ქართველები უცხოეთშისპორტი

„იუვენტუსი“ მზად არის, გოგლიჩიძეში შვიდი მილიონი ევრო გადაიხადოს

ქართველი მცველით დაინტერესებულია ჯუნტოლი, რომელმაც კვარაცხელია „ნაპოლიში“ გადაიყვანა

საბა გოგლიჩიძის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და მართალია, იგი საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის ორ მატჩში უკრაინისა (16 ნოემბერს – რედ.) და ჩეხეთის წინააღმდეგ (19 ნოემბერს – რედ.) ვერ დაეხმარება, მაგრამ სანაკრებო პაუზის შემდეგ მოედანზე დასაბრუნებლად მზად უნდა იყოს. ამ დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ემპოლის“ 20 წლის ქართველი მცველით იტალიური და ევროპული ფეხბურთის გრანდი „იუვენტუსი“ დაინტერესდა. ამის შესახებ Juvelive-ი წერს.

რაც ყველაზე საინტერესოა, გოგლიჩიძის მიმართ ინტერესი „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა, ჯუნტოლიმ გამოავლინა, რომელმაც „ნაპოლიშიხვიჩა კვარაცხელია გადაიყვანა. ცნობილი ხდება, რომ ტურინელებმა ალბანეთის ნაკრების მცველის, ადრიან ისმაილის კანდიდატურას ახალგაზრდა ქართველი ამჯობინეს.

„როგორც ჩანს, „იუვენტუსი“ ახალგაზრდა ტალანტებზე ორიენტირებულ სტრატეგიას აგრძელებს და სურს, დაცვა გააძლიეროს. ბოლო საათებში გავრცელებულ სახელებს შორისაა „ემპოლის“ ფეხბურთელი, 2004 წელს დაბადებული საბა გოგლიჩიძე, რომელმაც სერია A-ში სეზონი განსაკუთრებით კარგად დაიწყო. ახალგაზრდა მცველმა რამდენიმე გუნდის ყურადღება მიიპყრო. როგორც ჩანს, ტურინელები მზად არიან, კონკრეტული ნაბიჯები გადადგან და ქართველის ტრანსფერში „ემპოლის“ დაახლოებით 7 მილიონი ევრო შესთავაზონ.

„იუვენტუსის“ ინტერესი საბა გოგლიჩიძის მიმართ წარმოადგენს მნიშვნელოვან სიგნალს ტურინული კლუბის საბაზრო სტრატეგიაზე, რომელმაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში აჩვენა განზრახვა, გააძლიეროს გუნდი პერსპექტიული ახალგაზრდა ტალანტებით. 2004 წელს დაბადებულმა მცველმა ამ დრომდე მაღალი დონე გამოავლინა და ადაპტირება შეძლო. მისი თვისებები კი „ბიანკონერისთვის“ განსაკუთრებით მიმზიდველია.

ემპოლისთან“ შესაძლო გარიგება, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 7 მილიონი ევროა, შეიძლება იყოს გონივრული ინვესტიცია „იუვენტუსისთვის“ და საიმედო გრძელვადიან პერსპექტივას უზრუნველყოფდეს. მოლაპარაკებები ზაფხულისთვის იგეგმება, რაც გოგლიჩიძეს საშუალებას მისცემს, კიდევ ერთი სეზონი დარჩეს ტოსკანაში, „ემპოლის“ ფორმით ზრდა განაგრძოს და სერია A-ში გამოცდილება შეიძინოს.

იყო საუბარი „იუვენტუსში“ ტოსკანური გუნდის კიდევ ერთი მცველის, არდიან ისმაილის ტრანსფერზე, მაგრამ მათ შორის კონტაქტი არ ყოფილა და ტურინელებისგან განსაკუთრებული ინტერესი არ შეინიშნება. ალბანელი მცველი, მიუხედავად იმისა, რომ უფრო გამოცდილი და უკვე ჩამოყალიბებული მოთამაშეა, „ბებერი ქალბატონის“ უახლოეს გეგმებში არ შედის. ეს იმის ნიშანია, რომ „ბიანკონერის“ ყურადღება აშკარად ახალგაზრდა გოგლიჩიძეზეა მიმართული.

ეს მიდგომა ხაზს უსვამს „ბებერი ქალბატონის“ სურვილს, ინვესტირება მოახდინოს იმ ახალგაზრდებში, რომლებსაც მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალი აქვთ – ასეთია კლუბის ბოლოდროინდელი პოლიტიკა. აქცენტი გოგლიჩიძეზე სიგნალია მომავალში დიდი პოტენციალის გუნდის ჩამოყალიბებაზე“, – წერს იტალიური გამოიცემა.

მერაბ მამულაშვილი

1 tv.ge

p. s. ცნობისათვის, საბა გოგლიჩიძე ქუთაისის „ტორპედოდან“ იტალიის უმაღლესი ლიგის გუნდში, „ემპოლიში“ 2024 წლის 4 იანვრიდან გადავიდა. კლუბს 19 წლის ქართველის შეძენა სულ 450 000 ევრო დაუჯდა. გოგლიჩიძეს წლევანდელ სეზონში იტალიის ჩემპიონატში გამართული 12 ტურის შემდეგ 9 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. „ტრანსფერმარკტზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ემპოლის“ 20 წლის მცველის სატრანსფერო ფასი, რომელიც პორტალმა 18 ოქტომბერს განაახლა, ხუთი მილიონი ევროა, მაშინ როდესაც ივნისში მისი სატრანსფერო ფასი სულ რაღაც 300 ათასი ევრო იყო.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო, ჯერჯერობით არასრული შემადგენლობით. გუნდის წევრების ნაწილი 11 ნოემბერს საგურამოში შეიკრიბა. სრული შემადგენლობით მზადება კი დღეიდან, 12 ნოემბრიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი ბათუმში 16 ნოემბერს უკრაინას უმასპინძლებს, 19 ნოემბერს კი ჩეხეთთან სტუმრად ქალაქ ოლომოუცში ითამაშებს. დისკვალიფიკაციის გამო უკრაინასთან საშინაო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს.

ნუცა ყაველაშვილი

დაკავშირებულ თემაზე: ვილი სანიოლმა ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში  23 ფეხბურთელი გამოიძახა

ორი ქართველის დაპირისპირება სერია A-ში – კვარაცხელიას გოლით „ნაპოლიმ“ გოგლიჩიძის „ემპოლი“ დაამარცხა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close