საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილას, ვერსალის სასახლეში გაჩენილი ხანძრის გამო ვიზიტორების ევაკუაცია გახდა საჭირო.
100-მდე მეხანძრე ვერსალის სასახლეში 15:30 სთ-ზე შევიდა (ადგილობრივი დროით), მათ მალევე შეძლეს ხანძრის ჩაქრობა.
სასახლემ ვიზიტორთა მიღება 16:00 სთ-იდან განაახლა.
🇫🇷 Un dégagement de fumée a été constaté aujourd’hui au Château. L’incident a été rapidement maîtrisé et le public a été évacué par mesure de sécurité. Le Château et les jardins sont désormais ouverts. pic.twitter.com/JpDXimGkXc
— Château de Versailles (@CVersailles) June 11, 2024
„მეხანძრეები მოვიდნენ. კვამლი და ცეცხლი აღარ არის და კოლექცია არ დაზიანებულა“, – განაცხადა ვერსალის სასახლის პრესსპიკერმა.
მისივე ცნობით, ცეცხლი სახურავში გაჩნდა, სადაც აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
ვერსალის სასახლე მე-17 საუკუნეში მეფე ლუი მე-14-ისთვის ააგეს. ის საფრანგეთის რევოლუციამდე მთავარი სამეფო რეზიდენცია იყო.
ვერსალის სასახლეს ყოველწლიურად 8 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები