კრიმინალისაზოგადოებასაბერძნეთი

ათენი: ლიკავიტოსის მთაზე უცნობები ხანძრის გაჩენას აპირებდნენ – ხელისუფლება განგაშს ტეხს

ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს ათენში, ლიკავიტოსის (ლიკაბეტოსი) მთაზე ხანძრის გასაჩენად საჭირო ნივთების აღმოჩენის შესახებ აცნობეს. ეჭვი აქვთ, რომ უცნობი პირები მთაზე ხანძრის გაჩენას აპირებდნენ. ეს მთა ათენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწვანე ზონაა და მასზე წმინდა გიორგის ეკლესიაა.

კერძოდ, ათენის მუნიციპალიტეტის გარემოს დაცვის დეპარტამენტის განაღმვითმა ჯგუფმა ლიკავიტოსის მთაზე აღმოაჩინა საეჭვო ნივთები, რომლებიც, სავარაუდოდ, ხანძრის პოტენციურ გამჩენებს ეკუთვნით: სამი ბოთლი სპირტი, ორი პროფესიონალური სანთებელა და სპრეის ბალონი. ნივთები გორაზე სამ სხვადასხვა ადგილას იპოვეს, ხეებსა და ბალახებს შორის. ერთად იყო ორი ბოთლი სპირტი და ორი სანთებელა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ვიღაც ცეცხლის გასაჩენად ემზადებოდა. დანარჩენი ნივთები მთის კიდევ 2 სხვადასხვა ადგილას იყო, რაც განზრახ ხანძრის გაჩენის განზრახვის ეჭვს აძლიერებს.

ათენის მერის მოადგილემ მწვანე ნარგავების საკითხებში გიორგოს აპოსტოლოპულოსმა სიტუაციასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა: „ათენის მწვანე ზონებს გააფთრებით უტევენ პოტენციური ცეცხლის გამჩაღებლები, უცნობი პირები, რომლებიც მასობრივად აზიანებენ სარწყავ სისტემებს და ვანდალები, რომლებიც ანადგურებენ ხეებს და ბუჩქებს. ჩვენ მოვუწოდებთ ათენის ყველა მცხოვრებს, თუ მსგავს საეჭვო ქმედებებს შეამჩნევენ, დაუყოვნებლივ გვაცნობონ. ეს ბარბაროსული შეტევა უპასუხოდ არ დარჩება. ჩვენ ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით დავიცავთ ათენის ბოლო ფილტვებს“.

ინციდენტმა ლიკავიტოსის მთაზე, ქალაქის ერთ-ერთ მთავარ მწვანე ზონაში, ხელისუფლება სერიოზულად შეაშფოთა. ბორცვი, საიდანაც ათენის ულამაზესი პანორამული ხედები იშლება, ქალაქელებისა და ტურისტებისთვის დასვენების მნიშვნელოვან ზონად რჩება, ამასთან, დიდ როლს ასრულებს ქალაქის ეკოსისტემაში.

ათენის მუნიციპალიტეტმა უკვე გააძლიერა უსაფრთხოების ზომები ამ რაიონში, რათა არ დაუშვას ხანძრის შესაძლო გაჩენა და მწვანე ტერიტორიები შემდგომი ვანდალიზმისგან დაიცვას. ქალაქის ხელისუფლება დამატებითი სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას და პატრულირება გაძლიერებასაც აპირებს.

ათენის მერმა ჰარის დუკასმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ფეისბუქში პოსტი გამოაქვეყნა.

„სპირტის სამი ბოთლი, ორი პროფესიონალური სანთებელა და აეროზოლის ბალონი ლიკავიტოსის მთაზე. ისინი სამ სხვადასხვა ადგილას, ხეებსა და ბალახებს შორის იპოვეს ათენის მუნიციპალიტეტის გამწვანებისა და ურბანული ფაუნის განყოფილების ჯგუფების მიერ გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების დროს. დაუყოვნებლივ ეცნობა საბერძნეთის პოლიციას. მუნიციპალიტეტის ძალები მუდმივ მზადყოფნაში არიან ექსტრემალური კლიმატური პირობებისა და ხანძარსაშიში სეზონის გამო“, – დაწერა ათენის მერმა ჰარის დუკასმა.

ნინო ბაჯელიძე

დაკავშირებულ თემაზე: ლიკავიტოსის მთა ათენში და წმინდა გიორგის ეკლესია

ლიკაბეტოსის მთა ათენში და წმინდა გიორგის ეკლესია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close