მადრიდთან ახლოს მსოფლიოში უდიდესი ქრისტეს ქანდაკება აღიმართება მოძრავი გულით – Sagrado Corazón-ის პროექტი ბოადილიაში
26/06/2025
279 1 minute read
Video grab
მადრიდი მუდამ სასურველი მარშრუტია ტურისტებისთვის – თავისი გემოვნებიანი ბარებით, მხიარული ქუჩებითა და უძველესი შენობებით ესპანეთის დედაქალაქი ვიზიტორების თვალს ახარებს ალკალას კარიბჭიდან დაწყებული, სიბელესის შადრევნით დამთავრებული. მაგრამ თუ მთავარი ქუჩებიდან გადაუხვევთ, მადრიდის გარეუბანში მალე სრულიად ახალი სიურპრიზი გელით – და ეს უბრალოდ მორიგი პარკი ან მუზეუმი კი არა, მომავალში პილიგრიმობის ცენტრი შეიძლება გახდეს.
ბოადილია-დელ-მონტეს მუნიციპალიტეტი – სწორედ აქ იგეგმება მასშტაბური Sagrado Corazón-ის (ესპ. „წმინდა გული) პროექტი, რომლის ფარგლებშიც უნდა აშენდესმსოფლიოში უდიდესი ქრისტეს ქანდაკება. დიახ, არაფერი შეგშლიათ, სწორად წაიკითხეთ – უფრო დიდი, ვიდრე რიო-დე-ჟანეიროს „მხსნელი ქრისტე“ (30 მ) და კიდევ უფრო მაღალი, ვიდრე ბრაზილიის „მფარველი ქრისტე“ რიო-გრანდეში (36 მ).
დეტალები, რომლებიც მნახველს არასდროს დაავიწყდება
ქანდაკება 37 მეტრი სიმაღლის იქნება, სიგანით კი, გაშლილი ხელებით, 60 მეტრს გადააჭარბებს – ანუ იმდენად მასშტაბური, რომ ნებისმიერი ახლომდებარე წერტილიდან გამოჩნდება.
სხეული და თავი – რკინა-ბეტონის;
ხელები – ნახშირბადის ბოჭკოსგან; ❤️ გული – 2.5 მეტრი დიამეტრის და… მოძრავი!
დიახ, პროექტის ყველაზე ფუტურისტული დეტალია მოძრავი გული: დილას, მზის პირველი სხივების გამოჩენისას გული სპეციალური ამწევი კონსტრუქციით ქანდაკების ძირში ჩავა და მნახველებს მისი ახლოდან ნახვა შეეძლებათ. საღამოს კი, მზის ბოლო სხივთან ერთად, ისევ დაუბრუნდება თავის ანატომიურ ადგილს – სხეულში..
როგორ აშენდება?
სამეტაპიანი გეგმის მიხედვით:
პირველი ეტაპი – წინასწარი არქიტექტურული პროექტი და დაფინანსების კამპანია: 135 000 ევრო
მეორე ეტაპი – კონსტრუქციული გამოთვლები და პროექტის გაღრმავება: 5 მილიონი ევრო
მესამე ეტაპი (ყველაზე ძვირი) – უშუალოდ მშენებლობა: თითქმის 12 მილიონი ევრო
პროექტი მთლიანად შემოწირულებებით ხორციელდება, რაც უკვე მოწმობს, რომ მას განსაკუთრებული ეროვნული და კულტურული ღირებულება ექნება.
ასე რომ, ბოადილია შეიძლება მალე არა მარტო მადრიდელების სიამაყედ, არამედ ახალ კულტურულ და საკულტო კერად იქცეს.
კომენტარები