იტალიის აეროპორტში კატამ „რაინეარის“ რეისი გააუქმა

ავიაკომპანია „რაინეარის“ კუთვნილი „ბოინგ 737“, რომელიც იტალიიდან გერმანიაში უნდა გაფრენილიყო, ორი დღის განმავლობაში რომის ჩამპინოს აეროპორტში იდგა.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ აფრენამდე ცოტა ხნით ადრე ეკიპაჟმა ბორტზე კატის კნავილი ხმა გაიგო.
The Sun-ის ცნობით, კატა ელექტროგანყოფილებაში იყო მიმალული. ვინაიდან მისი დაჭერა ვერ მოხერხდა, კომპანია იძულებული გახდა, თვითმფრინავის კარები ღია დაეტოვებინა, რათა კატა თავისით გამოსულიყო.
მაგრამ კატა სითბოში კარგად გრძნობდა თავს, ამიტომ „ბოინგში“ ორი დღის განმავლობაში დარჩა და თვითმფრინავის სხვადასხვა ნაწილში გადაადგილდებოდა. „რაინეარს“ გარისკვა არ უნდოდა და მოთმინებით ელოდა, როდის ინებებდა ცხოველი თვითმფრინავის დატოვებას.
ორდღიანი ლოდინისა და საჰაერო ლაინერის ტექნიკური მდგომარეობის გულდასმით შემოწმების შემდეგ, ეკიპაჟმა რომის აეროპორტიდან აფრენა შეძლო.
Cat caused chaos by boarding Ryanair plane just before departure: A stowaway cat caused cancellation of a Ryanair flight in Rome last week, that also led to a two-day grounding after the feline intruder started hiding inside the aircraft’s avionics compartment.
The incident took… pic.twitter.com/Fjgi9RiNnR
— FL360aero (@fl360aero) February 10, 2025
🐱A cat boarded a plane and grounded flights for two days.
A Ryanair Boeing 737 was preparing to take off from Rome to Germany when the crew heard meowing just before passengers were about to board. When they tried to catch it, it escaped into the electronics compartment and hid… pic.twitter.com/F7yrGgpXdx
— Uncensored News (@uncensorednews9) February 11, 2025
მანანა ბანძელაძე
კომენტარები