ხანძრის შედეგად თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სასოფლო-სამეურნეო მინდვრებში, სულ ცოტა, 11 ადამიანი დაიღუპა, 70-ზე მეტმა კი ტრავმები მიიღო. ამის შესახებ პარასკევს, 21 ივნისს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა.
მისივე თქმით, 10 დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია და მათ ადგილობრივ საავადმყოფოებში უწევენ საჭირო სამედიცინო დახმარებას.
შინაგან საქმეთა მინისტრ ალი ერლიქაიას განცხადებით, ხანძარი პირველად გუშინ გვიან საღამოს, 22:15 სთ-ზე დაიწყო დიარბაქირის პროვინციაში და ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა მეზობელ მარდინის პროვინციამდე. მისივე თქმით, ღამით მეხანძრეებმა ცეცხლის გავრცელების შეჩერება შეძლეს, თუმცა ცეცხლთან ბრძოლა ისევ გრძელდება.
ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.
ნინო ხოშტარია
კომენტარები