მიგრაციასაზოგადოებასაქართველო

ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები საქართველოში დაბრუნდნენ

ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს 17 მოქალაქე საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ისრაელში შექმნილი ვითარების გამო საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ამ დრომდე საქართველოს საელჩომ კონსულტაცია და საჭირო დახმარება გაუწია 500-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს.

„ქართულმა მხარემ ისრაელის შესაბამის სამსახურებთან ახლო კოორდინაციით უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადაში სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება.

აღსანიშნავია, რომ ისრაელში მყოფ პირებს, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ, ქვეყანა დატოვონ სახმელეთო გზით როგორც ისრაელი-იორდანიის სასაზღვრო გამშვები პუნქტით, ისე ისრაელი-ეგვიპტის სასაზღვრო გამშვები პუნქტით – TABA.

სახმელეთო გზით დატოვების მსურველმა მოქალაქემ თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი. ბოლო დროინდელი მოვლენების ფონზე, სახმელეთო გზით ისრაელი საქართველოს 1000 მდე მოქალაქემ დატოვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია „Rising Lion“-ის დაწყების შემდეგ საქართველოს საელჩომ ისრაელში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა და ცხელი ხაზი აამოქმედა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close