ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 9 – 15 სექტემბერი
ამ კვირის ყველა მოვლენას ექნება ფარული ქვეტექსტი, რამაც შეიძლება მთელი რიგი ძალიან სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. ფრთხილად იყავით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას. გააზრებულად გააანალიზეთ ყველაფერი, რაც თქვენს ირგვლივ ხდება, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნიუანსების გათვალისწინებით და ისე იმოქმედეთ. დაძაბულ მდგომარეობაში ყოფნა არც ისე ადვილი იქნება, ამიტომ შეეცადეთ კვირის ბოლოს ცოტა დაისვენოთ – შაბათ-კვირას სასიამოვნო გარემოში დასვენება სიმშვიდის პოვნის საშუალებას მოგცემთ. იყავით ყურადღებიანი საყვარელი ადამიანის მიმართ, ნუ მისცემთ მას ეჭვიანობის მიზეზს.
შეეცადეთ, გამოიყენოთ ის შანსები, რომლებითაც ბედი დაგაჯილდოებთ ამ კვირაში. ყველაფერი მარტივად გამოვა, თითქოს თავისთავად. კვირის პირველ ნახევარში სამუშაოს რუტინული ნაწილიც კი სიამოვნებას მოგიტანთ, მნიშვნელოვან საქმიანობაზე რომ არაფერი ვთქვათ. პროფესიული კონტაქტები, მოლაპარაკებები და მოგზაურობები გაგახარებთ დადებითი შედეგებით. უბრალოდ, დიდი ყურადღება მიაქციეთ ახალ პარტნიორებს და კოლეგებს, შესაძლოა, თქვენი ინტერესები მათსას არ ემთხვეოდეს. საკმაოდ სავარაუდოა მომგებიანი შემოთავაზებები და კარიერული წინსვლა.
სასიკეთო დღეები: 11, 14.
არასასიკეთო დღე: 15.
ამ კვირის განმავლობაში, ვარსკვლავების გავლენის გამო, ბევრ თქვენგანს მოუწევს დიდი თანხის დახარჯვა იმაზე, რაც ჯერ არ გჭირდებათ, მაგრამ ეს არ გამოიწვევს ფინანსურ პრობლემებს და მომავალში თქვენი შესყიდვებით იმაზე მეტ თანხას დაიბრუნებთ, ვიდრე დახარჯეთ. სამსახურში ხელმძღვანელობამ შეიძლება უკმაყოფილება გამოხატოს თქვენს ქმედებებზე. თუმცა მოითმინეთ, თავშეუკავებლობა მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას. თვითანალიზი და სიმშვიდე ძალიან გამოგადგებათ. ეს კვირა შესანიშნავი პერიოდია საკუთარ თავში ახალი ნიჭის აღმოსაჩენად და რაღაც ახლის სწავლისთვის.
სასიკეთო დღეები: 9, 12.
არასასიკეთო დღე: 14.
ეს პერიოდი გეხმარებათ თქვენი ჰორიზონტის გაფართოებაში, შესაძლოა გაჩნდეს ახალი საინტერესო იდეები, რომლებიც ძალიან მომგებიანი აღმოჩნდება. კარგი დროა მოგზაურობისთვის, გაერთობით და დაამყარებთ ახალ, სასარგებლო კონტაქტებს. სამუშაო ბევრია, მაგრამ საინტერესოა და საშუალებას გაძლევთ, თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი გამოავლინოთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი. მაგრამ მოერიდეთ კამათს და ჩხუბს, ისინი სტრესისა და დეპრესიის გარდა არაფერს მოგცემენ. იყავით მომთმენი ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობისას.
სასიკეთო დღეები: 10, 12.
არასასიკეთო დღე: 15.
ამ კვირაში შეიძლება გაიზარდოს თქვენი ინტერესი ყველაფრის მიმართ, რაც თქვენ გარშემოა. დიდია ალბათობა იმისა, რომ შეძლებთ სწორად შეაფასოთ თქვენი ადგილი ცხოვრებაში და მიხვდეთ, რა არის მასში მნიშვნელოვანი და რა არა. დღესდღეობით თქვენს ნებისმიერ ინიციატივას მხარდაჭერის ძალიან დიდი შანსი აქვს. უფრო ფხიზლად იყავით ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობაში, სერიოზულად მოეკიდეთ საქმეს და გააკონტროლოთ თქვენი ქმედებები. უყურადღებობამ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ გრძელვადიან პერსპექტივაში. შესაძლებელია თქვენი ყველაზე გაბედული და ამბიციური სურვილების ახდენა.
სასიკეთო დღეები: 11, 14.
არასასიკეთო დღე: 10.
ორშაბათი ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითობისა და ახალი იდეებისთვის. ოთხშაბათს შეეცადეთ, დაასრულოთ ძველი ამოცანები და პროექტები, რადგან ხუთშაბათს რაიმე ახლის გაკეთება მოგიწევთ. დიდი ალბათობით, გექნებათ რეალური შესაძლებლობა, კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ ახალ პარტნიორებზე, რაც, თავის მხრივ, გარკვეულ დივიდენდებს მოგიტანთ. შეეცადეთ მეტი ყურადღება მიაქციოთ საქმიან ამოცანებს. მეტისმეტმა აჩქარებამ შეიძლება სერიოზული ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. თუ რაიმე არასასიამოვნო სიტუაცია წარმოიქმნება, დაუპირისპირდით მათ თქვენი ნებისყოფით. შეეცადეთ, შაბათ-კვირას კარგად დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 13, 15.
არასასიკეთო დღე: 9.
სირთულეები, რომლებსაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შეხვდით, სავარაუდოდ, წარსულის ჩაბარდება. მოუსმინეთ საყვარელი ადამიანების რჩევებს, ისინი დაგეხმარებიან თუნდაც ერთი შეხედვით ჩიხში მყოფი საკითხების მოგვარებაში. მათ, ვისაც გსურდათ საკუთარი ბიზნესის წამოწყება და შესაფერის მომენტს ელოდით, თავისუფლად შეგიძლიათ დაიწყოთ, რადგან ეს კვირა ძალიან ხელსაყრელი პერიოდია ჩანაფიქრის განსახორციელებლად – შეეცადეთ ხელიდან არ გაუშვათ შანსი! კვირის ბოლოს ალბათ ბევრი თქვენგანი მიიღებს კარგ შეფასებებს: სამსახურში – ხელმძღვანელი პირებისგან, ხოლო პირად ურთიერთობებში – საყვარელი ადამიანებისგან.
სასიკეთო დღეები: 12, 15.
არასასიკეთო დღე: 10.
ამ კვირის პირველ ნახევარში ბევრი სამუშაო გექნებათ და შეგიძლიათ მოგების იმედი გქონდეთ. მაგრამ თუ ზედმეტად ზრუნავთ მყისიერ კომფორტზე და კეთილდღეობაზე, შეგიძლიათ ამას ძალიან საინტერესო და პერსპექტიული გეგმების განხორციელება შესწიროთ. ამ კვირაში შესაძლოა სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლის საჭიროება გამოგჩნდეთ. სასურველია, კვირის მეორე ნახევარი დასვენებას და ოჯახს დაუთმოთ და თავი დაიცვათ არასასურველი შეხვედრებისგან. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თქვენს მეგობრებთან ურთიერთობაზე. შაბათ-კვირას ვითარება ყველა სფეროში სტაბილური იქნება.
სასიკეთო დღეები: 10, 12.
არასასიკეთო დღე: 9.
ამ კვირაში სამსახურში პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი და პროფესიული ზრდის შანსი გექნებათ. უახლოესი მეგობრები დაგეხმარებიან გაბედული ინიციატივების განხორციელებაში, ნუ შეგეშინდებათ, იმოქმედეთ და ყველაფერი გამოგივათ, თავს მნიშვნელოვან ადამიანად იგრძნობთ. თქვენი პოზიცია გუნდში ან ბიზნესში გაძლიერდება. შესაძლებელია წარმატებული მოგზაურობები და მივლინებები. ასევე, არ უნდა დაივიწყოთ დასვენება. გაატარეთ დრო მეგობრებთან ან სხვა სასიამოვნო კომპანიაში. შეეცადეთ, იყოთ რეალისტები და არ მოითხოვოთ ძალიან ბევრი საყვარელი ადამიანებისგან.
სასიკეთო დღეები: 11, 13.
არასასიკეთო დღე: 15.
ამ კვირაში მშვილდოსნების უმეტესობას რაიმე დიდი ცვლილებები პირად თუ პროფესიულ ცხოვრებაში არ ექნება. თუმცა, ბევრ თქვენგანს მოუწევს, დამოუკიდებლად გაუმკლავდეს პრობლემებსა და სირთულეებს, ბევრს კი საკმარისი დრო ექნება, გააკეთოს ის, რაც უყვარს და დაისვენოს ოჯახთან ერთად. დიდი შანსია შეხვდეთ ძველ მეგობარს ან ნათესავს, რომელიც შესაძლოა ძალიან დაგეხმაროთ რაიმე მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაში. დიდი ალბათობით, მონაწილეობას მიიღებთ პროექტში, რომელიც დაკავშირებულია ქველმოქმედებასთან. კვირის ბოლოს, რაც არ უნდა დაკავებული იყოთ, შეეცადეთ, საკმარისი დრო დაუთმოთ საყვარელ ადამიანებს და პარტნიორებს, რათა თავიდან აიცილოთ პრობლემები მათთან ურთიერთობაში.
სასიკეთო დღეები: 10, 14.
არასასიკეთო დღე: 13.
ამ კვირაში შეძლებთ თქვენი იდეების განხორციელებას, მაგრამ მნიშვნელოვანია მათი მკაფიოდ ჩამოყალიბება და სპონსორების დაინტერესება. ყურადღება უნდა გაამახვილოთ თქვენს მიზნებზე. სამშაბათს მოუსმინეთ თქვენი ინტუიციის ხმას და ის დაგეხმარებათ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში. შეეცადეთ, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან არ იკამათოთ. ბავშვები გაგახარებენ თავიანთი მიღწევებით. მარტოხელა თხის რქებს დიდი შესაძლებლობა ექნებათ, გამოხატონ გრძნობები და საყვარელ ადამიანიც კი გაოცებული დატოვონ. თუ რამეს დაიწყებთ, შუა გზაზე ნუ გაჩერდებით, ბოლომდე მიიყვანეთ!
სასიკეთო დღეები: 11, 14.
არასასიკეთო დღე: 12.
ამ კვირაში ოჯახის წევრებს შეუძლიათ გაგიწიონ საჭირო და დროული დახმარება და შემოგთავაზონ გამოსავალი რთული სიტუაციიდან. ამის წყალობით, ისევე როგორც ვარსკვლავების გავლენით, საბოლოოდ მოგვარდება პრობლემა, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, რაც სულის სიმშვიდეს მოგიტანთ. მიზნები, რომლებიც საკუთარ თავს დაუსახეთ, სრულიად მიღწევადი იქნება. კვირის უმეტესი ნაწილი კარგ ხასიათზე იქნებით და ეს, თავის მხრივ, სასარგებლო გავლენას მოახდენს გარშემო მყოფების განწყობაზე. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მცირედი იმედგაცრუება.
სასიკეთო დღეები: 12, 15.
არასასიკეთო დღე: 11.
სავარაუდოა, რომ ამ კვირაში, ვარსკვლავების გავლენის გამო, ძალიან სასიხარულო ამბებს გაიგებთ ან დახმარებას მიიღებთ ახლობელი მეგობრისგან ან ოჯახის წევრისგან. შესაძლებელია, ეს ეხებოდეს ახალ სამუშაოს ან კარიერულ წინსვლას. შეეცადეთ, გაითვალისწინოთ კოლეგების ინტერესები, გამოიჩინოთ ინიციატივა და წამოაყენოთ ახალი საინტერესო იდეები. ოთხშაბათი ძალიან წარმატებული დღეა, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ არ იჩქაროთ და ყველა საკითხს თუ წინადადებას გონივრულად მიუდექით. კვირის მეორე ნახევარი დასვენებას და გართობას დაუთმეთ, გაამდიდრეთ თქვენი სამყარო ახალი შთაბეჭდილებებით.
სასიკეთო დღეები: 13, 15.
არასასიკეთო დღე: 9.
თამთა გურული
კომენტარები