წვიმა, ზოგან სეტყვა და ქარის გაძლიერება – სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

დღეს, 2 ივლისს, გვიან საღამოდან 4 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან – ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის დროგამოშვებით გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
საერთაშორისო მეტეოსაიტების ინფორმაციით, ხვალ, დღისით თბილისში (და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში) მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ტემპერატურა დაიკლებს. პარასკევიც მოღრუბლული და წვიმიანი იქნება. შაბათს მცირე წვიმას და ცვალებად მოღრუბლულობას პროგნოზირებენ, კვირიდან კი ჰაერის ტემპერატურა აიწევს და მომავალ კვირაში დაცხება.
კომენტარები