მსოფლიო მოდისა და დიზაინის დედაქალაქ მილანში წინასაშობაო მზადება დაიწყო. დუომოს მოედანზე რამდენიმე ბრენდულმა მაღაზიამ და სხვა დაწესებულებებმა თავიანთი ვიტრინები უკვე გააფორმეს მილანელებისა თუ ქალაქის სტუმრების თვალისა და გულის გასახარად.
„დიორმა“ წელს ზღვის თემატიკა აირჩია, „ლუი ვიტონმა“ – ბავშვების საყვარელი ატრაქციონი-კარუსელი სხვადასხვა ცხოველით… ნაძვის ხის სათამაშოებად „ტრანსფორმირებული“ მაფინებით და ტორტებით ეპატიჟება უძველესი, 200 წლის „პასტიჩერია მარკეზი“ (იტ. Pasticceria Marchesi – საკონდიტრო დაარსდა 1824 წელს), გამვლელ-გამომვლელებს… გარემო უკვე ივსება წინასაშობაო ფერებით, ხმებით, ფიგურებით, სინათლეებითა და განწყობებით.
ლალი დავითულიანი
ავტორის ფოტოები და ვიდეოები
კომენტარები