საბაგიროს სავარძელი 15 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა – ავარია ესპანეთის სათხილამურო კურორტზე (ვიდეო)
ათობით ადამიანი დაშავდა საბაგიროზე მომხდარი ავარიის შედეგად ესპანეთში, პირენეს სათხილამურო კურორტ ასტუნზე, საფრანგეთის საზღვართან. რეგიონული სამაშველო სამსახურის უფროსის, მიგელ ანხელ კლავეროს განცხადებით, დაშავებულებს შორის არიან ისეთებიც, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.
ესპანური გამოცემა El Pais წერს, რომ დაშავებულია ოთხი ადამიანი: ორი მძიმედ, ორი მსუბუქად. კიდევ ოთხი ადამიანი დაკვირვებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ადგილზე დახმარება 20-მდე ადამიანს გაუწიეს.
სამოქალაქო გვარდიაში აცხადებენ, რომ „საბაგიროს სავარძელი15 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა“, ავარიის მიზეზების გასარკვევად გამოძიება დაიწყო
დაშავებულების საავადმყოფოში გადასაყვანად სასწრაფო დახმარების 24 მანქანა და 4 ვერტმფრენი იყო მობილიზებული.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ შეძრულია ამ ავარიის შესახებ ცნობით. „ჩვენი თანაგრძნობა დაშავებულებსა და მათ ოჯახებს“,- განაცხადა მან.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები