საბერძნეთში მოქმედი „Top-10“ უცხოური მაფია – რომელია ყველაზე სასტიკი და რომელ ადგილზეა ქართული (ვიდეო)
საბერძნეთში ორგანიზებულმა დანაშაულმა საგანგაშო მასშტაბებს მიაღწია, ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა, სულ მცირე, 10 უცხოური მაფიოზური დასჯგუფება.
მათგან შვიდი განსაკუთრებით გამოირჩევა სისასტიკითა და მასშტაბურობით, მათ შორის, ნარკოტიკებით ვაჭრობით, გამოძალვით, ტრეფიკინგით, ფულის გათეთრებითა და არალეგალური იმიგრანტების ევროპაში შეყვანით.
1. თურქული მაფია: ყველაზე სასტიკი
თურქული მაფია ფართოდ არის წარმოდგენილი საბერძნეთში, მისი საქმიანობის ძირითადი სფეროებია იარაღით, ნარკოტიკებით ვაჭრობა და მიგრანტების ტრეფიკინგი, აგრეთვე, ფულის გათეთრება. ბოლო დროს თურქული დაჯგუფებები სხვა კრიმინალურ ორგანიზაციებთან ძალადობრივ შეტაკებებში ჩაერთნენ როგორც საბერძნეთში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში.
აღსანიშნავია, რომ თურქული მაფია სერიოზული საფრთხეა საბერძნეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ფაქტია, რომ თურქული მაფია და MIT (Milli İstihbarat Teşkilatı – თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახური) მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან, რადგან ისინი არიან თურქეთის „წამყვანი ძალა“, როცა მას რაღაცის მიღწევა სურს, რადგან მაფიებს ყოველთვის იყენებენ სახელმწიფოების საიდუმლო სამსახურები.
2. ალბანური მაფია
ალბანური მაფია ცნობილია ნარკოტიკებით ვაჭრობის (ძირითადად, ტრადიციული კანაფის) კონტროლით და დანაშაულებრივი ქმედებებით, როგორიცაა გამოძალვა, მკვლელობები და არალეგალური იმიგრანტების გადაყვანა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ორგანიზაცია საბერძნეთში, რომელიც ფართოდ არის წარმოდგენილი იარაღის შავ ბაზარზე.
3. სერბული მაფია
სერბული მაფია, რომლის „სპეციალიზაციაა“ ნარკოტიკები, ძარცვა და მკვლელობები, აგრეთვე, ინვესტიციებს, ფულის გათეთრებასა და იარაღით ვაჭრობასთან არის კავშირში. მან პარტნიორობა დაამყარა სხვა საერთაშორისო კრიმინალურ ჯგუფებთან და გააფართოვა თავისი საქმიანობა როგორც საბერძნეთში, ისე საერთაშორისო დონეზე.
4. ქართული მაფია
ქართული მაფია, საბერძნეთში – მეტსახელად „ვორ ვ ზაკონე“ (რუს. „კანონიერი ქურდი“), ცნობილია თავისი მონაწილეობით ძარცვაში, გამოძალვასა და კონტრაბანდული სიგარეტებით ვაჭრობაში. ეს ორგანიზაცია საბერძნეთში ორგანიზებული დანაშაულის მთავარი მოთამაშეა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, სახლების გაქურდვაშია სპეციალიზებული.
5. ქურთული მაფია
ქურთული მაფია სპეციალიზებულია იარაღით ვაჭრობაში, არალეგალური იმიგრანტების გადაყვანასა და, ასევე, ჰეროინის ვაჭრობაში. ორგანიზაცია გაძლიერდა არალეგალური საქმიანობით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საბერძნეთში. ქურთები აქტიურად თანამშრომლობენ ავღანელებთან და პაკისტანელებთან ჰეროინის შემოტანისა და გაყიდვის საქმეში.
6. იტალიური მაფია
იტალიურ მაფიას არ აქვს მუდმივი ბაზა საბერძნეთში, მაგრამ თანამშრომლობს სხვა მაფიებთან, როგორიცაა, მაგ., ალბანური მაფია, ნარკოტრეფიკის, ფულის გათეთრებისა და ინვესტიციების სფეროში. ბოლო მონაცემებით, იტალიელი მაფიოზები საბერძნეთში იმალებიან, რათა ევროპული მართლმსაჯულებას დაუსხლტნენ.
7. ჩინური მაფია
მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად შესამჩნევია, ჩინური მაფია აქტიურად არის ჩართული სინთეზური ნარკოტიკების წარმოებისთვის მასალების იმპორტში და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საიდუმლო ორგანიზაციად, რომლის სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი.
8. რუმინული და ბულგარული მაფიები
რუმინელები, ისევე როგორც ბულგარელები, სპეციალიზებულები არიან ქურდობაში, უმეტესად – ტრანსპორტში, ტელეფონით და ინტერნეტით თაღლითობაში და კრიმინალური ჯგუფების ლიდერების დაცვაში.
9. პაკისტანური მაფია
პაკისტანური მაფიის სპეციალიზაციაა ნარკოტიკებით ვაჭრობა (ჰეროინი), კონტრაბანდა.
10. დაჯგუფებები ლათინური ამერიკიდან (მექსიკა, კოლუმბია, ბრაზილია)
მათი საქმიანობის სფეროა ქურდობა, ბანკომატების გატეხა, ბანკების და ბანკების სეიფების ძარცვა, სამედიცინო აღჭურვილობა, პროსტიტუციის მფარველობა, ტრეფიკინგი, ნარკოტიკებით ვაჭრობა სხვა მაფიებთან თანამშრომლობით.
რაც შეეხება ბერძნულ მაფიას, ის ადგილობრივი „პროდუქტია“ და სპეციალიზებულია რეკეტში, ფულის გათეთრებაში, კონტრაბანდულ სიგარეტებით ვაჭრობაში (ძირითადად, პონტოელი ბერძნები), ბენზინის გაყალბებასა და სხვა კრიმინალურ თემებში. ბოშათა მაფიის კრიმინალური საქმიანობის სფეროა ნარკოტიკები, ქურდობა, სატრანსპორტო საშუალებების გატაცება, ძარცვა, ფულის გათეთრება, ყალბი საქონელი, კონტრაბანდა, მევახშეობა, მოპარული საქონლის შესყიდვა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული თაღლითობა. ექსპერტების აზრით, საბერძნეთში ქურდობებისა და ძარცვების 90%-მდე ბოშების ჩადენილია.
მოამზადა ნიკო აბაშიშვილმა
დაკავშირებულ თემაზე: გიორგოს კარაძაფერისი: „ბერძნები, სხვა ემიგრანტებთან შედარებით, ყველაზე საშიშად ქართველებს თვლიან!“
კომენტარები