მიგრაციამსოფლიო

რამდენი ქართველი ექვემდებარება აშშ-დან დეპორტაციას?

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ Fox News-ისთვის მიწოდებული მონაცემების თანახმად, 2024 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით, დეპორტაციის საბოლოო სასამართლო ბრძანება ქვეყანაში მყოფ 1 445 549 ადამიანზე გაიცა, რომლებსაც შტატების მოქალაქეობა არ აქვთ.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, დეპორტაციას დაქვემდებარებული ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში ჰონდურასიდან არის ჩასული. მათი რიცხვი 261 651-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სიაში ყველაზე ცოტა, თითო-თითო მოქალაქე, ლიხტენშტაინიდან, მონაკოდან, სან-ტომე და პრინსიპიდან, სენ-პიერი და მიკელონიდან, ტუვალუდანა და ვანუატუდან არის.

რაც შეეხება საქართველოს, დეპორტაციის საბოლოო სასამართლო ბრძანების მიხედვით, აშშ-დან დეპორტაციას 833 ქართველი ექვემდებარება. მეზობელი ქვეყნებიდან სიაში აზერბაიჯანის 709, სომხეთის 2 808, თურქეთის 3 103 და რუსეთის 3 518 მოქალაქე მოხვდა.

დონალდ ტრამპმა მიგრანტებთან დაკავშირებით პოლიტიკა თეთრ სახლში შესვლისთანავე გაამკაცრა და ამაზე ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს ამახვილებდა ყურადღებას. აშშ-ის ისტორიაში „დეპორტაციის ყველაზე დიდი ოპერაცია”“ რამდენიმე დღის წინ დაიწყო და აღნიშნული მიზეზით ყოველდღიურმა დაპატიმრებებმა 1000-ს პირველად გადააჭარბა.

forbes.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close