მსოფლიოში პოპულარულმა გამოცემა People-მა 2024 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა – რეიტინგში პირველი ადგილი 45 წლის ამერიკელ მსახიობსა და რეჟისორს ჯონ კრასინსკის ერგო.
თავად კრასინსკის თქმით, მისთვის ამ სტატუსის მიღება მოულოდნელი იყო. „არავითარი აზრი არ მაქვს, გარდა იმისა, რომ შესაძლოა გამეხუმრნენ“, – ასეთი რეაქცია ჰქონდა მას თავის ახალ სტატუსზე.
Introducing PEOPLE’s 2024 #SexiestManAlive, @JohnKrasinski. 🔥 Pick up your issue on newsstands this week. https://t.co/H792MltVUC
📷: Julian Ungano pic.twitter.com/2rLAbwpRBx
— People (@people) November 13, 2024
უნიკალური იუმორითა და ქარიზმით განთქმული მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ჯონ კრასინსკი (John Krasinski) ფართო საზოგადოებამ გაიცნო NBC-ს ცნობილი სერიალიდან The Office, სადაც იგი ჯიმ ჰალპერტის როლს ასრულებდა. კრასინსკი უკვე 14 წელია ბრიტანელ მსახიობ ემილი ბლანტზეა დაქორწინებული. წყვილს 2 ქალიშვილი ჰყავს – 10 წლის ჰეიზელი და 8 წლის ვაიოლეტი.
ყველაზე სექსუალური მამაკაცის დასახელება ჟურნალ People-ის ყოველწლიური ტრადიციაა. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ეს ტიტული პატრიკ დემპსის ერგო, 2022 წელს – კრის ევანსს, 2021 წელს კი – პოლ რადს.
ნანა ძნელაძე
კომენტარები