ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 9 -15 ივნისი

ამ კვირაში ცაზე 3 მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ჩამოყალიბდება. ამ პლანეტებს შორის ჰარმონიული ასპექტი (11-12 ივნისს, მერკური-ვენერას სექსტილი) საშუალებას მოგცემთ წარმატებით შეათავსოთ გონება და გრძნობები. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ასპექტია სიყვარულისა და პარტნიორობისთვის. მათთვის, ვისზეც ეს ასპექტი გავლენას მოახდენს, კარგია დაესწრონ კონცერტებს, სადღესასწაულო ღონისძიებებს, როგორიცაა იუბილეები, ქორწილები, წავიდნენ სახალისო მოგზაურობებში დასვენების, გართობისა და რომანტიკული ნაცნობობის მიზნით. შეგიძლიათ შეურიგდეთ იმ ადამიანებს, რომლებთანაც ნაჩხუბარი ხართ. ირგვლივ მყოფებთან კომუნიკაცია შეიძლება სასიამოვნო და სასარგებლო იყოს.

15 ივნისი, მარსი-ურანის კვადრატი – ძალიან მკაცრი, დაძაბული ასპექტია, რომელსაც გამოვლინების არაპროგნოზირებადი ძალა აქვს. პირადი თავისუფლების მოთხოვნილებამ შეიძლება გამოიწვიოს უეცარი აგრესია, როდესაც გარე გარემოებები ცდილობენ ამ თავისუფლების შეზღუდვას. რეკომენდებულია აგრესიული ადამიანებისგან დისტანცირება.

15 ივნისს ასევე ყალიბდება იუპიტერ-სატურნის კვადრატი – გრძელვადიანი დაძაბული ასპექტი, რომელსაც შეუძლია სერიოზული გართულებები მოიტანოს. ძალაუფლებისა და გავლენის თვალსაზრისით, ასპექტს შეუძლია გადაფაროს ორი მომიჯნავე კვირა და ჰქონდეს ფონური ეფექტი მთელ ივნისის თვეზე. იუპიტერსა და სატურნს შორის კონფლიქტის სიმბოლური მნიშვნელობა შეიძლება ასოცირდებოდეს შემზღუდავ ჩარჩოებთან მანიფესტაციების გაფართოების გზაზე. ხშირად ამან შეიძლება გამოიწვიოს კანონთან დაკავშირებული პრობლემები, წესრიგის დარღვევა და ამისთვის დასჯა. ფართო გაგებით, ეს არის შეზღუდვები, როდესაც ადამიანი ცდილობს, როგორმე გამოხატოს საკუთარი თავი. ასპექტს შეუძლია გამოვლინდეს არა მხოლოდ პირად, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც.

ეს კვირა, ზოგადად, ხელსაყრელია ახალი დასაწყისისთვის როგორც საქმიან საკითხებში, ისე პირად ცხოვრებაში. ოთხშაბათს სავსე მთვარე მშვილდოსანში იქნება. ის ბევრ ზოდიაქოს ნიშანს უნიკალურ შანსებს მისცემს, მაგრამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ნაჩქარევი ქმედებები. ეცადეთ, არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით მაშინ, თუ მკაცრ ულტიმატუმს წაგიყენებენ. შეეცადეთ, არჩევანი გადადოთ, რადგან ახლა მაღალი რისკია, რომ მიზანი ვერ განსაზღვროთ და შეცდომა დაუშვათ.

უფრო კონკრეტულად თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესახებ, 9-დან 15 ივნისის ჩათვლით, კვირის ჰოროსკოპში შეიტყობთ.

ვერძი

ამ კვირაში, როგორც ჩანს, გარემოებებთან ბრძოლაში მშვიდი განწყობა არ გექნებათ. წინ სირთულეები და დაბრკოლებები გელოდებათ, მაგრამ მათ გადალახვას შეძლებთ. არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, აჩვენოთ თქვენი საუკეთესო საქმიანი თვისებები: ინტელექტი, შეუპოვრობა და ორგანიზაციული უნარები. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ზედმეტად არ დაიტვირთოთ თავი. კარგი იქნება, უფრო ხშირად დაისვენოთ და ზეგანაკვეთურად არ იმუშაოთ. ხუთშაბათი ძალიან წარმატებული დღე იქნება თქვენს პირად ცხოვრებაში.

შაბათ-კვირას დასვენებაზე ფიქრის დრო არ არის, რათა კიდევ ერთხელ არ განაწყენდეთ. სასურველია, თავი აარიდოთ აურზაურს, აგრესიულობას და თავდაჯერებულობას. საიდუმლოებების შენახვის უნარი ძალიან გამოგადგებათ.

სასიკეთო დღეები: 9, 12.

არასასიკეთო დღე: 11.

კურო

ამ კვირაში ცვლილებების ქარი აშკარად თქვენი მიმართულებით დაუბერავს. შეიძლება უეცარი ნაკადით თითქმის ნებისმიერ მანძილზე წაგიყვანოთ, მთლიანად შეიცვალოთ როგორც ადგილი, ისე ცხოვრების წესი. სავსე ხართ ძალითა და ენერგიით. ასეთ დღეებში კარგია რაღაცის ნულიდან დაწყება, მაგრამ გჭირდებათ კი ეს? ყველაზე უსაფრთხო გამოსავალი იქნება შვებულების აღება, მოგზაურობა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ისეთ ადგილას წასვლა, სადაც აქამდე არასდროს ყოფილხართ. და თან წაიყვანეთ ისინი, ვინც თქვენთვის ძვირფასია.

შაბათ-კვირას უარი არ თქვათ რაიმე მომგებიან შემოთავაზებაზე.

სასიკეთო დღეები: 11, 13.

არასასიკეთო დღე: 10.

ტყუპი

თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები, რომანტიკული პაემნები და ვნებიანი სიყვარული. ხუთშაბათს საქმიანი შეხვედრა თქვენს პროექტს ბრწყინვალე პერსპექტივებს გაუხსნის. ძალისხმევის გარეშე მიიღებთ იმას, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით. ეცადეთ, არ დათრგუნოთ სხვები თქვენი ერუდიციით და არ დაგავიწყდეთ მადლობის გადახდა მათთვის, ვინც ასე თუ ისე დაგეხმარათ.

შაბათ-კვირას სასარგებლო იქნება პასიური დასვენება, რომელიც განსაკუთრებულ ენერგიის ხარჯვას არ მოითხოვს.

სასიკეთო დღეები: 10, 15.

არასასიკეთო დღე: 13.

კირჩხიბი

ამ კვირაში სამსახურში ენთუზიაზმი უნდა გააორმაგოთ, ხელმძღვანელობა ამას დააფასებს და ხელფასს გაგიზრდით. ნუ უგულებელყოფთ გახსნილ შესაძლებლობებს. თქვენი ძალისხმევა წარმატებით დაგვირგვინდება, შეძლებთ მიმდინარე პრობლემების ჭაობიდან ამოსვლას და უფრო სასიამოვნო საქმეების კეთებას. პარასკევს შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, პასუხები მრავალ კითხვაზე. სასურველია არ ინერვიულოთ, რადგან სიტუაცია, რომელიც გაწუხებდათ, გაირკვევა.

შეეცადეთ, შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ და კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 11, 13.

არასასიკეთო დღე: 9.

ლომი

ამ კვირაში შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრები, უეცარი შემოწმებები და მოგიწევთ პასუხის გაცემა არა მხოლოდ და არა იმდენად საკუთარი თავისთვის, არამედ სხვა ადამიანების საქმეებისთვისაც. თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთმა სიტუაციამ ფინანსური წარმატება გამოიწვიოს. ეს კვირა ხელსაყრელია ახალი საქმის დასაწყებად, ახალი სამსახურის მოსაძებნად. ნათესავების დახმარების იმედი გქონდეთ, მაგრამ ნუ გაუზიარებთ თქვენს შთაბეჭდილებებს და, ზოგადად, ნაკლები ისაუბრეთ.

ეცადეთ, შაბათ-კვირა სახლში საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ. შესაძლოა წარმოიშვას ბავშვებისთვის გაუთვალისწინებელი ხარჯები.

სასიკეთო დღეები: 11, 15.

არასასიკეთო დღე: 12.

ქალწული

ამ კვირაში შეეცადეთ, არ მიიღოთ სპონტანური გადაწყვეტილებები, მოერიდეთ კონფლიქტებს სამსახურში და ოჯახში. დაეყრდენით მხოლოდ კარგად გამოცდილ და სანდო ადამიანებს და საკუთარ განვითარებას. დაუთმეთ დრო გეგმების შედგენასა და სტრატეგიაზე დაფიქრებას. სასურველია, არ გაახმოვანოთ თქვენი მისწრაფებები, რათა ისინი უფრო მალე განხორციელდეს. შესაძლებელია, რომ უახლოეს წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ, თუმცა არა აუცილებლად თქვენ მიერ დაშვებული შეცდომებისა. შესაძლოა მოხდეს მოვლენა, რომელიც ახალი შესაძლებლობებისა და კარიერული პერსპექტივების ფანჯარას გაგიხსნით.

შაბათ-კვირა კარგია მოგზაურობისთვის, განსაკუთრებით იმ მოგზაურობის დასაწყებად, რომელზეც ასე ძალიან ოცნებობდით.

სასიკეთო დღეები: 10, 13.

არასასიკეთო დღე:11.

სასწორი

საკმაოდ საპასუხისმგებლო კვირა მოდის, რომელიც თქვენგან სწრაფ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მოითხოვს. თქვენი გეგმები თანდათან იწყებს რეალიზებას. ეცადეთ, გააკეთოთ ის საქმეები, რომლებიც საკმაოდ ბევრი დააგროვეთ. თქვენი ენერგიითა და აქტიურობით შეძლებთ საკუთარი პოზიციების განმტკიცებას, შემდეგ კი შეგიძლიათ შვებულებაზე იფიქროთ. ხუთშაბათი და შაბათი თითქმის ყველა ასპექტში წარმატებას გპირდებათ, განსაკუთრებით – თუ მკვეთრად და მოულოდნელად არ შეცვლით გადაწყვეტილებებს. პარასკევს საქმეები მოაგვარეთ და კამათს მოერიდეთ. ბავშვები თავიანთი მიღწევებით გაგახარებენ.

არ დაგავიწყდეთ თქვენი სახლიც: დალაგება და მასში კომფორტის შექმნა თქვენთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა.

სასიკეთო დღეები: 12, 14.

არასასიკეთო დღე: 9.

მორიელი

ეს კვირა თითქმის ნებისმიერ გარემოში პრიორიტეტულ პოზიციას გპირდებათ. მოულოდნელმა ამბებმა შეიძლება თქვენი ცხოვრება და ახლო მომავლის გეგმები შეცვალოს. ნუ შეგეშინდებათ სიახლის, დროა იპოვოთ უკეთესი სამსახური ან სხვა ქალაქში გადახვიდეთ. დაამტკიცეთ, რომ გამოცდილი დიპლომატი ხართ, რომელიც მყისიერად რეაგირებს ცვალებად სიტუაციაზე. მალე წარმატება და დაწინაურება გელოდებათ.

შაბათ-კვირას დასვენების საუკეთესო გზა დემონსტრაციულად არაფრის კეთება იქნება, რა თქმა უნდა, თუ თქვენი ახლობლები მზად არიან, რომ გაგიგონ.

სასიკეთო დღეები: 9, 14.

არასასიკეთო დღე: 11.

მშვილდოსანი

ამ კვირაში, თქვენი აქტიურობისა და ეფექტიანობის მიუხედავად, შეიძლება მელანქოლიამ შეგაწუხოთ. ღირს ტემპის შენელება, შეეცადეთ შეამციროთ სამუშაოს რაოდენობა. კარგი იქნება, თუ თავს გაინებივრებთ ისეთი რამით, რაც თქვენს განწყობას აამაღლებს. ვთქვათ, შეხვდით ახლო მეგობრებს ან დანიშნეთ პაემანი. ყურადღება მიაქციეთ თქვენს მეტყველებას, რათა არ ირგვლივ მყოფები, განაწყენოთ, შესაძლოა ისინი შურისმაძიებლები იყვნენ. მოუსმინეთ თქვენს მოწინააღმდეგეს და ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას.

შაბათ-კვირას ეცადეთ, კულისებში ინტრიგებში არ მიიღოთ მონაწილეობა.

სასიკეთო დღეები: 10, 13.

არასასიკეთო დღე: 11.

თხის რქა

ამ კვირაში ნუ მოგერიდებათ სასარგებლო კავშირების გამოყენება, თუკი საერთოდ გაქვთ ასეთი კავშირები. ნუ დაეყრდნობით მხოლოდ საკუთარ ძალებს, მხარდაჭერისთვის ავტორიტეტულ ადამიანებს მიმართეთ. კვირის შუა რიცხვებში ძველ მეგობრებთან შეხვედრები წარმატებული და სასიამოვნო იქნება. ახლა შეძლებთ მომავალი მოვლენების წინასწარ განჭვრეტას, შეიძლება გქონდეთ წინასწარმეტყველური სიზმრები, რაიმე ნიშნებსა და სიმბოლოებს წააწყდეთ. ძველ, დამაბნეველ ისტორიაზე ფიქრი მნიშვნელოვან დროს წაგართმევთ, მაგრამ დიდი ხნის ნანატრ გამოსავალს იპოვით.

შაბათ-კვირის მოახლოებასთან ერთად ისეთი საქმეები დაიწყება, რომელთა გაკეთებაც დიდი ხანია გინდოდათ, მაგრამ დრო არ გქონდათ.

სასიკეთო დღეები: 10, 13

არასასიკეთო დღე: 14.

მერწყული

ამ კვირაში სამუშაომ არ უნდა წაგართვათ მთელი თქვენი დრო, ნუ დაივიწყებთ ოჯახს. კვირის დასაწყისში შესაძლოა თქვენს საქმეებში შეფერხებები და პრობლემები იყოს, რაც დაღლილობას და ნერვიულობას გამოიწვევს, ამიტომ დახმარებისთვის გარშემო მყოფებს მიმართეთ. უფრო ყურადღებით მიჰყევით სიახლეებს, რათა თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამოგრჩეთ. კვირის მეორე ნახევარში ყურადღება უნდა მიაქციოთ პირად ცხოვრებას. რომანტიკული შეხვედრები სიამოვნებას გპირდებათ.

მოერიდეთ წვეულებებს შაბათ-კვირას, ეს უბრალოდ დროის ფუჭი ხარჯვა იქნება.

სასიკეთო დღეები: 10, 13.

არასასიკეთო დღე: 11.

თევზები

ამ კვირაში ბევრი სამუშაო გექნებათ, მაგრამ ნუ ეცდებით ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას, უმჯობესია ყველაფერი კიდევ ერთხელ შეამოწმოთ შეცდომების თავიდან ასაცილებლად. შეიძლება დაგჭირდეთ შემოქმედებითი იმპროვიზაცია, პუნქტუალურობა და თავშეკავება, ხოლო წარმატება და იღბალი გვერდით არ ჩაგივლიან. ხუთშაბათი ძალიან კარგია ფინანსური კონტრაქტებისა და გარიგებების დასადებად.

შაბათ-კვირას შესაძლებელია საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობასთან დაკავშირებული გარკვეული სირთულეები.

სასიკეთო დღეები: 11, 12.

არასასიკეთო დღე: 10

 თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close