მიგრაციამსოფლიო

გერმანიის შემდეგ სასაზღვრო კონტროლს შენგენის ზონის კიდევ ერთი ქვეყანა ამკაცრებს

მიმდინარე წლის 9 დეკემბრიდან ნიდერლანდები არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად სახმელეთო საზღვრის კონტროლს გაამკაცრებს.

ნიდერლანდების ხელისუფლების ცნობით, სასაზღვრო კონტროლი 6 თვის განმავლობაში, 2024 წლის 9 დეკემბრიდან 2025 წლის 9 ივნისამდე იმოქმედებს. მათივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია არ გამოსწორდება, საზღვრის კონტროლის პერიოდი გახანგრძლივდება.

ნიდერლანდებში მეზობელი გერმანიიდან და ბელგიიდან ყოველწლიურად საზღვრის კვეთის ასობით შემთხვევა ფიქსირდება. ამჟამად პოლიცია საზღვარზე შემოწმებებს შემთხვევითობის პრინციპით ატარებს.

ნიდერლანდები, ისევე როგორც გერმანია, შენგენის ზონაში შემავალი სახელმწიფოებია, რაც მათ საზღვრებისგან თავისუფალ სამოგზაურო ზონაში აქცევს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან და ევროკავშირის არაწევრ რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოსთან ერთად. მიუხედავად ამისა, EU-ს პოლიტიკის თანახმად, წევრ ქვეყნებს ბლოკის მასშტაბით არსებულ შიდა საზღვრებზე ინდივიდუალური კონტროლის მექანიზმების დაწესების უფლება მაინც აქვთ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას რეალური საფრთხე ექმნება, მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოების კუთხით. ამასთან, ევროკავშირის შიდა საზღვრების კონტროლის გამკაცრება ქვეყნისათვის უკიდურესი ბერკეტი უნდა იყოს, რომელიც მხოლოდ შეზღუდული დროით იმოქმედებს.

მანანა ბანძელაძე

ამავე თემაზე: გერმანია სახმელეთო საზღვრებზე კონტროლს აღადგენს – ეს გადაწყვეტილება „დე ფაქტო შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას ნიშნავს“?

ქარის წისქვილების ქვეყანა – 12 ფაქტი ნიდერლანდების შესახებ

ქარის წისქვილების ქვეყანა – 12 ფაქტი ნიდერლანდების შესახებ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close