ვიდეოკულტურასაქართველო

საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, ევროს საკოლექციო ბანკნოტზეც დაიტანეს (ვიდეო)

8000 წლის წინათ ჩვენმა წინაპრებმა ველური ვაზის მოშინაურება დაიწყეს, საიდანაც ღვინის დაყენების ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი.

ამდენი საუკუნის განმავლობაში გადარჩენისთვის ბრძოლის, სისხლიანი ლაშქრობებისა და გაჩეხილი ვაზის მიუხედავად ჩვენმა ქვეყანამ უძველესი ტრადიცია უწყვეტად შეინარჩუნა. დღეს საქართველოში თითქმის ვერ ნახავთ ოჯახს, საკუთარი ხელით დაწურული ღვინით რომ არ ამაყობდეს. სწორედ ასეთი ისტორიისა და უნიკალური გემოვნური თვისებების გამო როგორც 8000 წლის წინანდელი, ისე ახლა დაწურული ქართული ღვინო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა.

საქართველო რომ ღვინის სამშობლოა, ეს ევროპის შუაგულში კიდევ ერთხელ აღნიშნეს და ევროს საკოლექციო ბანკნოტზეც დაიტანეს.

საქართველოს პირველი საკოლექციო ევროს ბანკნოტი კომპანია TRESURIUM-მა შეიმუშავა და დააფინანსა ევროპის ცენტრალური ბანკის თანხმობით. ის ლიმიტირებული რაოდენობით, 5000 ცალი დაიბეჭდა,

საკოლექციო ბანკნოტი მდიდარია სიმბოლური ელემენტებით, რომლებიც საქართველოს მრავალსაუკუნოვან, მდიდარ კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას ასახავს: დავითგარეჯის ლავრა, ალავერდის მონასტერი, ქართული მეღვინეობის სიმბოლო – ქვევრი, ქართული კალიგრაფია.

„ევრო 8000“ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც მიეძღვნა. საკოლექციო ბანკნოტის პრეზენტაცია ნიდერლანდებში, ქალაქ მაასტრიხტში გაიმართა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close