პოლიტიკახელოვნება

Mamma Mia პოლიტიკური სკანდალის მიზეზი გახდა – ABBA ტრამპს სთხოვს, შეწყვიტოს მათი მუსიკის გამოყენება

ყველასთვის ცნობილი შვედური პოპ-ჯგუფი  ABBA დონალდ ტრამპს სთხოვს, შეწყვიტოს მათი მუსიკის გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიის დროს, თუმცა რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატის გუნდი ამბობს, რომ მათ ABBA-ს ნაწარმოებების გამოყენების ნებართვა აქვთ.

ABBA-მ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეოებით აღმოაჩინა, რომ მათ მუსიკას და ვიდეოკლიპებს დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო ღონისძიებაზე უნებართვოდ იყენებდნენ, შედეგად, ABBA-მ და მისმა წარმომადგენელმა დაუყოვნებლივ მოითხოვეს კონტენტის წაშლა, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

შესაბამისად, ნებართვა ან ლიცენზიის მიღება მათი მუსიკის შესასრულებლად მათ არ შეუთავაზებიათ.

ამის საპასუხოდ ტრამპის კამპანიის სპიკერმა განაცხადა, რომ მან ლიცენზია მოიპოვა.

„ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ABBA-ს მუსიკის დაკვრის ლიცენზია გვქონდა, BMI-სა და ASCAP-თან შეთანხმებით“, – განუცხადა სპიკერმა Associated Press-ს.

ABBA იმ შემსრულებელთა გრძელ სიაშია, რომლებიც ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიების დროს მათი სიმღერების გამოყენებას აპროტესტებდნენ. მაგალითად, ეს მოხდა 2020 წლის არჩევნების წინ, როცა მათი ნაწარმოებების გამოყენება გააპროტესტეს, რიანამ, ფილ კოლინზმა, ფარელ უილიამსმა, ნილ იანგმა, ედი გრანტმა, Guns N’ Roses-მა და ა.შ.

სელინ დიონმა დონალდ ტრამპს სთხოვა, შეეწყვიტა “My Heart Will Go On”-ის გამოყენება, ხოლო ბიონსემ აუკრძალა  მისი სიმღერა “Freedom”-ის  წინასაარჩევნო კამპანიის ვიდეოში გამოყენება.

შინეიდ ო’კონორის მემკვიდრეებმა ასევე მოსთხოვეს ტრამპს, რომ შეეწყვიტა გარდაცვლილი შემსრულებლის სიმღერის “Nothing Compares 2 U”-ს გამოყენება.

საარჩევნო კამპანიებისთვის არ არის საჭირო არტისტის პირდაპირი ნებართვა მათი სიმღერების შესასრულებლად, თუ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ან ღონისძიების ჩატარების ადგილმა მოიპოვა ე.წ. საერთო ლიცენზია შემსრულებლების უფლებების დამცველი ორგანიზაციებისგან ASCAP-ისა და BMI-სგან.

შვედურმა ყოველდღიურმა გაზეთმა Svenska Dagbladet-მა განაცხადა, რომ ივლისში მინესოტაში მისი ჟურნალისტი  დაესწრო ტრამპის წინასაარჩევნო ღონისძიებას, სადაც შესრულდა ABBA-ს “The Winner Takes it All”.

ABBA-ს  20 სიმღერა, რომლებიც  Billboard Hot 100-ში, ძირითადად, 1970-იან და 1980-იან წლებიდან შევიდა.  2021 წელს ჯგუფმა გამოუშვა ახალი ალბომი სახელწოდებით “Voyage”.

1974 წელს ABBA-მ სიმღერით “Waterloo” მოიგო  მუსიკალური კონკურსი „ევროვიზია“ და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯგუფი გახდა.

euronewsgeorgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close