სპორტი

გიორგი მამარდაშვილი მეკარეთა „ოქროს ბურთის“ ნომინანტია

გიორგი მამარდაშვილის მორიგი აღიარება – საქართველოს ნაკრების და „ვალენსიას“ მეკარე Yashin Trophy 2024-ის, ანუ საუკეთესო მეკარისთვის დაწესებული „ოქროს ბურთის“ ნომინანტია, – ინფორმაციას გამოცემა goal.com-ი ავრცელებს.

„ოქროს ბურთი“ მხოლოდ ერთ მეკარეს აქვს მოპოვებული – ლევ იაშინს 1963 წელს. იმის უზრუნველსაყოფად, რომ პარიზში ყოველწლიურ ცერემონიებზე მეტი მეკარე იყოს აღიარებული, გამოცემა France Football-მა 2019 წელს წარადგინა Yashin Trophy, რათა სეზონის საუკეთესო მეკარე გამოევლინათ.

ჯილდოს წინა გამარჯვებულები არიან ტიბო კურტუა და ემილიანო მარტინესი, წლევანდელი დაჯილდოება კი 28 ოქტომბერს გაიმართება.

2024 წელს მეკარეების „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სია ასე გამოიყურება:

დიოგო კოსტა („პორტო“)

ჯანლუიჯი დონარუმა („პარი სენ-ჟერმენი“)

გრეგორ კობელი (დორტმუნდის „ბორუსია“)

ანდრეი ლუნინი (მადრიდის „რეალი“)

მაიკ მენიო („მილანი“)

გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“)

ემილიანო მარტინესი („ასტონ ვილა“)

უნაი სიმონი („ატლეტიკი“)

იან სომერი (მილანის „ინტერი“)

რონვენ უილიამსი („მამელოდი სანდაუნსი“)

მერაბ მამულაშვილი
1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close