს არ აღემატება.
რამდენს ხარჯავენ იტალიელები წელიწადში და როგორ მოქმედებს ეს ბიუჯეტზე
იტალიური ოჯახის საშუალო წლიური ხარჯები (Istat-ის მიხედვით) 9 276 ევროა. რეალობაში კი, სხვაობა კოლოსალურია.
მაგალითად:
- ჩრდილოეთში: პროდუქტის შესაძენად გაწეულმა დანახარჯებმა შეიძლება შემოსავლის 10-13% შეადგინოს (ტრენტინო, ლომბარდია, ვენეტო და ა. შ.);
- სამხრეთში: 19.3%-მდე (აპულია, კალაბრია, კამპანია, ბაზილიკატა).
პარადოქსი: სამხრეთში პროდუქტები საშუალოდ უფრო იაფია, მაგრამ დაბალი შემოსავლების გამო ოჯახის ბიუჯეტის უმეტეს ნაწილს შთანთქავს.
მაშ, როგორ შეგიძლიათ თანხის დაზოგვა?
სწორად შეარჩიეთ ქსელი – Eurospin, In’s Mercato, Lidl და Famila სტაბილურ ეფექტიანობას აჩვენებენ.
გააერთიანეთ შესყიდვები – ერთი შოპინგი მოაწყვეთ ბრენდირებული პროდუქციის შესაძენად, მეორე – ფასდაკლებული საქონლის საყიდლად;
შეადარეთ ფასები ქალაქების მიხედვით – ფასების დონე შეიძლება ათობით პროცენტით განსხვავდებოდეს მეზობელ ქალაქებს შორისაც კი;
ნუ უგულებელყოფთ კერძო მარკებს (სუპერმარკეტების ბრენდით წარმოებული საქონელი) – დღეს ბევრი მათგანის პროდუქტის ყიდვა უფრო ხელსაყრელია როგორც ხარისხის და შემადგენლობის, ისე ფასის მიხედვით, ვიდრე ბრენდირებულების.
დაზოგილი თანხა კი სხვა კარგი საქმეებისთვის გამოიყენეთ – მაგ., დასვენებისთვის, მოგზაურობისთვის, მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად და ა. შ.
ნინო ხოშტარია
კომენტარები