მსოფლიოპოლიტიკა

ტრამპი აცხადებს, რომ ცეცხლი შეწყდება და ისრაელ-ირანის 12-დღიანი ომი დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელი და ირანი ზავზე შეთანხმდნენ.

„გილოცავთ ყველას! ისრაელი და ირანი სრულად დაეთანხმნენ სრულ და ყოვლისმომცველ ცეცხლის შეწყვეტას (დაახლოებით 6 საათის  შემდეგ ამ წუთიდან, როდესაც ისინი თავიანთ მიმდინარე, ბოლო ოპერაციებს დაასრულებენ) 12 საათით, რის შემდეგაც ომი დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს“, – დაწერა მან თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

მისი სიტყვებით „24 საათის შემდეგ მსოფლიო მიესალმება 12-დღიანი ომის ოფიციალრუად დასრულებას“.

„ეს ომი შეიძლებოდა წლობით გაგრძელებულიყო და მთელი ახლო აღმოსავლეთი დაენგრია, მაგრამ ასე არ მოხდა და არასოდეს მოხდება. ღმერთმა დალოცოს ისრაელი, ღმერთმა დალოცოს ირანი, ღმერთმა დალოცოს ახლო აღმოსავლეთი, ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები და ღმერთმა დალოცოს მსოფლიო!“ – წერს ტრამპი.

ისრაელისა და ირანის ხელისუფლებებს ამაზე ჯერ კომენტარები არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close