ცნობილია ახალგაზრდის ვინაობა, რომელიც მეტეხის ხიდზე დატრიალებულ ტრაგედიას ემსხვერპლა (ვიდეო)

თბილისში, მეტეხის ხიდთან ავტომობილი მტკვარში ჩავარდა. ავტომობილის ამოყვანის შემდეგ მაშველებმა იქ ცხედარი იპოვეს.
სამაშველო სამუშაოს რამდენიმე საათი დასჭირდა, ვინაიდან ავტომობილი 17 მეტრის სიღრმეზე იყო ჩავარდნილი. როდესაც მყვინთავებმა „ფორდის“ მარკის ავტომობილი წყლის ზედაპირზე ამოიტანეს, ნახეს, რომ სალონში გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი იყო.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი გიგი ზარანდიაა. როგორც მისი ოჯახის ერთ-ერთი ნათესავი, ელენე შენგელია წერს ფეისბუქში, გიგი ახალი დაქორწინებული იყო, წყვილი ბავშვს ელოდებოდა და 10 დღეში ქორწილი უნდა გადაეხადათ.
„ადრეც დაემართა ავარია. 2 წლის წინ ბაიკით დაიმტვრა, მაშინ რაღაც პერიოდი კომაში იყო, მერე ბაიკი გაყიდა და ახლა მანქანით დაემართა. არადა მძღოლიც მაგარი იყო და პიროვნულადაც უკარგესი ადამიანი“, – ჰყვებიან მასზე ახლობლები.
კომენტარები