მსოფლიოარტისტიკრიმინალი

75 წლის ჟერარ დეპარდიე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

საფრანგეთის კინოს ლეგენდარული მსახიობი ჟერარ დეპარდიე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

არსებული ინფორმაციით, მსახიობი ჩვენების მისაცემად პარიზის პოლიციის განყოფილებაში 29 აპრილს, დილით გამოიძახეს და გამოკითხვის შემდეგ დააკავეს. თავად ჟერარ დეპარდიე ყველა ბრალდებას უარყოფს.

როგორც ცნობილია, დეპარდიეს სექსუალურ შევიწროებაში ორი ქალი ადანაშაულებს.

ერთ-ერთი ქალის განცხადებით, ინციდენტი ფილმ „მწვანე დარაბების“ გადასაღებ მოედანზე მოხდა. 53 წლის ამელი აცხადებს, რომ 2021 წლის სექტემბერში დერეფანში მჯდომმა დეპარდიემ ფეხებზე ხელი სტაცა, თეძოებს შორის მოუჭირა, წელზე, მკერდსა და დუნდულებზე შეეხო და თან უხამს სიტყვებს ეუბნებოდა.

მის დასახმარებლად გადამღები ჯგუფის წევრები მივიდნენ და მსახიობს ბოდიშის მოხდა აიძულეს, თუმცა ქალის თქმით, გადაღების მთელი პროცესის განმავლობაში დეპარდიე ყოველმხრივ შეურაცხყოფას აყენებდა მას და „ბოზს“ უწოდებდა.

რაც შეეხება მეორე საჩივარს, ქალის განცხადებით, 2014 წელს ფილმ „ჯადოქარი და სიამის ტყუპების“  გადასაღებ მოედანზე დეპარდიე მას ინტიმურ ადგილებზე ხელით შეეხო და მიუღებელი სიტყვებით მიმართა.

75 წლის დეპარდიეს ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. მანამდე იგი სექსუალურ შევიწროებაში 13-მა ქალმა დაადანაშაულა, თუმცა დეპარდიემ ყველა ბრალდება უარყო.

დეპარდიეს საქმემ საფრანგეთის საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და რამდენიმე ცნობილი მსახიობი მას იცავენ.

„ის უდიდესი მსახიობია, გენიოსია თავის საქმეში, – თქვა მაკრონმა შარშან, წლის ბოლოს, – მისით საფრანგეთი ამაყობს“.

მანანა ბანძელაძე

მსგავს თემაზე: ჟერარ დეპარდიე მართლმადიდებლად მოინათლა

„ჟერარ დეპარდიე საფრანგეთს არცხვენს“, – ამბობს კულტურის მინისტრი რიმა აბდულ-მალაკი

„ჟერარ დეპარდიე საფრანგეთს არცხვენს“, – ამბობს კულტურის მინისტრი რიმა აბდულ-მალაკი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close