ამინდისაქართველო

როგორი ამინდი იქნება 13-15 ოქტომბერს? – სინოპტიკოსთა განახლებული პროგნოზი

სინოპტიკოსთა პროგნოზით, 12 ოქტომბერს სითბოს ფონზე საქართველოში ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი იქნება. 12-15 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით:

თბილისში 12 ოქტომბრის საღამომდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 13-15 ოქტომბერს კი მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, შემდგომში კი აგრილდება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, შემდეგ კი აგრილდება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსამდე შემცირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 13 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან გრილი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +20 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 13 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან გრილი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +16 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 12 ოქტომბერს შედარებით სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 12 ოქტომბერს შედარებით სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +19 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 12 ოქტომბერს შედარებით სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 12 ოქტომბერს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია შედარებით ცივი და წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +12 გრადუსი იქნება.

13 ოქტომბერს განახლებული პროგნოზით, 14 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close