ხელოვნებასაქართველო

რა ნომრით გამოვა საქართველოს წარმომადგენელი „საბავშვო ევროვიზია 2024“-ზე (ვიდეო)

საქართველოს წარმომადგენელი ანდრია ფუტკარაძე საბავშვო ევროვიზიის სცენაზე მე-9 ნომრად წარდგება.

წლევანდელ კონკურსში, რომელიც 16 ნოემბერს გაიმართება მადრიდში, 17 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

გამომსვლელთა რიგითობა ასეთია: 1. იტალია, 2. ესტონეთი, 3. ალბანეთი, 4. სომხეთი, 5. კვიპროსი, 6. საფრანგეთი, 7. ჩრდილოეთი მაკედონია, 8. პოლონეთი, 9. საქართველო, 10. ესპანეთი, 11. გერმანია, 12. ნიდერლანდები, 13. სან-მარინო, 14. უკრაინა, 15. პორტუგალია, 16. ირლანდია და 17. მალტა.

“To My Mom” – „დედას“ – ასე ჰქვია საბავშვო ევროვიზიაზე ქართველი კონკურსანტის, ანდრია ფუტკარაძის სიმღერას, რომლის ონლაინ პრემიერა 13 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

სიმღერის ავტორია გიგა კუხიანიძე, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა.

ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო, კოსტიუმი კი იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის.

2021 წლის შემდეგ წლევანდელ საბავშვო ევროვიზიაზე ყველაზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. კონკურსანტები გამოვლენ Caja Mágica-ს სცენაზე, რომელიც 7000-მდე მაყურებელს იტევს.

რიგით 22-ე საბავშვო ევროვიზიის სლოგანია Let’s Bloom, რომელიც მასპინძელ მაუწყებელს, RTVE-ს ეკუთვნის.

გასულ წელს საბავშვო ევროვიზიაზე, რომელიც ნიცაში ჩატარდა, საქართველო 12 წლის ანასტასია ვასაძემ წარადგინა სიმღერით Over The Sky. ანასტასიამ მე-14 ადგილი დაიკავა, კონკურსის გამარჯვებული კი, ზედიზედ მეორედ (მთლიანობაში კი – სამჯერ, 2020, 2022 და 2023 წლებში) საფრანგეთი გახდა.

საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს და ამ კონკურსზე სამჯერ მოიპოვა გამარჯვება – 2008, 2011 და 2016 წლებში. ამ მხრივ საქართველო რეკორდსმენი იყო შარშანდლამდე, სანამ საფრანგეთი დაეწეოდა.

შენიშვნა: სტატია განახლებულია 13 ოქტომბერს, 17 სთ-ზე, დამატებული აქვს საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლი.

„რანინას“ მეშვიდე სეზონის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე გახდა, იგი წარადგენს საქართველოს საბავშვო ევროვიზია-2024-ზე (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close