ვიდეორას არ გაიგებ/ფაქტები

735-კილოგრამიანი გოგრა ზუგდიდიდან (ვიდეო)

ზუგდიდში, ახალსოფელში მცხოვრებმა ირაკლი ჯღარკავამ გიგანტური გოგრა მოიყვანა. „ატლანტიკური გიგანტი“ – ასე ჰქვია გოგრას, რომლის თესლიც ირაკლიმ კანადიდან გამოწერა.

გიგანტურმა გოგრამ პოპულარობა მალევე მოიპოვა. მასთან ფოტოების გადასაღებად სხვადასხვა ქალაქიდან ჩადიოდნენ. 735-კილოგრამიანი „ატლანტიკური გიგანტის“ საზეიმო გაჭრაში მთელი სოფელი მონაწილეობდა.

როგორც ირაკ­ლი ჯღარ­კა­ვამ ambebi.ge-ს მოუყვა, ზო­გა­დად, ამ მცე­ნა­რის და­თეს­ვი­დან მო­სავ­ლის აღე­ბამ­დე 120-130 დღეა სა­ჭი­რო.  გოგრის ნაყოფი თურმე, მულტფილმებში რომ არის ხოლმე, ისეთი სისწრაფით იზრდებოდა – ყოველდღე დაახლოებით 15 კი­ლოგ­რა­მს მატულობდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close