ვიდეოსაქართველოსპორტი

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე დაოჯახდა – სამი წლის წინ ინტერნეტით დაწყებული love story გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა (ვიდეორეპორტაჟი)

ქართველი საფეხბურთო ვარსკვლავი, გიორგი მამარდაშვილი და მისი რჩეული ელენე ეპიტაშვილი დაოჯახდნენ. გრანდიოზული ქორწილი „ლისი ივენთ ჰოლში“ გაიმართა.

მანამდე წყვილმა გაამხილა, რომ პირველ შვილს ელოდება და სქესის გაგების გრანდიოზული ცერემონიაც მოაწყო. გოგონას მამობის მოლოდინში „მამარდამ“ მეუღლის სტატუსიც გაიფორმა და მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მე­კა­რეც გახდა.

Transfermarkt-ის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შეფასებით, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ესპანეთის კლუბ „ვალენსიას“ მეკარის – გიორგი მამარდაშვილის სატ­რანსფე­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 45 მი­ლი­ო­ნი გახ­და. მიმ­დი­ნა­რე წლის 7 ივ­ნისს ქარ­თვე­ლი მე­კა­რის ფასი 35 მი­ლი­ო­ნი იყო და ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბით მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დ ღი­რე­ბულ მე­კა­რე­ებს შო­რის მე­ხუ­თე ად­გილს იკა­ვებ­და. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ფა­სით კი გი­ორ­გი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დ ღი­რე­ბუ­ლი მე­კა­რეა.

გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლის რჩე­უ­ლი – ელე­ნე ეპი­ტაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ერთი წლის წინ გა­იც­ნო, რო­დე­საც საყ­ვა­რელ­მა მა­მა­კაც­მა ხელი სა­ჯა­როდ სთხო­ვა. ელენე მოდელია, ხშირად ჩანს არაერთი ცნობილი ბრენდის კამპანიაში, გი­ორ­გისთან ერთად ვალენსიაში დიდ დროს ატარებს და მის წარმატებაში დიდ როლს ასრულებს.

წყვილის ჯვრისწერა ღვთაების მამათა მონასტერში დეკანოზმა იოანე ხეცურიანმა აღასრულა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by TV Imedi (@tv.imedi)

ცე­რე­მო­ნია გრან­დი­ო­ზუ­ლი წვე­უ­ლე­ბით გაგ­რძელ­და, რო­მელ­საც სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბი, მომ­ღერ­ლე­ბი, წყვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­გობ­რე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ.

ქორწილში ელენე ეპიტაშვილს საოცრად ლამაზი მეორე, საღამოს კაბა ეცვა და მხიარულად ცეკვავდა და მღეროდა.

გრანდიოზული წვეულებიდან სოციალურ ქსელში ბევრი ვიდეო გავრცელდა, ერთ-ერთის ავტორი, „მამარდას“ დეიდა – თიკო ბლიაძეა. მას დაბადების დღე დისშვილმა საკუთარ ქორწილში მიულოცა და უმღერა.

წვეულება ულამაზესი ტორტის გაჭრით დაგვირგვინდა.

@artgeorgia #mamarda #wedding ♬ My Love Mine All Mine – Mitski

ქორწილის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ მხიარულებამ კიდევ უფრო იმატა და დარბაზიდან ეზოში გადაინაცვლა. პატარძალი აქ ახალი სამოსით გამოჩნდა და მეუღლესთან ერთად „ქართულიც“ იცეკვა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close