ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 11 – 17 ნოემბერი

ამ კვირაში არ უნდა იჩქაროთ. ნოემბრის ამ პერიოდს კანონზომიერება შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში და, ფაქტობრივად, ერთფეროვნებას ესაზღვრება. თქვენ შეგიძლიათ გაახალისოთ ეს ერთფეროვნება, არ მიიღოთ ის და მასთან ბრძოლა ყველანაირად ცადოთ. თავად გადაწყვიტეთ, როგორ წარიმართება თქვენთვის მომავალი დღეები და როგორ უნდა გამოიყენოთ ეს დროებითი სიმშვიდე თქვენს სასარგებლოდ. დაფიქრდით – რატომ არ უნდა დაიწყოთ თქვენი გარეგნობისა და სულიერი სამყაროს გაუმჯობესება ახლავე? მეტიც, გექნებათ თავისუფალი დრო კითხვისთვის, სპორტისთვის, კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად და რატომ არ უნდა გამოიყენოთ?! განა ხშირად გაქვთ თავისუფალი დრო, რომ საკუთარ თავს ამდენი ფუფუნების უფლება მისცეთ?!

ვერძი

ამ კვირაში ზოგიერთ პროფესიულ საკითხზე გაგიჭირდებათ კოლეგებთან საერთო ენის გამონახვა. შეეცადეთ, ობიექტურად შეაფასოთ არსებული მდგომარეობა. მოერიდეთ ზედმეტ კამათს. უსიამოვნებებს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ, ნურაფრის შეგეშინდებათ და აუცილებლად იპოვით რეალურ გამოსავალს ამ სიტუაციიდან. აქტიურობა და გამბედაობა საშუალებას მოგცემთ, დაუგეგმავ წარმატებას მიაღწიოთ. კარგი დროა ახალი სასიყვარულო ურთიერთობებისთვის: ბევრი თქვენგანისთვის ღირსეული და მიმზიდველი პარტნიორის პოვნის შანსი საკმაოდ მაღალია, თუმცა სამსახურში რომანტიკულ ფლირტში ჩართვას ვარსკვლავები არ გირჩევენ.

სასიკეთო დღეები: 12, 15.

არასასიკეთო დღე: 17.

კურო

ამ კვირაში შეეცადეთ, მაქსიმალურად მოიკრიბოთ ძალა და აზრები და ისე იმოქმედოთ. ახლობლების დახმარება და ცხოვრებისადმი თქვენი აუღელვებელი, ფხიზელი დამოკიდებულება დაგეხმარებათ, ნებისმიერ სიტუაციას გაუმკლავდეთ. კარიერაში და პირად ცხოვრებაში წარმატებები გელით. სამშაბათს უნდა მიიღოთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები, მაგრამ დიდი სიფრთხილე გჭირდებათ. ეს დღე ძალზე არახელსაყრელია ხანგრძლივი მოგზაურობისთვის. ხუთშაბათს მოუსმინეთ ირგვლივ მყოფთა რჩევებს. უფრო კონკრეტულად უნდა განსაზღვროთ თქვენი ოცნებები და სურვილები. მოსალოდნელია სერიოზული ცვლილებები თქვენს პირად ცხოვრებაში.

სასიკეთო დღეები: 11, 16.

არასასიკეთო დღე: 14.

ტყუპი

ამ კვირაში, პროფესიული თვალსაზრისით, თქვენი პრობლემებიდან ბევრი მოგვარდება და სწორი გზა გამოჩნდება. ღირს თქვენს პერსპექტივებზე ფიქრი და გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაიწყეთ მშვიდად მოქმედება. შემოქმედებითი განწყობა საშუალებას მოგცემთ თქვენი მეგობრები და კოლეგები ახალი იდეებით გააოცოთ. ვინაიდან ამ პერიოდში ბევრ თქვენგანს შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული პრობლემები პირად ცხოვრებაში, ძალიან მნიშვნელოვანია ფრთხილად იმოქმედოთ, გაუძლოთ ყველა სახის ცდუნებას და შეინარჩუნოთ სტაბილური ურთიერთობა ირგვლივ მყოფებთან.

სასიკეთო დღეები: 14, 17.

არასასიკეთო დღე: 12.

კირჩხიბი

ამ კვირაში შეგიძლიათ წარმატებით გაუმკლავდეთ მნიშვნელოვან საქმეებს, მაგრამ ფრთხილად და ყურადღებით იყავით, ნუ გარისკავთ და სახიფათო სიტუაციებს მოერიდეთ. ნუ იტყვით უარს მივლინებებსა და ხანგრძლივ მოგზაურობებზე, მათ შეუძლიათ წარმატება მოგიტანონ და, ამავდროულად, სევდიანი ფიქრებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარონ. პარასკევს შეძლებთ საკუთარი ნიჭის გამოვლენას. შეეცადეთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს თქვენთვის ხელსაყრელი დრო. შაბათს ოჯახში ყველა საკამათო საკითხი შეიძლება მშვიდობიანად მოგვარდეს.

სასიკეთო დღეები: 13, 15.

არასასიკეთო დღე: 11.

ლომი

ამ კვირაში თქვენი დატვირთულობა და ემოციური დაძაბულობა გამოვლინდება, შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ ზედმეტი აურზაური და გაღიზიანება. კარგი კვირაა ანალიზისა და ინფორმაციის შეგროვებისთვის. საქმიანი ნაცნობობა შეიძლება ძლიერ კავშირებში გადაიზარდოს. ეცადეთ, წვრილმანებში არ ჩაიძიროთ, ყურადღება გაამახვილეთ მთავარ და მნიშვნელოვან საკითხებზე. კვირის ბოლოს შეეცადეთ, ენერგია სამომავლო საქმეებისთვის დაზოგოთ. შაბათ-კვირას მოსალოდნელია სიხარულით სავსე მოულოდნელი შეხვედრები.

სასიკეთო დღეები: 15, 16.

არასასიკეთო დღე: 14.

ქალწული

ამ კვირაში მოერიდეთ დაუფიქრებელ ქმედებებს, ამას არავინ დაგიფასებთ. ჯობს დაგროვილ წვრილმან პრობლემებთან გამკლავება სცადოთ. კვირის პირველ ნახევარში მოსალოდნელია შეხვედრების, ზარებისა და საბუთების ნაკადი, ასევე სავარაუდოა დამატებითი აურზაური, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზაციულ საკითხებთან. პარასკევს უფრთხილდით ფინანსურ საკითხებში დაბნეულობას. მშვიდად იმოქმედეთ და შეეცადეთ იპოვოთ ახალი გზები და შესაძლებლობები ზედმეტი დაძაბულობისა და სტრესისგან თავის დასაცავად. შაბათ-კვირას შეეცადეთ ემოციებს არ აჰყვეთ, იყავით ყურადღებიანი საყვარელი ადამიანების მიმართ.

სასიკეთო დღეები: 11, 17.

არასასიკეთო დღე: 12.

სასწორი

ამ კვირაში თქვენი ახალი საქმიანი კავშირები გაძლიერდება, შეუპოვრობა და პროფესიონალიზმი წარმატებამდე მიგიყვანთ. ბიზნეს პარტნიორებთან ნებისმიერი მოლაპარაკება პროდუქტიული იქნება. ოთხშაბათს ყურადღება გაამახვილეთ სამუშაოზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებზე და მაშინვე გამონახავთ დროს ნებისმიერი პროექტის დასასრულებლად. არ არის გამორიცხული, შაბათ-კვირას ძველ მეგობართან ან ყოფილ კოლეგასთან განაახლოთ ურთიერთობა. ასევე, მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა.

სასიკეთო დღეები: 11, 13.

არასასიკეთო დღე: 15.

მორიელი

მოიკრიბეთ გამბედაობა და ძალა, რადგან საკმაოდ დატვირთული კვირა გელით. სამაგიეროდ სოლიდურ მოგებას მიიღებთ. კარგი პერიოდია ძველი საქმეების დასასრულებლად და დაგეგმვისთვის, მაგრამ არა ახალი იდეების განსახორციელებლად. საფინანსო სექტორში კარგი სიახლეა მოსალოდნელი, რაც, სავარაუდოდ, სამკაულებს უკავშირდება. გამოავლინეთ თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი, გამოიყენეთ თქვენი უნარები პრაქტიკაში. შაბათ-კვირას მეტი ყურადღება და ზრუნვა გამოიჩინეთ საყვარელი ადამიანის მიმართ.

სასიკეთო დღეები: 12, 17.

არასასიკეთო დღე: 14.

მშვილდოსანი

სამსახურში და საქმიან პარტნიორებთან მიმართებაში შეეცადეთ უფრო თავშეკავებულად მოიქცეთ, მოთოკეთ ემოციები, რომლებიც ხელს გიშლით და მშვიდად და ობიექტურად ისაუბრეთ. მაშინაც კი, თუ აღმოაჩენთ ვინმეს ეგოისტურ ინტერესებს, იყავით ნეიტრალური. უმჯობესია თქვენი ძალა და ენერგია ახალი საქმიანი კავშირების დამყარებაზე გაამახვილოთ. თქვენი შრომისმოყვარეობა საშუალებას მოგცემთ, თქვენი ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესოთ. მათ, ვინც დიდი ძალისხმევა დახარჯა სამუშაოს ძიებაში, შეიძლება მიიღონ შესანიშნავი შეთავაზებები. მშვიდობა და კეთილდღეობა გელოდებათ სახლში და სამეზობლოში.

სასიკეთო დღეები: 13. 16.

არასასიკეთო დღე: 12.

თხის რქა

ამ კვირაში პროფესიულ სფეროში ხელიდან ნუ გაუშვებთ მშვენიერ შესაძლებლობებს, რომლებიც კარიერულ კიბეზე აგიყვანთ. დახმარებისთვის მიმართეთ თქვენს ეფექტურობას და პუნქტუალურობას და აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას. მოსალოდნელია მცირე კონფლიქტები ხელმძღვანელობასთან და თუ არ გაქვთ ყოველდღიური ურთიერთობა, მაშინ თქვენი შეცდომების დანახვით და მათი გამოსწორებით მხოლოდ სარგებელს მიიღებთ. ხუთშაბათს შესაძლებელია იმედგაცრუება პირად სფეროში. შაბათ-კვირას შეეცადეთ, დრო მშვიდ გარემოში გაატაროთ და ახალ კვირას ენერგიით სავსე შეხვდეთ.

სასიკეთო დღეები: 12, 17.

არასასიკეთო დღე: 16.

მერწყული

ძალიან კარგი კვირაა ბევრი თქვენგანისთვის კარიერის მხრივ. პროექტი, რომელსაც ელოდებით, სრულად დამტკიცდება და ამოქმედდება. ზოგიერთ თქვენგანს კი სამსახურში კვირის დასაწყისში საქმე ექნება ქაღალდებთან, მოხსენებებთან და სხვა მოსაწყენ, მაგრამ საჭირო საქმეებთან. მოსალოდნელია ემოციური დაძაბულობა, რომელიც ოთხშაბათს ჩაცხრება. კვირის მეორე ნახევარი უფრო მშვიდი და მოზომილი იქნება, ვიდრე პირველი. პარასკევს შესაძლებელია საინტერესო შეხვედრები და სასარგებლო ნაცნობობა. შაბათ-კვირა ხელსაყრელია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქმისთვის – რემონტი, სახლის მოწესრიგება და ა. შ.

სასიკეთო დღეები: 11, 14.

არასასიკეთო დღე: 15.

თევზები

მოგზაურობა ამ კვირაში შეიძლება ძალიან წარმატებული იყოს. ბევრის მიღწევა შეგიძლიათ თქვენი ხიბლის დახმარებით, მაგრამ მას ბოროტად ნუ გამოიყენებთ. შუა კვირაში შეიძლება პრობლემები წარმოიშვას, ძველი ვალები თავს შეგახსენებთ. პრობლემების თავიდან ასაცილებლად ან მინიმუმამდე დაყვანის მიზნით საკითხებს რეალისტურად შეხედეთ, არცერთი დეტალი არ გამოტოვოთ და კვირის ბოლოსთვის ყველაფერს მოაგვარებთ. შაბათ-კვირას სანამ რამეს გააკეთებდეთ, ძალიან კარგად დაფიქრდით და ყველაფერი გულმოდგინედ აწონ-დაწონეთ.

სასიკეთო დღეები: 13, 15.

არასასიკეთო დღე: 12.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close