ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 7 – 13 აპრილი

7 აპრილს რეტროგრადული მერკური სრულდება და ამ დღეს ის შეეცდება, რომ მთელი ჩვენი ენერგია წაიღოს. ამიტომ არ დაგეგმოთ რაიმე მნიშვნელოვანი და შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ ორშაბათი მძიმე დღეა – მაშინ ყველაფერი ბევრად უფრო ადვილი იქნება. რეტროგრადული ვენერასი კი არ უნდა შეგეშინდეთ, რადგან ის სხვაგვარად მოქმედებს: პერიოდის დასაწყისში მკაცრია და ზოგჯერ სასტიკიც კი, ბოლოს კი მისი გავლენა თანდათან ქრება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ კვირაში ცაში 2 მნიშვნელოვანი პლანეტარული ასპექტი ჩამოყალიბდება. 7 აპრილი: ვენერა-სატურნის შეერთება – ეს ასპექტი მნიშვნელოვანია პირადი ცხოვრებისა და აქტიური საქმიანობისთვის. პირად ცხოვრებაში ის შეიძლება მიუთითებდეს სიყვარულში სერიოზულ გრძნობებზე, თუმცა მარტოხელა ადამიანებისთვის ეს ასპექტი შეიძლება ნიშნავდეს სიყვარულის ნაკლებობისა და მარტოობის რთულ ფსიქოლოგიურ განცდას და შესაძლოა თვითშეფასების დაქვეითება გამოიწვიოს.
ბიზნესში ამ ასპექტს შეუძლია ხელი შეუწყოს ფულის უფრო რაციონალურ და ეკონომიურ ხარჯვას. შესაძლოა არსებობდეს ფულის დაგროვების ტენდენცია, დაზოგვა უფრო დიდი შესყიდვისთვის.
მეორე ასპექტი (8 აპრილი: სექსტილი ვენერა-ურანი), წინა ასპექტისგან განსხვავებით, პირიქით, ხელს უწყობს მარტივ სასიყვარულო ფლირტს და გრძნობებში ცვალებადობას. ამ ასპექტში სასიყვარულო ინტერესების დამახასიათებელი თვისება ის არის, რომ ის შეიძლება მოულოდნელად გაჩნდეს, მაგრამ სწრაფადვე გაქრეს.
ეს პერიოდი ხელს უწყობს შინაგანი სამყაროს ღრმა შესწავლას, გაიზრდება ინტერესი ფილოსოფიური საკითხების მიმართ. თუ თქვენს ინტუიციას მოუსმენთ, თითქმის უპრობლემოდ შეგიძლიათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. ეს დრო ხელსაყრელია სწავლისთვის, ახალი ცოდნის მისაღებად და სულიერად განვითარებულ ადამიანებთან ურთიერთობისთვის, რომელთა სიბრძნე განსაკუთრებით ღრმად იქნება აღქმული.
ვერძი
ამ კვირაში შესაძლებელია განწყობის ცვალებადობა უარყოფითიდან პოზიტიურზე. თუ თქვენს ახლობლებს ან მეგობრებს თქვენი დახმარება სჭირდებათ, იყავით გულუხვი. სამშაბათს შეძლებთ იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე დაგეგმეთ. საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები ხუთშაბათს წარმატებული იქნება. თანდაყოლილი გამძლეობისა და ნებისყოფის წყალობით, შეგიძლიათ წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწიოთ. მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობები. მეწარმეობა დადებითად აისახება ფინანსურ კეთილდღეობაზე.
შაბათ-კვირას უმჯობესია საოჯახო საქმეები გააკეთოთ და დრო დასვენებისთვისაც გამონახოთ.
სასიკეთო დღეები: 8,12.
არასასიკეთო დღე: 10
კურო
ამ კვირაში თქვენი პირადი წარმატება დამოკიდებული იქნება თქვენს უანგარობაზე ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობაში. კვირის პირველ ნახევარში ერთდროულად რამდენიმე სასურველი მიზნის მიღწევას შეძლებთ. ნუ მოგერიდებათ თქვენი ინტელექტის სრულად წარმოჩენა. ეცადეთ, არ დააგვიანოთ სამსახურში ან საქმიან შეხვედრებზე. ბევრი მცირე და დამღლელი სამუშაო გელით, რაც მოთმინებასა და შეუპოვრობას მოითხოვს. უმჯობესია არ წახვიდეთ შორეულ მოგზაურობებში და არ დაიწყოთ ფართომასშტაბიანი პროექტები.
შაბათ-კვირას შეიძლება მთლიანად დაკავდეთ სახლის პრობლემებით. კომპრომისული გადაწყვეტილებები კარგი იქნება სამსახურში და სრულიად მიუღებელი – ოჯახში.
სასიკეთო დღეები: 9, 13.
არასასიკეთო დღე: 11.
ტყუპი
ამ კვირაში ძალიან გაგიმართლებთ როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. გექნებათ დრო, იმაზე მეტი გააკეთოთ, ვიდრე დაგეგმეთ, მაგრამ ეცადეთ, სხვისი საქმეებით არ დაიტვირთოთ. შეიძლება მოიგოთ ლატარიაში, გადაგიხადონ დიდი ჰონორარი ან მიიღოთ ქორწინების წინადადება. მოკლედ, თქვენი ოცნებები ახდება, მაგრამ თუ დაჟინებით მოითხოვთ, რომ ყველა საკითხში თქვენი აზრი გაითვალისწინონ, მაშინ სავარაუდოა კონფლიქტური სიტუაციები საყვარელ ადამიანებთან; შეეცადეთ, მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ყველას სარგებელს მოუტანს.
შაბათ-კვირას ისიამოვნეთ ოჯახური სითბოთი. თქვენი მხარდაჭერა ფასდაუდებელი იქნება საყვარელი ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ეს არის ურთიერთგაგებისა და ურთიერთზრუნვის დრო.
სასიკეთო დღეები: 7, 10.
არასასიკეთო დღე: 12.
კირჩხიბი
ამ კვირაში საყვარელი ადამიანებისთვის დიდი დროის დათმობა მოგიწევთ. შესაძლოა სახლში მცირე პრობლემები შეგექმნათ, მაგრამ ისინი სწრაფად მოგვარდება. მოსმენისა და გაგების უნარი ძალიან გამოგადგებათ. დროა განახორციელოთ თქვენი გეგმები. პრაქტიკაში ბევრი პრობლემის გადაჭრას შეძლებთ. დოკუმენტებთან მუშაობისას იყავით მობილიზებული და ყურადღებიანი. მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდენით და „კარგი რჩევა“ უგულებელყავით. ეს თქვენს კარიერაზე დადებითად იმოქმედებს. ხუთშაბათს ნუ ჩაერევით კამათში საყვარელ ადამიანებთან ან კოლეგებთან.
შაბათ-კვირა კარგი პერიოდია ქალაქგარეთ დასასვენებლად.
სასიკეთო დღეები: 10, 12.
არასასიკეთო დღე: 9.
ლომი
ამ კვირაში შესაძლებლობა გექნებათ, გაუმკლავდეთ წარმოშობილ პრობლემებს. შეიძლება შეგხვდეთ სხვადასხვა სახის ბიუროკრატიული პრობლემები, ნუ მიიღებთ ამას დამარცხებად. ცოტა დიპლომატია და, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ოთხშაბათი ყველაზე მეტად წარმატებული დღე იქნება, პრაქტიკულად, არანაირი დაბრკოლება არ შეგექმნებათ როგორც პირადი, ისე პროფესიული თვალსაზრისით. ხუთშაბათს შეიძლება გქონდეთ ფულის შოვნის მოულოდნელი შესაძლებლობა. პარასკევს მოემზადეთ სასიამოვნო სიურპრიზებისთვის.
შაბათ-კვირას თავს ნუ გადაიტვირთავთ, იპოვეთ ბალანსი სამუშაოსა და დასვენებას შორის, რათა შეინარჩუნოთ შინაგანი ჰარმონია; ეჭვი არ შეგეპაროთ თქვენს მომხიბვლელობაში და თამამად წადით პაემანზე.
სასიკეთო დღეები: 7, 12.
არასასიკეთო დღე: 8.
ქალწული
ქალწულებისთვის ამ კვირის წარმატება, ძირითადად, საკუთარ განწყობასა და ენერგიაზე იქნება დამოკიდებული. ახლა თქვენ ხართ საკუთარი ბედნიერების შემოქმედი, არ გამოტოვოთ ეს მნიშვნელოვანი დრო. იყავით აქტიური, დაუსახეთ საკუთარ თავს კონკრეტული მიზანი და შეეცადეთ, მისი მიღწევის რეალური გეგმა დასახოთ. ხუთშაბათს შესაძლებელია პირად ცხოვრებაში პრობლემები და პარტნიორის მხრიდან ეჭვიანობის სცენები. შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ისწავლოთ, ისიამოვნოთ იმით, რაც გაქვთ, თუნდაც წვრილმანებით.
შაბათ-კვირას დაიცავით თავი ზედმეტი შეხვედრებისა და უაზრო კამათისგან. საუბრისას ნუ გამოიყენებთ მეტაფორებს და მინიშნებებს – პირდაპირ თქვით ყველაფერი, თორემ ვერ გაგიგებენ.
სასიკეთო დღეები: 9, 13.
არასასიკეთო დღე: 11.
სასწორი
ამ კვირაში ბევრ რამეში გაგიმართლებთ, მაგრამ ეცადეთ, მთავარზე გაამახვილოთ ყურადღება. გამბედაობა და მონდომება თქვენი მიზნის მიღწევის საშუალებას მოგცემთ. ეს ეხება როგორც კარიერას, ისე პირად ცხოვრებას. მოიშორეთ კომპლექსები და ზედმეტი შიშები. ოთხშაბათს შეიძლება შეიქმნას ხელსაყრელი სიტუაცია, რაც მიუთითებს სწრაფ კარიერულ წინსვლაზე. ხელსაყრელი პერიოდია ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად და საქმიანი და მეგობრული კავშირების გასაძლიერებლად.
ამ შაბათ-კვირას შეიძლება თქვენი დიდი ხნის ოცნება ახდეს.
სასიკეთო დღეები: 8, 11.
არასასიკეთო დღე: 7.
მორიელი
ამ კვირაში კარიერული ზრდის შესაძლებლობები გექნებათ, თქვენი ხელფასი გაიზრდება. ყველაზე რთულ და გადაულახავ პრობლემებსაც კი ელვის სისწრაფით მოაგვარებთ. ხელსაყრელია მოგზაურობა და საქმიანი შეხვედრები, მიიღებთ საინტერესო შეთავაზებებს ბიზნესის მხრივ. სამშაბათი ყველაზე აქტიური დღე იქნება, ამიტომ არ დაივიწყოთ ჯანსაღი კვება და ვიტამინები. ხუთშაბათს ყურადღება გაამახვილეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე და ნუ აიღებთ ზედმეტ ვალდებულებებს. მოგიწევთ ცხოვრებისეული სიტუაციების ახლებურად აღქმა. ზოგადად, ამ კვირამ კარგი განწყობა და შემოქმედებითი აღმავლობა უნდა მოიტანოს.
შაბათ-კვირას შეიძლება ელოდოთ მნიშვნელოვან ცვლილებებს სახლში ან პირად ცხოვრებაში.
სასიკეთო დღეები: 9, 12.
არასასიკეთო დღე: 11.
მშვილდოსანი
ამ კვირის პირველ ნახევარში შესაძლოა სხვადასხვა მოვლენათა ეპიცენტრში აღმოჩნდეთ -შეეცადეთ, რმ კარგ ფორმაში იყოთ. ხუთშაბათს თქვენმა შემოქმედებითმა ან წარმოსახვითმა იდეებმა შესაძლოა მოგება ან საყოველთაო აღიარება მოგიტანოთ. კვირის მეორე ნახევარში თავად განსაზღვრეთ მთავარი დავალება და გარკვეულ სარგებელს აუცილებლად ნახავთ. სასარგებლო იქნება რაიმე ახლის სწავლა, მასტერკლასზე დარეგისტრირება ან ტრენინგის დაწყება. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა.
შაბათ-კვირას თქვენთან მოულოდნელი სტუმრები მოვლენ.
სასიკეთო დღეები: 8, 11.
არასასიკეთო დღე: 7.
თხის რქა
ამ კვირაში თქვენი გამონათქვამები მიზანში მოხვდება, თუმცა ზოგჯერ ჯობია თქვენი აზრი არ გაამჟღავნოთ. სამსახურში გამოიჩინეთ თავი, როგორც მშვიდმა და გაწონასწორებულმა ადამიანმა, რომელიც წვრილმანებზე არ ღიზიანდება. თქვენში შესაძლოა სრულიად ახალმა, მოულოდნელმა შესაძლებლობებმა გაიღვიძოს. ამ კვირაში ერთფეროვნებას, მოწყენილობასა და დეპრესიას, უბრალოდ, ადგილი არ აქვს თქვენს ცხოვრებაში! ნუ დაუმალავთ თქვენს ნიჭს და შესაძლებლობებს გარშემო მყოფებს.
შაბათ-კვირას შეეცადეთ, არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები.
სასიკეთო დღეები: 9, 12.
არასასიკეთო დღე: 10
მერწყული
ამ კვირაში სასიამოვნო სიურპრიზები, ძირითადად, სამსახურს ეხება, რაც საშუალებას მოგცემთ გააცნობიეროთ მრავალმხრივი შესაძლებლობები. შესაძლოა ახალი საინტერესო სამუშაოს შეთავაზება მიიღოთ. მერწყულები ამ კვირაში აუცილებლად უნდა მოერიდონ კონფლიქტებს. თუ რაიმე სახის ბრძოლაში ჩაერთვებით, ყველა თვალსაზრისით წააგებთ. ოთხშაბათს აირჩიეთ რაც შეიძლება პოზიტიური აქტივობები და ისინი ენერგიით აგავსებენ. ხუთშაბათს რაღაც პრობლემა თავისთავად მოგვარდება, თუ ამაზე ფიქრს შეწყვეტთ. პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა.
შაბათ-კვირა ბუნებაში საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ.
სასიკეთო დღეები: 8, 11.
არასასიკეთო დღე: 9.
თევზები
ამ კვირაში გაგიჩნდებათ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი, თუმცა სამუშაო შესაძლოა არასტაბილური იყოს. არ აჰყვეთ ემოციებს, იყავით ყურადღებიანი დეტალების მიმართ, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები. ახლა დროა გადახედოთ თქვენი საქმიანობის სფეროს. ახალი ნაცნობები ახალ იდეებს შემოგთავაზებენ, რაც შესანიშნავ პერსპექტივებს გაგიხსნით. თქვენი ავტორიტეტი შესამჩნევად გაიზრდება.
შაბათ-კვირას ყოველგვარი ექსტრავაგანტურობა გეპატიებათ; გამოიყენეთ თქვენი ხიბლი საქმის ინტერესებისთვის.
სასიკეთო დღეები: 10, 12.
არასასიკეთო დღე: 7.
თამთა გურული
კომენტარები