მედიცინასაქართველო

საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინა 15 ოქტომბრამდე შემოვა – აცრა უფასო იქნება

გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინა 15 ოქტომბრამდე შემოვა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ აცრა ოქტომბრის მეორე ნახევრიდან გაიკეთონ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ვაქცინა იმ პირებს ჩაუტარდებათ, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ოთხკომპონენტიანივაქცინის 200 000 დოზა შეიძინა.

როგორც საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განუცხადა, ვაქცინა ყოველწლიურად იცვლება, რადგან ყოველწლიურად გრიპი ახალი ვარიანტებით ვრცელდება.

„ამიტომ წლევანდელი ვირუსის შემადგენლობით არის განსაზღვრული ვაქცინა, რომელიც უკვე შესყიდულია. ველოდებით, ოქტომბრის 15 რიცხვამდე ვაქცინა უნდა ჩამოვიდეს საქართველოში. ვაქცინა, რომელიც არის შესყიდული, არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიის წარმოების „ებოტის“ ვაქცინა, ოთხკომპონენტიანია, ანუ კიდევ უფრო მეტ ვარიანტს ფარავს ვიდრე სამიანი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ვაქცინა ყველასთვის უფასო იქნება.

„პირველ რიგში, იქნებიან ჩართულნი რისკის ჯგუფები. ვაქცინაცია დაიწყება ოქტომბრის მეორე ნახევარში. ეს სრულად საკმარისი დროა, იმიტომ რომ საქართველოში ჩვეულებრივად გრიპის სეზონი იწყება ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში იწყება ხოლმე გრიპის მატება. ახლა ფიქსირდება რესპირატორული ვირუსები. შემოდგომაა, მით უმეტეს, საკმაოდ გრილი შემოდგომაა, შესაბამისად, გაციების ვირუსებმა უკვე დაიწყო ცირკულირება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

1 tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close