ვიდეომსოფლიოპოლიტიკა

„ჩაშლილი“ საინაუგურაციო ამბორი, მელანია ტრამპის სტილის მასტერკლასი და ხმლით დაჭრილი ტორტი (ვიდეო)

20 იანვარს ვაშინგტონში აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. ტრამპს მთელი დღის განმავლობაში ახლდა ოჯახი და, რა თქმა უნდა, მეუღლე მელანია ტრამპი. სწორედ მელანია გახდა ინაუგურაციის ცერემონიის ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი.

პრეზიდენტის 54 წლის მეუღლე ორი look-ით გამოჩნდა ცერემონიაზე – ოფიციალური დღის და ელეგანტური საღამოს კაბით. პირველი ლედის სტილი ამჯერადაც დასამახსოვრებელი და განსაკუთრებული აღმოჩნდა.

ოფიციალური ღონისძიებისთვის მელანია ტრამპმა აირჩია Adam Lippes-ის ელეგანტური და მკაცრად მოწესრიგებული ულამაზესი ღრმა მუქი ლურჯი ფერის კოსტიუმი, ხოლო მისი ქუდი დიზაინერმა Eric Javits-მა დაამზადა.

სწორედ ეს ქუდი გახდა საპრეზიდენტო „ჩაშლილი“ ამბორის მიზეზი, რადგან იმდენად ფართო იყო, რომ პრეზიდენტი, უბრალოდ, ვერ მისწვდა პირველი ლედის სახეს. ეს კაზუსი სატელევიზიო კამერებმა გადაიღეს, რომლებიც ცერემონიას პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტშიც.

მელანია ტრამპის თავშეკავებული, მკაცრი იმიჯი არაერთმა ადამიანმა და მსოფლიო პრესამ მოიწონა. პირველი ლედის საღამო კაბის სტილიც დასამახსოვრებელი და განსაკუთრებული აღმოჩნდა.

მელანია ინაუგურაციის შემდგომ წვეულებაზე შავი დეტალებით გაფორმებული ულამაზესი თეთრი კაბით გამოჩნდა. პირველი ლედის კაბა ჰერვე პიერმა შექმნა. მელანიას ჩაცმულობა მოდის სფეროს ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს და მის კაბას „ყველაფრის მთქმელი“ უწოდეს.

ასე­ვე ბრწყი­ნავ­და „ოდ­რის კა­ბა­ში“ გა­მო­წყო­ბი­ლი პრეზიდენტის ქა­ლიშ­ვი­ლი ივან­კა ტრამ­პი. ეს კაბა სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის შეიქმნა 1954 წლის ოდრი ჰე­პ­ბერ­ნის ცნო­ბი­ლი კა­ბის ანალოგიით.

ელე­გან­ტუ­რად გამოიყურებოდა და ტრა­დი­ცი­უ­ლი უბ­რა­ლო­ე­ბით გა­მოირჩეოდა ვიცე-პრე­ზი­დენტ ჯეი დი ვენ­სის მეუღლე უშა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მეჯლისს არ და­ეს­წრო ტრამ­პის უმ­ცრო­სი ვაჟი – ბა­რო­ნი.

უკვე ამბობენ, რომ თეთრ სახლში მოდა დაბრუნდა, თუმცა პირველი ლედი სულაც არ აპირებს თეთრი სახლის  „მშვენიერი დიასახლისის“ როლით შემოიფარგლოს. მან ახლახან საკუთარი კრიპტოვალუტა MELANIA  გამოუშვა, რომელიც 12.36 დოლარი ღირს.

ცნობისათვის, 18 იანვარს საკუთარი კრიპტოვალუტა ტრამპმაც გამოუშვა Solana-ს ქსელში – „ოფიციალური მემკოინის“ მაქსიმალურმა ფასმა 77 დოლარი შეადგინა.

გალა საღამოს კულმინაცია აშშ-ის დროშის ფერებში გაფორმებული სადღესასწაულო ტორტის წარდგენა გახდა. ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა ტორტის გაჭრა ხმლით გადაწყვიტა, თუმცა როგორც კი Village People-ის სიმღერა “Y.M.C.A.” გაისმა  ტრამპმა იარაღით ხელში ცეკვა დაიწყო.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close