სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი სეულის ტურნირის ფინალში ითამაშებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირის ფინალშია.

ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ფრანგი ესკოფიერი ტრავმის გამო შეხვედრაზე ვერ გამოცხადდა. ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში ამჟამად 311-ეა, ფინალში გასვლით 252-ე ადგილზე გადავა.

სეულის ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში იგი იაპონელ ტარო დანიელს შეხვდება, რომელიც შეჯიბრებაზე პირველ ნომრადაა განთესილი და მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 78-ე ადგილზეა. ფინალური დაპირისპირება ხვალ, 3 ნოემბერს, თბილისის დროით დილის 9 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ქართველი ჩოგბურთელის საუკეთესო მაჩვენებელი რეიტინგში მე-16 ადგილი იყო. მას ATP-ის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close