ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის – 13-19 მაისი

ამ კვირაში ბევრ საკითხს ისე ვერ მოაგვარებთ, როგორც დაგეგმილი გქონდათ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საქმე ბიზნესსა და ფინანსებს ეხება. თუ შესაძლებელია, ამ შვიდდღიან პერიოდში ნუ განახორციელებთ დიდ ფინანსურ ოპერაციებს და ნუ დაიწყებთ ახალ მნიშვნელოვან საქმეებს. ეს დრო ბევრად უფრო შესაფერისია რომანტიკისა და სიყვარულისთვის, არსებობს დიდი შანსი, რომ ურთიერთობა, რომელიც ახლა იწყება, ქორწინებით დასრულდეს.

 

ვერძი

ამ კვირაში თქვენი პროფესიული იდეები დაფასდება. მოსალოდნელია ჩვეული ცხოვრების წესის შესაძლო დარღვევა, თუმცა ნებისმიერი ცვლილება სარგებელს მოგიტანთ. წინ საკმაოდ ინტენსიური გონებრივი სამუშაო გელით. ვარსკვლავების ზემოქმედებით შესაძლოა ზოგიერთ თქვენგანს ხანმოკლე დისკომფორტი გაუჩნდეს მოახლოებული საქმიანი შეხვედრის, გარიგების ან საგადასახადო დავალიანების დაფარვის გამო. მზად იყავით მოვლენების მოულოდნელი შემობრუნებისთვის – შაბათს შესაძლოა ბოლო წუთს მოგიწიოთ გეგმების შეცვლა პირად ცხოვრებაში.

სასიკეთო დღეები: 13, 17.

არასასიკეთო დღე: 19.

 

კურო

ამ კვირაში იღბალი დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევაში. გარდა ამისა, არ აქვს მნიშვნელობა, რა გზას აირჩევთ წარმატების მისაღწევად, თქვენი საყვარელი ადამიანები ყოველთვის თქვენ გვერდით იქნებიან და  ყველანაირ მხარდაჭერას გაგიწევენ. მთავარია მოუსმინოთ და გაითვალისწინოთ თქვენზე უფროსი და გამოცდილი ადამიანის რჩევები. ეცადეთ, თქვენი ენერგია ბრმა თავდაჯერებულობაში არ გადაიზარდოს. შაბათ-კვირას საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებული დრო დიდხანს დაგამახსოვრდებათ.

სასიკეთო დღეები: 14, 16.

არასასიკეთო დღე: 18.

 

ტყუპი

ამ კვირაში ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. სამსახურში მოსალოდნელია ცვლილებები უკეთესობისკენ, გამოჩნდება პროფესიული ზრდისა და შემოსავლის მატების ახალი შესაძლებლობები. კონცენტრირება მოახდინეთ იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ გადაიტანოთ ყურადღება წვრილმანებზე. თუ საკუთარი თავის და შესაძლებლობების გჯერათ, სწორედ ამ კვირაში შეძლებთ ძალიან დიდი ხნის სურვილის ასრულებას, რომელსაც გულით ატარებთ და არავის უმხელთ. კვირის მეორე ნახევარში რომანტიკული შეხვედრები დიდ სიხარულს მოგიტანთ.

სასიკეთო დღეები: 15, 19.

არასასიკეთო დღე: 13.

 

კირჩხიბი

ეს კვირა ხელსაყრელი პერიოდია პროფესიულ სფეროში სიტუაციის გასაანალიზებლად და შემდგომი მოქმედების გეგმის შემუშავებისთვის. ქაოსისა და დაბნეულობის დრო დასრულდა, ახლა იქნება სიტუაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, მოაწესრიგოთ თქვენი საქმეები, დაალაგოთ აზრები და გონივრულად იმოქმედოთ. კოლეგებთან და მეგობრებთან ურთიერთობა კმაყოფილებას მოგიტანთ და ძალიან სასარგებლო იქნება. დადგა დრო პირად ცხოვრებაში სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად. მოერიდეთ ემოციურ გამოხტომებს, ეცადეთ, არ მოახდინოთ კონფლიქტური სიტუაციების პროვოცირება.

სასიკეთო დღეები: 14, 18.

არასასიკეთო დღე: 15.

 

ლომი

ბევრი თქვენგანი აღფრთოვანებული იქნება იმ შესაძლებლობებით, რომლებიც ამ კვირაში გაგიჩნდებათ. წარმატებით დაასრულებთ თქვენს ყველა გადაუდებელ საქმეს, ასევე საოჯახო საქმეებს და შეძლებთ თავისუფალი დრო სასიამოვნო შემოქმედებით საქმიანობასა და გატაცებებს დაუთმოთ.  სასურველ ბალანსს მიაღწევთ სამუშაოსა და ოჯახს შორის და თქვენი შაბათ-კვირა, სავარაუდოდ, ძალიან სახალისო და საინტერესო იქნება. ბევრს მიიზიდავს ბუნება, სადაც შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანებთან ერთად. ამასთან, შეეცადეთ შეასრულოთ ყველაფერი, რასაც მათ დაჰპირდებით.

სასიკეთო დღეები: 17, 19.

არასასიკეთო დღე: 14.

 

ქალწული

ამ კვირაში ნუ გაამახვილებთ ყურადღებას წვრილმანებზე, იფიქრეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე. კომუნიკაბელური და მშვიდი ხართ. ბევრი შეხვედრა გექნებათ მეგობრებთან და ნაცნობებთან, დაგეგმილი თუ დაუგეგმავი. ეცადეთ, თქვენი ოპტიმისტური დამოკიდებულების მიუხედავად, რეალისტურად შეაფასოთ თქვენი ძლიერი მხარეები და არ გადატვირთოთ ზედმეტი საზრუნავითა და პრობლემებით. უმჯობესია შაბათ-კვირა საკუთარ თავთან ან უახლოეს ადამიანებთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 13, 16.

არასასიკეთო დღე: 18.

 

სასწორი

ამ კვირაში ბედი აშკარად გაგიღიმებთ. შესაძლოა სწრაფი რეაგირება მოგიწიოთ არაერთ საკითხზე როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში, შეეცადეთ, გაითავისოთ მიმდინარე ცვლილებები. ხუთშაბათს შეიძლება გაურკვეველი უკმაყოფილების განცდამ  შეგაწუხოთ. ამის საუკეთესო წამალია გულწრფელი საუბარი საყვარელ ადამიანებთან, მათთან, ვისაც ნამდვილად ესმის თქვენი და ყოველთვის მზადაა დასახმარებლად. კვირის ბოლოს სჯობს მოვლენები კარგად გააანალიზოთ და ისე იმოქმედოთ. შაბათ-კვირა საყვარელ ადამიანთან ერთად  გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 15, 19.

არასასიკეთო დღე: 16.

 

მორიელი

ეს კვირა თქვენთვის სტაბილური არ იქნება და როგორც დადებით, ისე უარყოფით გამოცდილებას გპირდებით. შესაძლოა, ზოგიერთმა სიტუაციამ ხასიათი წაგიხდინოთ და შეგაშფოთოთ გარემოებებმა, რომლებიც თქვენს კონტროლს არ ექვემდებარება. თუმცა იმისთვის, რომ დიდხანს არ ინერვიულოთ,  განსაკუთრებული ძალისხმევა არ გჭირდებათ. უბრალოდ,  ჩვეულებრივ გააგრძელეთ ცხოვრება და მუშაობა და თქვენი პრობლემები მალე მოგვარდება. ეს კვირა კარგი დროა მათთვის, ვინც ახლახან გადავიდა ახალ სამსახურში. თქვენი ავტორიტეტი და გამოცდილება სერიოზული დახმარებაა კარიერის კიბეზე ასვლისას.

სასიკეთო დღეები: 13, 17.

არასასიკეთო დღე: 14.

 

მშვილდოსანი

კრეატიული შთაგონება და კარგი განწყობა მთელი კვირა არ დაგტოვებთ, ისარგებლეთ ამ წარმატებული კომბინაციით და გააქტიურდით. თქვენში შინაგანი ცვლილებები მწიფდება და სანამ თქვენი ახალი გარეგნობა გაურკვეველია, თავი შეიკავეთ გულწრფელი საუბრისგან ახლო ადამიანებთანაც კი. ცხოვრების აზრზე დაფიქრდებით და ნაცნობი ნივთების ახალ მნიშვნელობას აღმოაჩენთ. მოვლენების მიმდინარეობაზე გავლენის მოხდენა არ შეგიძლიათ, მაგრამ მოემზადეთ სიურპრიზისთვის, რომელიც კვირის ბოლოს გელოდებათ.

სასიკეთო დღეები: 14, 18.

არასასიკეთო დღე: 15.

 

თხის რქა

ამ კვირაში ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ თქვენს სახლში სიმშვიდე შეინარჩუნოთ და თავიდან აიცილოთ ჩხუბი და უთანხმოება, რადგან ზოგიერთი გარემოება ხელს შეუწყობს კონფლიქტებს. ასევე ფრთხილად იყავით ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობაში. ემოციურ ნიადაგზე ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს. სტრესის თავიდან ასაცილებლად კრიტიკას გულთან ნუ მიიტანთ, უბრალოდ, „გაატარეთ“. და არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ გვერდით არიან ძვირფასი ადამიანები, რომლებიც გიყვართ და აფასებთ. შაბათ-კვირას ყურადღების ცენტრში შეიძლება ფულადი საკითხები აღმოჩნდეს.

სასიკეთო დღეები: 13, 19.

არასასიკეთო დღე: 16.

 

მერწყული

თქვენი საბრძოლო ხასიათი საშუალებას მოგცემთ, მრავალი წინააღმდეგობა გადალახოთ. ორშაბათს შესაძლებელია ტყუილი ახალი პარტნიორების მხრიდან. ოთხშაბათს შეეცადეთ არ დადოთ დაპირებები; კვირის ბოლოს ოჯახში კონფლიქტური სიტუაციაა შესაძლებელი. თქვენი საღი აზრი დაგეხმარებათ, ადეკვატურად შეაფასოთ არსებული მდგომარეობა და ნებისმიერ პრობლემას გაუმკლავდეთ. თქვენ წინაშე ახალი პერსპექტივები გაიხსნება და მათკენ სწრაფვა თქვენთვის მომგებიანი იქნება, თუმცა უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას ძალიან გაფრთხილდით.

სასიკეთო დღეები: 15, 17.

არასასიკეთო დღე: 18.

 

თევზები

ეს კვირა თქვენთვის შედარებით მშვიდია. საშუალება გექნებათ, დიდი დრო გაატაროთ მეგობრებთან და ოჯახთან ერთად და დიდი სიამოვნებით ისარგებლებთ ამ შესაძლებლობით. არ არის გამორიცხული, თქვენს ცხოვრებაში კვლავ გამოჩნდეს ძველი მეგობარი და ეს შეხვედრა სასიამოვნო მღელვარებასა და სიხარულს მოგიტანთ. შაბათ-კვირას აკონტროლეთ თქვენი ემოციები. სიმშვიდე და წინდახედულობა თქვენი იღბლის კომპონენტებია.

სასიკეთო დღეები: 16, 18.

არასასიკეთო დღე: 19.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close