სპორტი

ევროპის U23 ჩემპიონატზე კიდევ ორმა ქართველმა ძიუდოისტმა მოიპოვა ოქროს მედალი

საქართველო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა

პოლონეთის ქალაქ პილაში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში 16 ნოემბერს საქართველოს ნაკრების კიდევ ორმა წევრმა მოიპოვა უმაღლესი სინჯის მედალი – კოტე კაპანაძემ (81 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ).

მძიმეწონოსანმა ირაკლი დემეტრაშვილმა ფინალში მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი – ტერესინსკი ეფექტური იპონით დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონი გახდა.

კოტე კაპანაძემ კი ფინალში იტალიელი ძიუდოისტს – მადალონის სძლია და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა სამი მედალი მოიგეს:  გიორგი ტერაშვილმა (73 კგ) – ოქრო, ნინო ლოლაძემ (57კგ) – ვერცხლი, თენგო ზირაქაშვილმა (66 კგ) კი – ბრინჯაო.

23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ინდივიდუალური შეჯიბრებების დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრები მამაკაცთა და ქალთა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.

ხვალ, 17 ნოემბერს კონტინენტის პირველობაზე შერეული გუნდური ასპარეზობა გაიმართება.

ნუცა ყაველაშვილი

სამივე სინჯის მედალი პირველივე დღეს ევროპის ჩემპიონატიდან

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close