
აგვისტოში საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები უმნიშვნელოდ შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ზაფხულის ბოლო თვეში უცხოეთიდან 291 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც ივლისის მაჩვენებელს (298 მილიონი დოლარი) 2,5%-ით ჩამოუვარდება.
ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი აგვისტოში აშშ-დან შემოვიდა (50,8 მილიონი დოლარი, მთელი მოცულობის 17,1%), რომელსაც უმნიშვნელოდ ჩამორჩება იტალია (49,2 მილიონი, 16,9%), მესამე ადგილზე კი რუსეთის ფედერაციაა (42,6 მილიონი, 14,6%).
ფულადი გზავნილების მიხედვით ქვეყნების TOP-ათეული:
- აშშ – 50.8 მლნ აშშ დოლარი
 - იტალია – 49.3 მლნ აშშ დოლარი
 - რუსეთი – 42.6 მლნ აშშ დოლარი
 - გერმანია – 25.4 მლნ აშშ დოლარი
 - საბერძნეთი – 22.4 მლნ აშშ დოლარი
 - ისრაელი – 19.8 მლნ აშშ დოლარი
 - ყაზახეთი – 9 მლნ აშშ დოლარი
 - თურქეთი – 8.7 მლნ აშშ დოლარი
 - ყირგიზეთი – 7.9 მლნ აშშ დოლარი
 - ესპანეთი – 7.6 მლნ აშშ დოლარი
 
რაც შეეხება გადარიცხვებს საქართველოდან, აგვისტოში საქართველოდან სხვა ქვეყნებში 33 მილიონი დოლარი გადაირიცხა, აქედან ყველაზე მეტი – თურქეთში (7 მილიონი), აზერბაიჯანსა (4,7 მილიონი) და რუსეთში (3,8 მილიონი).
					



კომენტარები