მიგრაციაპოლიტიკასაბერძნეთი

საქართველოში გაცემული მართვის მოწმობები საბერძნეთმაც აღიარა

ქართული მართვის მოწმობის ბერძნულში გადაცვლა უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი

2025 წლის 8 აპრილს საბერძნეთის პარლამენტმა „საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმება ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეთანხმება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც რატიფიცირების შესახებ ინფორმაცია ქართულ მხარეს ოფიციალური არხებით ეცნობება.

ეს გადაწყვეტილება საბერძნეთში ლეგალურად მცხოვრებ ქართველებს ცხოვრებას გაუადვილებს, რადგან ჩვენს თანამემამულეებს შესაძლებლობა ექნებათ ქართული მართვის მოწმობები ყოველგვარი გამოცდის გარეშე გადაცვალონ ბერძნულ მართვის მოწმობაში.

2024 წლის 26 სექტემბერს ათენში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს და საბერძნეთის მთავრობებს შორის „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“, შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ კი საბერძნეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ 8 აპრილს ამ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

შეთანხმებით განსაზღვრულია იმ სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიები/ქვეკატეგორიები, რომელთა სამართავად გაცემული მართვის მოწმობები გადაცვლას ექვემდებარება, კერძოდ, AM, A1, A2, A, B1, B, BE, C1, C, D1, D1E, D, DE, CE და C1E კატეგორიების/ქვეკატეგორიების სამართავად გაცემული მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი.

საბერძნეთი ევროკავშირის მესამე ქვეყანაა, რომელმაც საქართველოსთან ამგვარი შეთანხმება გააფორმა. ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის რეჟიმი უკვე მოქმედებს ესპანეთის სამეფოსთან და ირლანდიასთან.

მსგავს თემაზე: ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობის გადაცვლა შესაძლებელი გახდა

საქართველოსა და ესპანეთს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

საქართველოსა და ესპანეთს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close