მსოფლიოსაზოგადოება

იტალიის ხელისუფლებამ რომის ცა დახურა პაპის დაკრძალვისთვის მზადებასთან დაკავშირებით

როგორც 22 აპრილს ვატიკანის სინოდის დარბაზში შეკრებილმა კარდინალებმა გადაწყვიტეს, რომის პაპ ფრანცისკეს შაბათს, 26 აპრილს, ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე დაკრძალავენ.

იტალიის მთავრობამ რომის პაპის გარდაცვალების გამო ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება 26 აპრილის ჩათვლით იქნება ძალაში.

იტალიის ხელისუფლებამ პაპის დაკრძალვის ცერემონიისთვის მზადების ფარგლებში რომის ცა დახურა.

რომის პრეფექტ ლამბერტო ჯანინის განცხადებით, ქალაქში უკვე მოქმედებს უსაფრთხოების ზომები, რომელიც სულ უფრო და უფრო გაძლიერდება.

„მოგვიწევს ხალხის დიდი რაოდენობის მართვა, რადგან სამგლოვიარო ცერემონია ემთხვევა „მოზარდთა იუბილეს“ (ახალგაზრდა კათოლიკეების მასობრივი პილიგრიმობა, რომელიც რომში 25-დან 27 აპრილამდეა დაგეგმილი – რედ.), რომელშიც 100 ათასზე მეტი ახალგაზრდის მონაწილეობა იგეგმება“, – აღნიშნა რომის პრეფექტმა.

აღსანიშნავია, რომ გლოვის დღეები იტალიაში ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავსაც ემთხვევა. როგორც იტალიის მთავრობაში განმარტეს, ფაშიზმზე გამარჯვების აღმნიშვნელი ღონისძიებები ჩვეული წესით ჩატარდება.

რომის პაპი ფრანცისკე I 21 აპრილს გარდაიცვალა ვატიკანში 88 წლის ასაკში. მისივე ანდერძის თანახმად, პაპს 26 აპრილს რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.

ნანა ძნელაძე

დაკავშირებულ თემაზე: საიდუმლო კენჭისყრა და კვამლი ვატიკანზე – როგორ ირჩევენ ახალ პაპს

საიდუმლო კენჭისყრა და კვამლი ვატიკანზე – როგორ ირჩევენ ახალ პაპს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close