კულტურასაბერძნეთისაქართველო
ათონის მთაზე ქართული ვაზის ჯიშები გაშენდა
ათონის წმინდა მთაზე ქართული ადგილობრივი ვაზის ჯიშების ნერგები დარგეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ქართული ვაზის ჯიშები ვატოპედის სამონასტრო კომპლექსთან არსებული მთავარანგელოზების სახელობის ტაძრის „ქართული კელიის“ ტერიტორიაზე გაშენდა.
კელიის ტერიტორიაზე ქართული ვაზის 30 ჯიშის 500-ზე მეტი ნამყენი ნერგი 13 ნოემბერს, 100 ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს დაირგო.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მხრიდან მონასტერს ვაზის ჯიშებთან ერთად ქართული ადგილობრივი ხორბლის 10 სახეობისა და ჯიშის სათესლე მასალაც გადაეცა.
კომენტარები