ამინდისაქართველო

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 ოქტომბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, შემდეგ კი გამოიდარებს და ისევ თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება.

თბილისში შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 9 ოქტომბრის დილამდე დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. შემდეგ კი გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 9 ოქტომბრის დილამდე ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +24 გრადუსი იქნება.

საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 8 ოქტომბერს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, + 29 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 8 ოქტომბერს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი იქნება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close