მსოფლიოპოლიტიკა

„ტრამპის არომატი უკვე აქ არის“ – რა ღირს პრეზიდენტის „სურნელი“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი სუნამოების ხაზის გამოშვება გამოაცხადა, რომელიც თავის 45-ე და 47-ე პრეზიდენტობას მიუძღვნა.

ტრამპმა, რომლის სახელითაც უკვე გამოვიდა ოქროსფერი სპორტული ფეხსაცმელი, საათები და ბიბლიები, ახლა ორი ახალი სუნამო გამოუშვა. მას Victory 45-47 ჰქვია. ამის შესახებ გამოცემა The Independent-ი წერს.

სუნამოს მოოქრული ფლაკონები ტრამპის ფიგურის ფორმისაა. სუნამოები მოთავსებულია ოქროსფერ  წარწერიან შავ ყუთში მამაკაცებისთვის და წითელ ყუთში – ასევე ოქროსფერი წარწერით – ქალებისთვის.

„ტრამპის არომატი უკვე აქ არის. სუნამოს Victory 45-47 ჰქვია, რადგან მას გამარჯვების, ძალისა და წარმატების სუნი აქვს. დატკბით, ისიამოვნეთ და განაგრძეთ გამარჯვება!“ – დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social.

სუნამოების ღირებულება 199-იდან 249 დოლარამდე მერყეობს (თითო ფლაკონი).

სუნამოები ტრამპის ოჯახის მიერ წარდგენილი უახლესი პროდუქტებია. ივნისში მისმა ოჯახურმა ბიზნესმა ბრენდის სახელი მიანიჭა ახალ მობილურ სერვისს აშშ-ში და წარადგინა 499 დოლარად შეფასებული სმარტფონი, რომელიც ტრამპის საყვარელი ფერი, ოქროსფერია.

სანამ ტრამპის კრიტიკოსები მისი მართვის სტილის ლაბირინთებში გარკვევას ცდილობენ, ამერიკის პრეზიდენტი კიდევ უფრო მდიდრდება.

მანანა ბანძელაძე

ასევე, დაგაინტერესებთ: თქვენი ზოდიაქოს სურნელი – რომელ არომატს გვირჩევენ ასტროლოგები?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close