საზოგადოებასაქართველო

5 სექტემბრამდე პირადობის მოწმობის აღება შეღავათიან ფასად არის შესაძლებელი – ნახეთ, ვის ეხება აქცია

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე შეღავათიან ფასად გაცემის აქციას აცხადებს. აქცია დღეს, 11 აგვისტოს დაიწყო და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.

უწყების ცნობით, პირადობის მოწმობა ნახევარ ფასად გაიცემა მე-10 სამუშაო დღეს, ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათის გადაღება უფასო იქნება.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განმარტებით, აქციის მიზანია მოქალაქეების ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფა და საარჩევნო სიების სრულყოფა.

პირადობის ელექტრონულ მოწმობას ნახევარ ფასად მიიღებენ:

„სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც არასდროს აუღიათ პირადობის ელექტრონული მოწმობა; სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან მიმდინარე წლის 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს; მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს; მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მათზე გაცემული არ არის პირადობის ელექტრონული მოწმობა.

აქციის ფარგლებში პირადობის ელექტრონული მოწმობა მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა ნახევარ ფასად, ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი უფასო იქნება.

ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში“, – ნათქვამია სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქციის გარეშე პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების საფასურის შესახებ ინფორმაცია ნახეთ ამ სტატიაში: ახალი დიზაინის პასპორტის და პირადობის მოწმობის გაცემის ვადამ ისევ გადაიწია – ვინ თავისუფლდება პირადობის მოწმობის საფასურისგან

დაკავშირებულ თემაზე: რა ჯდება საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება და როგორ ავიღოთ?

რა ჯდება პასპორტის აღება 2024 წელს და როგორ ავიღოთ პასპორტი ონლაინ რეჟიმში?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close